15-21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

15 თებერვალი 00:05, 2016 წელი

მოერიდეთ რთული საკითხების განხილვას. კარგად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და ისე იმოქმედეთ.

ვერძი
გაიზრდება რთული სიტუაციების რაოდენობა, ამიტომ ეცადეთ, არ აყვეთ ემოციებს. ოჯახში გაუგებრობები სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე დაგაფიქრებთ. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილიც კი შეიცვალოთ. ცვლილებები მოსალოდნელია როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმეში. ამ პერიოდში ერიდეთ ალკოჰოლს და ძლიერ მედიკამენტებს. კარგი დროა ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად, გარდერობის შესაცვლელად და გარეგნობის მოსაწესრიგებლად.


 


კურო
საყვარელ ადამიანთან უთანხმოებაა მოსალოდნელი. გართულდება მატერიალური პრობლემებიც. მოგიწევთ პარტნიორების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულება და ვალების დაბრუნება. მდგომარეობის გამოსასწორებლად მეტად იკონტაქტეთ ხალხთან და გაიფართოვეთ სანაცნობო წრე. ეს კარგი დროა სწავლისა და უცხო ენების ათვისებისთვის. კარგი იქნება, თუ ხშირად დაისვენებთ და ჯანმრთელობის მდგომარეობას მოუფრთხილდებით.


 


ტყუპები
მოერიდეთ ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებს და ხელმომჭირნეთ ხარჯეთ ფული. სახლში ნუ დაპატიჟებთ უცნობებს და ეცადეთ, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ბინის რემონტი. მხოლოდ ამგვარად შეინარჩუნებთ როგორც სულიერ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას. სასიყვარულო სფეროში გაუგებრობები ადვილად მოგვარდება, თუ ზედმეტად ემოციური არ იქნებით. ჯანმრთელობის გაუარესება კი ხელს შეგიშლით მოგზაურობებსა და გადაადგილებებში.


 


კირჩხიბი
მოუხედავად პრობლემების სიუხვისა, ეცადეთ, გამოიყენოთ ეს პერიოდი არა მარტო საქმეებისთვის, არამედ დასვენებისთვისაც. მოერიდეთ რთული საკითხების განხილვას და პროტესტის გამოთქმას. შორეული მოგზაურობები დადებით შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა ეს დრო ხელს შეუწყობს მიმოწერასა და კავშირების გამყარებას. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა, პრეტენზიები წამოგიყენოთ და ურთიერთობის დარეგულირებაში მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.


 


ლომი
თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებელი დაქვეითდება, რაც შესაძლოა, მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. გაგიჭირდებათ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, რაც შეიძლება, სამსახურში პრობლემების მიზეზი გახდეს. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ, მით უმეტეს, თუ ის ეხება თქვენს პირად ან სასიყვარულო ურთიერთობას. ეს კარგი დროა კომპლექსური მკურნალობის დასაწყებად ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად.


 


ქალწული
ფინანსური მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება, თუმცა ახლო ნათესავები ან ოჯახის ახლობლები დაგეხმარებიან. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და კარგად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ძალზე მომხიბვლელი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომაგდენლებისთვის და ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა, დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. მგზავრობისას და დასვენებისას შესაძლოა, ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.


 


სასწორი
თავი შეიკავეთ ემოციებისგან, რადგან კონფლიქტები ცუდად იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე. ფარული საქმიანობა, მოლაპარაკებები თუ გარიგებები წარმატებას მოგიტანთ. ერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ზღვარგადასულ დროსტარებასა და არაფხიზელ ცხოვრების წესს. მეტი დრო გაატარეთ სახლში, რათა შეინარჩუნოთ ორგანიზმის ჯანსაღი მდგომარეობა და თავი აარიდოთ კონფლიქტებს. კარგი იქნება, თუ აიღებთ შესვენებას და ქალაქიდან რამოდენიმე დღით მაინც გაემგზავრებით.


 


მორიელი
ეს კარგი დროა ახალი სამსახურის დასაწყებად ან თანამდებობრივი დაწინაურების თვალსაზრისით. შესაძლოა, გაიუმჯობესოთ ფინანსური და სოციალური მდგომარეობა. გაზრდილი შრომისუნარიანობა და ამტანობა კი შემოქმედებითად მუშაობაში დაგეხმარებათ. თავშეკავება გმართებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებებს და დიდ ფიზიკურ დატვირთვას, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას.


 


მშვილდოსანი
ახალ პარტნიორებს სიტყვებზე ნუ ენდობით. მდგრადი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის მეშვეობით გაგიადვილდებათ ახალ ხალხთან ურთიერთობა და ინფორმაციის მიღება. საჭიროების შემთხვევაში იფიქრეთ ცოდნის გაღრმავებასა ან უცხო ენის ათვისებაზე. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს უცხოეთში გამგზავრება ან უცხოელებთან ურთიერთობა, თუმცა ხელს შეგიშლით ოჯახთან და ბავშვებთან დაკავშირებული მოვალეობები. დროულად მიხედეთ ჯანმრთელობასაც.


 


თხის რქა
ეს არახელსაყრელი დროა დიდი ფინანსური გარიგებებისა და ოპერაციებისთვის. მატერიალური პრობლემების გამო ბევრი ჩანაფიქრის განხორციელებას ჯერ ვერ შეძლებთ. მშობლები მოსალოდნელ ფინანსურ დახმარებას ვერ გაგიწევენ. ფინანსურ საკითხებში არასტაბილურობა დაძაბავს თქვენს სასიყვარულო ან საოჯახო ურთიერთობას. თავისუფალი დრო სასურველია, ჯანმრთელობასა და სპორტს დაუთმოთ.


 


მერწყული
ეს აქტიური შეხვედრების და კავშირების დამყარების პერიოდია, თუმცა მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირებათ. ზოგიერთ საქმეს ვერ დაასრულებთ და მათი მოგვიანებით შესრულება მოგიწევთ. მატერიალური კეთილდღეობა კი დამოკიდებული გახდება სწრაფ და უეცარ მოქმედებაზე. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მისი მოვლა იდილიურ სასიყვარულო ატმოსფეროს შექმნის. შორეული მოგზაურობა კი ჯობია, დროებით გადადოთ.


 


თევზები
ერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს და ვარჯიშებს, რათა არ დაშავდეთ და დიდი ხნით არ გამოაკლდეთ საზოგადოებას. ახალი წინადადებების განხილვას მეტი დრო დაუთმეთ, რადგან შესაძლოა, ინფორმაცია სრული არ იყოს ან გადამოწმებას საჭიროებდეს. დასასვენებლად გამგზავრება ან მივლინება ჯობია, გადადოთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. ერიდეთ სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს, რათა ამან ფსიქოსომატური მდგომარეობა არ გააუარესოს და დაღლილობის გრძნობა არ მოგიმატოთ.

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.