ხასიათის 10 მთავარი შტრიხი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ჰოროსკოპი

12 მარტი 18:00, 2016 წელი

ადამიანები სხვადასხვა სიტუაციებში საკუთარი პრინციპებით სარგებლობენ და ვინ როგორ მოქმედებს, ამას მათი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. გადახედეთ თქვენს ზოდიაქოს, იქნებ ვარსკვლავების დახმარებით საკუთარ თავზე გაიგოთ ის, რაც აქამდე არ იცოდით ან, უბრალოდ, არ ამჟღავნებდით.

ვერძი
1. უმჯობესია ვერძებთან არ იკამათოთ.
2. ვერძები ჯერ აკეთებენ საქმეს და მერე ფიქრობენ მასზე.
3. იქ, სადაც სხვები ამუხრუჭებენ, ვერძები გაზის პედალს აჭერენ.
4. მათ ჰგონიათ, რომ მუდამ ახალგაზრდები იქნებიან.
5. იმოქმედეთ ვერძების მსგავსად, უკეთესად მაინც ვერ გააკეთებთ.
6. თანამოაზრის ბოლომდე მოსმენა მათთვის ყველაზე რთულია.
7. ვერძები ფიქრობენ, რომ სიჯიუტე დანაშაული არ არის.
8. მათთვის სიტუაციის კონტროლი გაცილებით ადვილია, ვიდრე - საკუთარი ემოციების.
9. ერთი ვერძი კარგია, ორი ვერძი - ბევრი.
10. თავდასხმაზე პირველი არასდროს გადადიან, მაგრამ გირჩევთ, არ აწყენინოთ.


 


კურო
1. კუროებს საყიდლებზე ფულის დახარჯვა არ ენანებათ, სამაგიეროდ გართობაში ფულის ხარჯვა მათთვის მიუღებელია.
2. კუროები სხვისას არაფერს ითხოვენ, სამაგიეროდ, მათ ნივთებსაც ნურავინ შეეხება.
3. ცუდი მშვიდობა სჯობს კეთილ კამათს.
4. კუროები არასდროს აწუხებენ მათ, ვინც ცხოვრებაში კარგად დამკვიდრდა.
5. ლამაზი დივანი სჯობს ლამაზ მზის ჩასვლას.
6. კუროებისთვის  საჭმელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
7. ნაზი ხბო ორი დედის ძუძუს წოვს.
8. მეორე ადგილზე გასული კუროები თავს იმით იმხნევებენ, რომ ამით საკუთარი ძალები დაზოგეს.
9. კუროები ვერ იტანენ ერთჯერად სანთებელებს.
10. დეგუსტატორობა კუროების ჭეშმარიტი მოწოდებაა.




ტყუპები
1. ტყუპები დღეს ისეთები არ არიან, როგორებიც გუშინ.
2. ის, ვინც ფლობს სიტუაციას, ფლობს ინფორმაციასაც.
3. ერთი აზრი კარგია, ორი კი - უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის.
4. „ფიგარო იქ, ფიგარო აქ“.
5. ტყუპები იდეებს დიდი ხნით არ ინახავენ.
6. სახლში ერთი ტელეფონი და ტელევიზორი კარგია, სამი - უკეთესი.
7. ვინც ვერ მოასწრო, მან დააგვიანა.
8. ტყუპები ცხოვრებაში ისე გადაადგილდებიან, როგორც სკუტერი წყალში. ფიქრობენ, რომ სიღრმეზე მნიშვნელოვანი სისწრაფეა.
9. ტყუპებს უყვართ რჩევის მოსმენა, თუმცა ნაკლებად ითვალისწინებენ მათ.
10. ტყუპებს უყვართ რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის დრო არ ჰყოფნით.


 


კირჩხიბი
1. კირჩხიბები საკუთარ სახლში ყველაზე მყარად გრძნობენ თავს.
2. სხვებზე ზრუნვა მათი ჭეშმარიტი მოწოდებაა.
3. მოთმინების უნარი მათთვის უპირატესია.
4. კირჩხიბები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი მასთან მიდის, ვინც ლოდინი იცის.
5. სჯობს, სახლში შეხვდე მეგობრებს, ვიდრე კაფეში.
6. კირჩხიბებს ისე არაფერი ახარებთ, როგორც სავსე მაცივარი.
7. კირჩხიბებს შეუძლიათ, მოაგროვონ გარკვეული თანხა  ღირებული ნივთის შესაძენად.
8. კირჩხიბებისთვის რთულია, იცხოვრონ იქ, სადაც დასამალი ადგილი არაა.
9. საკუთარი წარსულის დავიწყება კირჩხიბებს არ ახასიათებთ.
10. კირჩხიბებისთვის წლების მანძილზე ერთი და იგივე სამოსის ტარება მიუღებელია.



ლომი
1. ვინც ლომს ბოლომდე გაჰყვება, ნათელი მომავალი ელის.
2. უმჯობესია, სხვის მიმართ გამოიჩინო მხარდაჭერა, ვიდრე სხვისგან ელოდო მას.
3. სასიამოვნო მანერები წარმატების ნახევარია.
4. მზე მხოლოდ ლომებისთვის ანათებს.
5. კაბინეტის კარზე ლამაზად შესრულებული წარწერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი ხელფასი.
6. ლომებს ფულის შოვნაც უყვართ და ფულის დახარჯვაც.
7. სახლში პიანინოს დადგმას, როიალი ჯობია. თუნდაც არავინ უკრავდეს მასზე.
8. თავაზიანი გარეგნობის მიუხედავად, ლომები სულით დიქტატორები არიან.
9. ლომები  საქმეს ყოველთვის მაქსიმალურად ასრულებენ.
10. ლომებს უკვირთ, რა საჭიროა მზე, თუკი ისინი არ არიან თქვენ გვერდით.



ქალწული
1. მოთმინება და შრომა ქალწულებისთვის უპირატესია.
2. მოკრძალება არა მხოლოდ გოგონას, არამედ ქალწულსაც ამშვენებს.
3. ყველა ცხოვრობს თავისთვის, მაგრამ სხვას ემსახურება.
4. წესრიგი ყველგან საჭიროა: ფიქრებშიც და სამზარეულოშიც.
5. ქალწულებს მხოლოდ ლოგიკურად უნდა დაუმტკიცოთ, რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი.
6. დახრილად დაკიდებული თარო ქალწულებს აგიჟებს.
7. დიდ მასშტაბებში ქალწულები იკარგებიან.
8. ქალწულებისთვის ალუბლიდან კურკის ამოცლა დიდ სირთულეს წარმოადგენს.
9. ყველა ქალწულში კლასიკური ქალბატონი ცხოვრობს.
10. ქალწულები დაუყოვნებლივ ანადგურებენ შხამიან სოკოს. თეთრი სოკო ისედაც კარგია.


 


სასწორი
1. პარტნიორის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
2. ყველაზე საშინელება კამათია.
3. გამარჯვება მხოლოდ დათანხმებით უნდა მოხდეს.
4. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
5. სასწორები ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმეში ჩაერთვებიან.
6. სილამაზე გადაარჩენს სამყაროს.
7. განწყობა საქმეში უმთავრესია.
8. ყველაზე რთული არჩევანის გაკეთებაა.
9. დასასრულს წერტილი არ უნდა დაუსვათ. ხშირად მას გაგრძელებაც მოჰყვება.
10. თავადაც არ იციან, წითლებისკენ უფრო გადაიხრებიან თუ თეთრებისკენ.



 მორიელი
1. ცუდია, როდესაც ვერავის თანაუგრძნობ.
2. ნებისმიერი მოვლენა დივანს ჰგავს: მასში უნდა იყოს დამალული ზამბარები.
3. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს.
4. ყველაფრისგან შეიძლება განთავისუფლება, საკუთარი ვნებების გარდა.
5. ბრძოლის ველზე სიყვარულზე სიმღერების შესრულება მხოლოდ მორიელებს ახასიათებთ.
6. მათ გამოხედვას ბევრი ვერ გაუძლებს.
7. მორიელების ვნებები იშვიათად გამოაშკარავდება, ზვიგენის მსგავსად, რომელიც იშვიათად ჩნდება წყლის ზედაპირზე.
8. მსოფლიო ქრება  რაინდების გარეშე.
9. დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ „ოტელოს“ ტიპის ადამიანები.
10. მორიელები კაქტუსს ჰგვანან. მათი ზღაპრული ყვავილი მხოლოდ გამორჩეულებისთვის იშლება.



მშვილდოსანი
1. კარგი ადამიანი ბევრი უნდა იყოს.
2. ყველას პატიობენ, ვისთანაც ვალში არიან.
3. საუკეთესო შვებულება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
4. პრობლემაში მთავარი მისი მასშტაბურობაა.
5. მშვილდოსნებზე განაწყენება შეუძლებელია.
6. რას ნიშნავს სინდისის ქენჯნა?
7. ვალდებულება მხოლოდ უღიმღამო ადამიანებს ამშვენებს.
8. წინასწარ ნერვიულობას სიტუაციის მიხედვით გარკვევა ჯობია.
9. არავალდებული პირი, უბრალოდ, საჭიროა იყოს ვალდებული.
10. მათთვის იდეალები თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები არიან.



თხის რქა
1. შორეულ ქვეყნებზე სახლიდან ფიქრი სასიამოვნოა.
2. წლები თხის რქას ვერაფერს აკლებს.
3. კანონის დარღვევა მიუღებელია.
4. საკუთარი ქონება წარმატების საწინდარია.
5. ცხოვრება მატარებელს ჰგავს, რომელიც ყველა სადგურზე განსაზღვრული დროით ჩერდება.
6. ნამდვილი თხის რქა ყოველთვის თავშეკავებულია.
7. თხის რქა ერთადერთი ჯარისკაცია ომის ველზე.
8. თხის რქა არც მორბენალია და არც მარათონელი.
9. უმაღლეს მწვერვალზე მისაღწევად წვალება ნამდვილად ღირს.
10. წარმატების მისაღწევად ყველა შანსი უნდა გამოიყენო.


 


მერწყული
1. მოსაწყენია, იყო სხვების მსგავსი.
2. მერწყულის გამოგონილი ადამიანი ისეთი უნდა იყოს, როგორიც მას სურს.
3. ცრურწმენა სულელების საქმეა.
4. მომავალი, უბრალოდ, ვალდებულია, იყოს ბრწყინვალე.
5. რთულია, იყო ანგელოზი, მაგრამ საჭიროა.
6. კეთილი განზრახვა კეთილ საქმეებზე მნიშვნელოვანია.
7. თუკი ადამიანს სურს, ნოვატორი გახდეს, უნდა დაივიწყოს ტრადიციები.
8. ცხოვრებაში სექსზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, მერე ოჯახი... თუკი, რა თქმა უნდა, დრო დარჩება.
10. მერწყულზე კეთილი და მხიარული არავინაა.




თევზები
1. თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახმარება.
2. ალკოჰოლზე უარის თქმა წარმოუდგენელია.
3. წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა გამოიგონეს.
4. არ გადადო ხვალისთვის ის, რის გაკეთება ზეგ შეიძლება.
5. თევზების დაპირებებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
6. სისწრაფეში მუშაობა იგივეა, რაც ლუკმის დაუღეჭავად გადაყლაპვა.
7. მზად არიან, ყველას გაუგონ, საკუთარი თავის გარდა.
8. ყველამ იცის, რომ ისინი დაკავებული ადამიანები არიან, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი საქმიანობის შესახებ.
9. თუ მას თავს მოაბეზრებთ, ხელიდან ისე დაგისხლტებათ, როგორც თევზი.
10. ქარიშხლის დროს ტირიფი იხრება, ხოლო მუხა ტყდება.

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.