იცით, როგორ იქცევით სიმთვრალეში?!

ჰოროსკოპი

9 აპრილი 18:00, 2016 წელი

ასტროლოგებმა უკვე დიდი ხანია, დაადგინეს კავშირი ორგანიზმზე სპირტიანი სასმელების მოქმედებასა და ზოდიაქოს ნიშნებს შორის. თუკი ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ უხერხულობა სიმთვრალის დროს.

ვერძი
სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ მამაკაცი ვერძები - უხეშები, ხოლო ქალი ვერძები კეკლუცები ხდებიან. მთვრალი ვერძისგან ადვილად მიიღებთ იმას, რაც გსურთ. მთვრალი ვერძი შესაძლოა, აგრესიული გახდეს, მაგრამ მეორე დღეს აბსოლუტურად არაფერი ახსოვს. სიმთვრალეში ვერძი განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს თავისა და სახის ტრავმებს.
უპირატესი სასმელები: „სისხლიანი მერი“, ჯინი გრეიფრუტით და ლიქიორი დარიჩინით.



კურო

კუროს უყვარს აუჩქარებლად სმა კომფორტულ სიტუაციაში.  ოდნავ შეზარხოშებული კურო სასიამოვნო მოსაუბრეა, თუმცა, თუკი ეს მშვიდი არსება აღშფოთდა, საშინელი სანახავია. ამიტომ, კუროებო, ყოველთვის ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მთვრალ კუროებს ცეკვა და სიმღერა უყვართ.
უპირატესი სასმელები: არაყი, აბსენტი, კონიაკი, დესერტის ღვინო და სხვადასხვა ალკოჰოლური კოქტეილები.


ტყუპები
მთვრალ ტყუპს ხასიათი და  ქცევა არ ეცვლება, რადგან ის ისედაც ნერვიულია და ბევრი ლაპარაკი უყვარს. ტყუპები ხშირად აკვირვებენ გარშემომყოფებს ორიგინალური სადღეგრძელოებით. რა თქმა უნდა, ალკოჰოლი კიდევ უფრო აფართოებს ტყუპების ცნობიერებას. ქალი ტყუპები ალკოჰოლური ზემოქმედების დროს წარმატებულად ფლირტაობენ, თანაც რამდენიმე პარტნიორთან ერთდროულად.
საყვარელი სასმელები: ლუდი, თეთრი ღვინო, ლიმონის ლიქიორი და სამბუკა.



კირჩხიბი

კირჩხიბმა შესანიშნავად იცის, რომ ალკოჰოლი ძალიან ვნებს, მაგრამ ეს არგუმენტი მისთვის არაფრისმთქმელია, მაინც შეუჩერებლად ეტანება ალკოჰოლს, შემდეგ კი ნანობს. კირჩხიბი ფიქრობს, რომ სადილზე  2 ბოკალი ღვინო ან სამსახურის შემდეგ 5 ქილა ლუდი მას  სტრესული მდგომარეობიდან გამოიყვანს. ნასვამი კირჩხიბი ქალები ხშირად ტირიან და ისტერიკაშიც ვარდებიან. 
საყვარელი სასმელები: ბურბონი, ვერმუტი, რომი და შოკოლადის ლიქიორი.



ლომი
როგორც წესი, ლომმა იცის თავისი ნორმა, რადგან მას არ უყვარს თვითკონტროლის დაკარგვა. მაგრამ არყის მოყვარული ლომი არღვევს ყველა წესს. მას შეუძლია, ერთდროულად იყოს მხიარულიც და მოძალადეც, ხოლო ნაბახუსევზე ლომი მშვიდი და მორიდებულია.
საყვარელი სასმელები: ალუბლის ლიქიორი და ლეგენდარული კოქტეილი „კირ როიალი“.


ქალწული
ქალწულები იმისთვის არიან შექმნილები, რომ წვეულებებზე, სადაც მთვრალი საზოგადოება ტრიალებს, სიტუაციები მოაწესრიგონ. თვითონ ქალწული აკურატულად, გრძნობითა და შუალედებით მიირთმევს სასმელს, ხოლო ქალწულების უმეტესობას საერთოდ არ უყვარს ალკოჰოლი.
საყვარელი სასმელები: ღვინო და ლიქიორი.




სასწორი

მომხიბლავი სასწორები, როგორც ცნობილია, ესთეტები არიან და სასმელსაც ელეგანტურად მიირთმევენ. მათ ახალი სასმელის დეგუსტაცია ძალიან ხიბლავთ, მაგრამ არ ჰყოფნით თავშეკავება და დიდი შანსია, არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალი სასწორებისთვის „ბანკეტის გაგრძელება“ ხშირად ვნებიან ღამეს ნიშნავს.
საყვარელი სასმელები: ახალი ღვინო, მარტინი და შამპანური.


მორიელი
არასდროს უთხრათ მორიელებს, რომ მეტი აღარ დალიონ და საკმარისია. სიმთვრალეში მორიელი სხვადასხვაგვარად იქცევა: ან დეპრესიულია და  საკუთარი თავისა თუ სხვის სიძულვილს გამოხატავს, ან თავბრუდამხვევი და ეროტიკული ფლირტით გამორჩეული. გარდა ამისა, მას აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს, რაც სიმთვრალეში თავს გადახდება.
საყვარელი სასმელები: ბეილისი, წითელი ღვინო და საკე.



მშვილდოსანი
მშვილდოსანი სიმთვრალეში შესაძლოა, უტაქტო გეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მისი ბუნებრივი გამოხატულებაა და არანაირი კავშირი არ აქვს ბოროტებასთან. მშვილდოსანი წვეულებაზე შეკრებილი საზოგადოების გული და საინტერესო მოსაუბრეა. ის მუდმივად მზად არის, წამოგყვეთ თუნდაც სრულიად უცხო წვეულებაზე.
საყვარელი სასმელები: კოქტეილი „ლონგ-აილენდი“ და მარტინი.




თხის რქა
მთვრალი თხის რქა თავს ნამდვილ როკ-ვარსკვლავად მიიჩნევს - ის არის დამოუკიდებელი და ძალიან ქარიზმატული. თხის რქა ხშირად დეპრესიულია, ამიტომ მუდმივად რაღაცას ეძებს ალკოჰოლში - ხან შთაგონებას, ხანაც დავიწყებულ ისტორიებს. თხის რქას ამ კუთხით დადებითი თვისება აქვს - მას დიდხანს შეუძლია, იყოს ფხიზელი და კარგა ხნით უარი თქვას ალკოჰოლის მიღებაზე.
საყვარელი სასმელები: მარტინი, ჯინ-ტონიკი და წითელი ღვინო.



მერწყული

მერწყული სიამოვნებით თანხმდება სხვადასხვა „ალკოჰოლურ წვეულებებში“ მონაწილეობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ბევრს დალევს და დათვრება. მსგავს წვეულებებზე ის ძალიან დაძაბულია. ამიტომ, მერწყულისგან ხშირად გაიგონებთ: „არ ვსვამ“. მისი ნერვული სისტემა სასტიკად ვერ ეგუება სპირტიან სასმელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერწყული არაფხიზელ მდგომარეობაშიც მშვენივრად გამოიყურება.
საყვარელი სასმელები: მერწყული ძალიან ცნობისმოყვარეა, ამიტომ შეუძლია, შეუკვეთოს ისეთი კოქტეილები, რომელთა დასახელება არასდროს სმენია.



თევზები

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი თევზებს ხშირად უკუჩვენებას აძლევს და მეორე დღეს ნაბახუსევი სტანჯავს, ის მაინც არასდროს უშვებს ხელიდან დათრობის  შანსს. მთვრალი თევზი ზედმეტად რბილი და დამყოლია.  სიმთვრალეში ხშირად ტირის და ემოციებს ბოლომდე გამოხატავს. ქალ თევზებს ვარსკვლავები ურჩევენ, ნუ გამოცდიან ბედს და მიირთვან მსუბუქი კოქტეილები ან ნატურალური წვენები.
საყვარელი სასმელები: მოჰიტო, გლინტვეინი და მშრალი თეთრი ღვინო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?