7-13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

7 მარტი 00:05, 2016 წელი

მომავალი 7 დღე ბევრ თქვენგანს აუცილებლად დაარწმუნებს საკუთარ თავში! თუ ჯერ კიდევ არ გყავთ მეორე ნახევარი, არ გაუშვათ ხელიდან რომანტიკული ნაცნობობის შანსი, მით უმეტეს, რომ შანსები ძალიან დიდია.


ვერძი
მომავალი კვირა თქვენთვის კოლექტივიზმისკენ ლტოლვით ხასიათდება. ყველაზე მარტივ საქმესაც კი სანდრო მოკავშირეებთან შეთანხმებით გადაწყვეტთ. პირად ცხოვრებაში თამამად შეგიძლიათ ენდოთ ახლობლებსა და მეგობრებს, პროფესიულ საქმიანობაში კი თანამოაზრის პოვნას დაუღალავად უნდა ეცადოთ. 


 


კურო
მომავალი კვირა არაფრით იქნება გამორჩეული. პირნათლად შეასრულებთ თქვენზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. საღამოებსა და დასვენების დღეებს მარტო გაატარებთ. არ არის გამორიცხული, საერთოდ უარი თქვათ სახლიდან გასვლაზე და მხოლოდ სასურსათო მაღაზიას ესტუმროთ. ეს იზოლაცია დადებითან იმოქმედებს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ისწავლით თითოეული წუთის დაფასებას, რომელსაც ერთად ატარებთ. 


 


ტყუპები
ტყუპები მომავალ კვირას თვითგანათლებას დაუთმობენ. მოგინდებათ თქვენი პროფესიონალიზმის განმტკიცება და სპეციალურ კურსებზე სიარულს დაიწყებთ. გარდა ამისა, მოისურვებთ თქვენი შინაგანი სამგაროს გამდიდრებას და ესტუმრებით მუზეუმებს, გამოფენებს, დაესწრებით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. ერთ-ერთ ასეთ ადგილას შეხვდებით საინტერესო ადამიანს, რომელთან ურთიერთობასაც კიდევ დიდხანს გააგრძელებთ და იმაზეც კი იოცნებებთ, რომ ოდესმე მას თქვენი მეორე ნახევარი უწოდოთ.


 


კირჩხიბი
კირჩხიბებისათვის მოამვალი კვირა უფროს თაობასთან ურთიერთობის დალაგების უნიკალური შანსია. სამსახურში გულწრფელად დაუმეგობრდებით ასაკით უფროს კოლეგას და მასში თქვენთვის აქამდე უცნობ ბევრ თვისებას აღმოაჩენთ. პირად სფეროში თქვენი „გურუ“ ნათესავებიდან ან, უბრალოდ, კარგი ნაცნობებიდან გახდება ვინმე. ადამიანი, რომელსაც თქვენს „მწრთვნელად“ აირჩევთ, დაგეხმარებათ თქვენი სურვილების გაცნობიერებაში და მოგცემთ სწორ გეზს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოთ.  


 


ლომი
მომავალ კვირას ლომები თავშეკავებულები და ცივსისხლიანები იქნებიან. თქვენ გაცნობიერებულად მიიჩნევთ, რომ ზუსტად ასე უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რომელმაც კარიერული სიმაღლეების დაპყრობა გადაწყვიტა. გვერდზე გადადებთ სხვა ყოველგვარ საქმეს და აქტიურად შეუდგებით სამუშაოს. თქვენი მონდომება ნაყოფიერი იქნება, თუმცა ჯერჯერობით საოცნებო თანამდებობაზე გადასვლას ვერ მოახერხებთ. პერიოდულად გაგახსენდებათ, რომ თქვენ გყავთ მეორე ნახევარი, რომელიც მზადაა, მხარში ამოგიდგეთ და დაგამშვიდოთ.


 


ქალწული
ქალწულებისთვის კვირა საკმაოდ წარმატებული იქნება. თქვენ ყველაფერს გააკეთებთ კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად და შეძლებთ თქვენი შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი ნათესავები მომხდარს დაივიწყებენ. თქვენ გადაწყვეტთ, სამსახურზე კონცენტრირდეთ და დანარჩენი გვერდზე გადადოთ. შეძლებთ სამსახურში მთელი რიგი პატარა პრობლემების მოგვარებას, თუმცა მთავარ სირთულეს ჯერჯერობით გვერდს ვერ აუვლით.




სასწორი
მომავალი კვირა სასწორებისთვის იშვიათი სიმშვიდითა და ნაყოფიერებით იქნება გამორჩეული. პირად ცხოვრებაში სრულ წარმატებას მიაღწევთ ერთგული მეგობრის დახმარებით. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ჰარმონია აღდგეს. ამის შემდეგ სამსახურებრივ მოვალეობასაც მიხედავთ და საქმეებს თანდათან მოაგვარებთ. დაიწყებთ სერიოზულ პროექტზე მუშაობას და ხელმძღვანელობის შექებასაც დაიმსახურებთ. 


 



მორიელი
მომავალ კვირას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ ოჯახის წევრებს. სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წახვალთ, რათა საყვარელ ნათესავებთან ერთად გემრიელად ივახშმოთ. ამავდროულად შეამჩნევთ, რომ სამსახურში კრიზისი ღვივდება, თუმცა ამის გადატანას საკმაოდ მარტივად შეძლებთ, რადგან თქვენი ახლობლები გულითადი ყურადღებით გაგანებივრებენ. 


 


მშვილდოსანი
მომავალ კვირას გადაუდებელ საქმეებთან შეხება არ გექნებათ. რაღაც მომენტში მოგინდებათ თქვენი ყოველდღიურობის გამრავალფერობნება და გადაწყვეტთ არატრადიციული მეცნიერების, მისტიკის ან ოკულტიზმის შესწავლას. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ერთ ადამიანს დაუახლოვდებით. მართალია, ერთმანეთს გამორჩეულად მეგობრულად შეხედავთ, თუმცა გარშემომყოფებისთვის მაშინვე ნათელი გახდება, რომ თქვენი მეგობრობა პირველი ნაბიჯია მგზნებარე სიყვარულისკენ. 


 


თხის რქა
მომავალ კვირას საკუთარი თავისა და გარშემომყოფების გაგებას ვერ მოახერხებთ. სრულიად არაპროგნოზირებად მდგომარეობაში მყოფი კონფლიქტების პროვოცირებას არა მხოლოდ სამსახურში, სახლშიც მოახერხებთ. ნელ-ნელა შეძლებთ თქვენი სულიერი მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა ამ დროს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უკვე გაფუჭებული გექნებათ. ახლობლებთან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგიწებთ საკუთარი თავის კონტროლი უხეში სიტყვების წარმოთქმისა და ემოციათა კორიანტელის გამომჟღავნებისგან. 


 



მერწყული
მომავალ კვირას მერწყულებს ამაღლებული აქტიურობა ელით. წარმატებას სამსახურსა და პირად ასპარეზზე ერთაირად მიაღწევთ. საკუთარი თავის რწმენა და შესანიშნავი ემოციური განწყობა ყველგან და ყველაფერში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, თქვენმა მეორე ნახევარმა ეს ყველაფერი არასწორად აღიქვას და უსაფუძვლოდ იეჭვიანოს კიდეც.


 


თევზები
განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ჯანმრთელობას. ნებაყოფლობით ჩართავთ ყოველდღიურ რეჟიმში გამაჯანსაღებელ პროცედურებს, იზრუნებთ სწორ კვებაზე და სავარჯიშოდ მიაკითხავთ სპორტულ დარბაზებსაც. არ არის გამორიცხული, კარდიოტრენაჟორის შეძენა მოგინდეთ, ჩაიტაროთ მასაჟის კურსი ან რამდენიმე დღის სანატორიუმს ესტუმროთ. მთავარია, სანამ საკუთარი თავის მოვლით იქნებით დაკავებული, თქვენი სხვა საქმეების შესახებაც არ დაივიწყოთ.  

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.