როგორ ხარჯავენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები?

ჰოროსკოპი

26 მარტი 18:00, 2016 წელი

ვარსკვლავებს თითქმის ყველაფრის თქმა შეუძლიათ თქვენზე, იმისაც კი, მხარჯველი ხართ თუ არა.

ვერძი
რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს ვერძს, მით უფრო ნაკლები ფული აქვს. მას შეუძლია, ერთდროულად ათი საქმიანობა წამოიწყოს, თანაც წარმატებულად, თუმცა შემოსული თანხები მისთვის არასდროსაა საკმარისი. ვერძს უყვარს კარგი ცხოვრება, სტუმრების სათანადოდ გამასპინძლება, ხოლო, თუკი მისი მანქანა  ერთი წლისაა, უკვე დაძველდა და დროა, შეცვალოს. ვერძი ძალიან შრომისმოყვარეა და მას შეუძლია, შეუსვენებლად იმუშაოს, მაგრამ ისიც იცის, როგორ უნდა გაატაროს შვებულება. ვერძი, ძირითადად, ფულს რესტორნებში, ტაქსებში და ჩემოდნის დამტარებლებში ხარჯავს.



კურო
სახლისა და მანქანის შეძენა კუროებს არასდროს ენანებათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ძალიან დასჭირდათ - „ჯანდაბას, იყოს ფეხსაცმელიც“. თუკი სხვები რომელიმე აბსტრაქტულ ნახატში იხდიან დიდ თანხებს, რათა საწოლთან დაკიდონ და დატკბნენ, კუროები საწოლზე დალაგებული ფულით იღებენ სიამოვნებას. კურო ყოველთვის აკურატულად ალაგებს ფულს - გასწორებული კუპიურები და პორტრეტი პორტრეტზე - „აი, ეს არის სილამაზე!“



ტყუპები
„ფულისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო“ - ასეთია ტყუპების პრინციპი. შესაბამისად, ტყუპები, გაცილებით მხარჯველები არიან, ვიდრე ვერძები. მიუხედავად თავიანთი ხელგაშლილობისა, ტყუპებს ყოველთვის აქვთ ფული და ამის ორი მიზეზი არსებობს: 1. ცხოვრების თანამგზავრად ყოველთვის თავშეკავებულ ადამიანებს ირჩევენ და 2. მათ ნებისმიერი გზით შეუძლიათ ფულის მარტივად მოპოვება. დაწყებული საკუთარი ჰობით, დამთავრებული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით.




კირჩხიბი
ზოდიაქოს ეს ნიშანი საშინლად ძუნწია. მას ახსოვს ყველა ფინანსური კრახი და ისიც კი, რომ 20 წლის წინათ მისი 200 დოლარი გმართებდათ. თუმცა, ძუნწობის მიუხედავად, მას ხშირად უჩნდება სურვილი, შეიძინოს ლამაზი ტანისამოსი. ამ დროს მისი ჟინი ნაკლზე უფრო ძლიერია. ამ დროს, მას უწევს კომპრომისზე წასვლა: შეიძინოს ბრენდირებული მაისური და ამავდროულად, გადადოს ფული „შავი დღისთვის“.



ლომი
ლომი ფულის გარეშე ლომი არ არის. ამიტომ მისი ცხოვრების პირველ ნაწილს ის ფულის ავტომატურად და მინიმალური ძალისხმევით შოვნას უთმობს. შესაბამისად, მეორე ნაწილს, ლომი ფულის მაქსიმალურად, მაგრამ მიზნობრივად  ხარჯვაში ატარებს. ლომი ცდილობს, ხშირად გაახაროს ახლობლები ძვირიანი საჩუქრებით, მაგრამ ოჯახისთვის კარგი სამზარეულოს შეძენაც არ ავიწყდება.


ქალწული
იდეალური მეოჯახეა, რომელსაც ყველა ხარჯი გათვლილი და გათვალისწინებული აქვს. ქალწულებს არ იტაცებთ აზარტული თამაშები, არ აწყობენ ფინანსურ პირამიდებს, მაგრამ სამაგიეროდ, ხარჯავენ ფულს დასვენებასა და საჩუქრებში, ოღონდ ამ სიამოვნებისთვისაც ზუსტად აქვთ გათვლილი თანხები და არავითარ შემთხვევაში არ დახარჯავენ ერთი თეთრით მეტს ან ნაკლებს.



სასწორი
სასწორებს შეუძლიათ, მთელი თვის ბიუჯეტი მოდურ აქსესუარში დახარჯონ, ან, მაგალითად, რესტორანში ივახშმონ, ხოლო შემდეგი ორი კვირა ვერმიშელზე ან შემწვარ კვერცხზე გადაატარონ. სასწორებისთვის ბევრი ფული ფეშენებელურ სახლთან ასოცირდება, სადაც აუზთან მოკალათებულნი სიამოვნებით მიირთმევენ სხვადასხვა ხილსა თუ კოქტეილს და მინიმუმ, ორი მოსამსახურე ემსახურებათ.
 
მორიელი
მორიელისთვის ფული ყველაზე საყვარელი სათამაშოა. თანაც, ისეთი საყვარელი, რომ შეუძლია, ფული ინვესტიციაში ჩადოს, „გაამრავლოს“, დაკარგოს, გამოიმუშაოს და ისევ დააბანდოს. ფული მორიელისთვის დიდად ფასეული არ არის, მორიელს უფრო მეტად მისი შოვნის პროცესი იზიდავს. მაშინ, როცა სხვები 20 წელი აკეთებენ დანაზოგს და ფიქრობენ, გააკეთონ თუ არა მსხვილი შენაძენი ან ღირს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა, მორიელი დაუფიქრებლად ყიდულობს მას და თუკი მიხვდება, რომ ახლად შეძენილი ნივთი არ გამოადგა, მის საქციელს მაინც არ ინანებს.



მშვილდოსანი
მშვილდოსანს, როგორც წესი, ბევრი ფული არ აქვს, შესაბამისად, თანხის ხარჯვაც მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე უწევს. მაგრამ, როგორც კი ზედმეტი თანხა გაუჩნდება, მას აუცილებლად განათლებაში, მოგზაურობაში და სასიკეთო საქმეში დახარჯავს.



თხის რქა
თხის რქა ფულის ხარჯვით არასდროს გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით მის არაფხიზელ მდგომარეობას. თხის რქას გეგმიური ცხოვრება უყვარს და ფულის ხარჯვაც მისი ცხოვრების წესი არ არის, რადგან ფულს, თხის რქა ადვილად ვერ შოულობს. ამიტომ, ის ხშირად აკეთებს დანაზოგს. თუმცა, არაფხიზელ მდგომარეობაში აუცილებლად დახარჯავს მას ორმოცწლიანი ვისკის დაგემოვნებაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფულის ხარჯვას მხოლოდ მის სიმთვრალეს ვერ დავაბრალებთ, რადგან მსგავსი საქციელი მასში, შესაძლოა, ზაფხულის ეიფორიამ, მზემ და საყვარელი მეგობრების გარემოცვამ  გამოიწვიოს.



მერწყული
მერწყულს ყველაზე მეტად უყვარს ფულის ხარჯვა და ფინანსურ საკითხებში საკუთარ თავს ანგარიშს არასდროს აბარებს. „ფული კარგია და აუცილებლად უნდა გქონდეს, მაგრამ 9-დან 6 საათამდე ოფისში ჯდომა  მიუღებელია“, - ეს მერწყულის პრინციპია. მერწყულს, თავისი ნიჭის წყალობით, შეუძლია, მარტივად იშოვოს ფული, თუმცა არც ის მოერიდება, რომ თანხის არქონის შემთხვევაში მეგობარს სთხოვოს დახმარება სანატრელი ნივთის შესაძენად.  

თევზები
ზოდიაქოს ეს ნიშანი გეგმავს, მსოფლიოში არსებული თანხები საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხოს. ამიტომ ცდილობს, ჭკვიანურად დააბანდოს თანხა თვითგანვითარებაში და ბიზნესგეგმის რეალიზებაში, რომელიც თევზებს ოქროს მილიარდებს მოუტანს. ფულის არამიზნობრივად ხარჯვა თევზებისთვის უცხოა. მან ზუსტად იცის, როდის და რაში უნდა „ჩადოს“ თანხები, რათა სოლიდური მოგება მიიღოს.

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.