4 ნაცადი ხერხი ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობისთვის

ჰოროსკოპი

5 აპრილი 12:00, 2016 წელი

ზოგჯერ ადამიანი გვიყვარს, მაგრამ მასთან ერთად ყოფნა ტკივილს გვაყენებს. მუდმივი კონფლიქტი გვღლის და დაშორება საუკეთესო გამოსავლად გვეჩვენება. თუ გსურთ, თქვენს რომანს კიდევ ერთი შანსი მისცეთ ან ახალი ურთიერთობა წარმატებით წამოიწყოთ, ზოდიაქოს მიხედვით 4 ნაცადი ხერხი გამოგადგებათ.

თუ თქვენი საყვარელი კაცი ვერძია...



  1. ბუნებით ლიდერ ვერძს ბევრი უცნაურობა ახასიათებს, რასაც საგულდაგულოდ მალავს. ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში მხოლოდ მაშინ გადავა, როცა ვერძი ახლოს მიგიშვებთ. ფრთხილად აალაპარაკეთ თავის გრძნობებსა და ემოციებზე. ნუ იქნებით სულსწრაფი, მოუთმენლობამ შეიძლება ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი სამუდამოდ დაგაკარგვინოთ.

  2. ვერძი მოულოდნელობებითაა სავსე, ამიტომ სტაბილური ქალი არ შეეფერება. აიძულეთ, რომ თქვენზე იფიქროს, მაგრამ ვერ მიხვდეს, რომ თამაშს თქვენ წარმართავთ. ამ კაცისთვის ქალის ყოველი მომდევნო ნაბიჯი ამოუცნობი უნდა იყოს.

  3. დაინტერესდით მისი ჰობით. მაგალითად, გამოჰკითხეთ საყვარელი ფეხბურთის გუნდის  ან ფეხბურთელის ისტორია, უყურეთ მასთან ერთად ჩემპიონატს ან დაესწარით მატჩს. ეს ინიციატივა ვერძთან დაგაახლოებთ და ხშირად შეხვედრის მიზეზსაც მოგცემთ.

  4. მართალია, ვერძს არ ეტყობა, მაგრამ გულის სიღრმეში რომანტიკოსია! თუ ის ყვავილებს გაჩუქებთ ან სანთლის შუქზე ვახშამს მოგიმზადებთ, აღფრთოვანება გამოხატეთ. შეგიძლიათ, თავადაც შეუქმნათ რომანტიკული სიტუაცია. მაგალითად, აიყვანოთ მაღალი შენობის სახურავზე (თუ სიმაღლის შიში არ აქვს), მასთან ერთად დააკვირდეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და წითელი ღვინო დააგემოვნოთ.



თუ თქვენი საყვარელი კაცი კუროა...



  1. ურთიერთობის პირველ ეტაპზეც კი შენიშნავთ, რომ კურო ინიციატივას თამამად იღებს საკუთარ თავზე და თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინებთ. მანქანიდან გადმოსვლამდე ის კარს გიღებთ, რესტორანში თქვენ მაგივრად უკვეთს კერძსა და ღვინოს, პაემანზე წასვლამდე გჩუქნით ახალ კაბასა და ფეხსაცმელს. შეიძლება დაეჭვდეთ, რომ ეს კაცი თქვენს მართვას ცდილობს და ქორწინებაში ტირანად გადაიქცევა, სინამდვილეში კი  ის, უბრალოდ, სიყვარულს გამოხატავს.

  2. მართალია, კურო სამსახურში მაქსიმალურად მობილიზებულია და სანიმუშო თანამშრომლად ითვლება, მაგრამ სახლში ზარმაცობს. ნუ გააკრიტიკებთ იმისთვის, რომ ონკანის შეკეთება ან ნათურის გამოცვლა ეზარება. გაიხსენეთ, რომ კვირაში 5 დღე თქვენი მომავლისთვის ირჯება.

  3. კუროს არასდროს არაფერი აიძულოთ. როგორც კი მას ბრძანებითი კილოთი მიმართავთ ან თანხმობისთვის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებთ, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს და გაუცხოვდება. იყავით ყოველთვის მოსიყვარულე და ტაქტიკური.

  4. ამ ნიშნისთვის ფიზიკური სილამაზე სულიერებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეთ! არ დაგეზაროთ ფრჩხილებისა და მაკიაჟის გაკეთება, კანის მოვლა და თმის დავარცხნა. ეცადეთ, პერიოდულად გარდერობი განაახლოთ.



თუ თქვენი კაცი ტყუპებია...



  1. თქვენ, ალბათ, გსმენიათ, რომ ტყუპები რთული ნიშანია. მასში ხომ ორი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. ერთ ნაწილს შეიძლება თავდავიწყებით უყვარდეთ, მეორე კი ახალი თავგადასავლებისკენ მიისწრაფოდეს. მზად იყავით ყოველდღიური ცვლილებებისთვის.

  2. თუ ამ კაცს თქვენს გრძნობებში ეჭვი შეეპარება, თავს დიდხანს არ დაიტანჯავს და მიგატოვებთ. მისწერეთ მესიჯები, დაურეკეთ და შეხვედრა სთხოვეთ. ტყუპებს ქალისგან ყურადღება ძალიან სიამოვნებთ.

  3. ტყუპები ხშირ შემთხვევაში ინტელექტუალები არიან. აუცილებლად იზრუნეთ გონებრივ განვითარებაზე. ტყუპს სურს, რომ მისი საყვარელი ქალი საინტერესო მოსაუბრე იყოს. თუ ის ჩათვლის, რომ თქვენი შესაძლებლობები ამოიწურა, ახალ გასართობს იპოვის. გაითვალისწინეთ, რთულია ღალატის შიშით ცხოვრება.

  4. არ გაამუქოთ მისი შეცდომები. ჩხუბსა და ისტერიკას აზრი არ აქვს. დაივიწყეთ ფრაზა: „ნამდვილ სიყვარულს კაცის გამოსწორება შეუძლია“. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული თქვენი თხოვნით მავნე ჩვევებს  თავს არ დაანებებს.



თუ თქვენი საყვარელი კაცი კირჩხიბია...



  1. კირჩხიბი კაცისთვის ოჯახი სამყაროს ცენტრია. ცოლსა და შვილებს ის მზრუნველობას არასდროს მოაკლებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები საუკეთესო ქმრები და მამები არიან. თუმცა მათი ზედმეტი სიყვარული ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება. საქმე ისაა, რომ კირჩხიბი მამა ხანდახან დედის როლის მორგებასაც ცდილობს. ქალი თავს უფუნქციოდ გრძნობს, ღიზიანდება, რომ ქმარი შვილის აღზრდას არ აცდის და მითითებებს აძლევს.

  2. კირჩხიბი ძალიან ემოციურია. შეიძლება ხშირად დაინახოთ ბედნიერებისგან ან უბედურებისგან ატირებული, მაგრამ ამას სისუსტეში ნუ ჩაუთვლით. კამათის დროს განრისხებულ კირჩხიბს შეუძლია, ძალიან სასტიკი იყოს და ყველაზე ღრმა ჭრილობებზე ფეხი დაგადგათ, ამიტომ მასთან უსიამოვნებებს ერიდეთ. მართალია, კირჩხიბი საყვარელ ქალზე შურს არასდროს იძიებს, მაგრამ მის შეცდომას სამუდამოდ დაიმახსოვრებს და  პერიოდულად შეახსენებს.

  3. თუ ბავშვობაში ამ კაცს დედა მკაცრად ზრდიდა, ის კონსერვატული და შებოჭილი იქნება. ამ შემთხვევაში მთელ ცხოვრებას დედამთილის მიერ შედგენილი წესების შესრულებაში გაატარებთ. დაივიწყეთ ყოველგვარი რომანტიკა და სიგიჟე.

  4. კირჩხიბს ურჩევნია, თვალი დახუჭოს იმაზე, რომ რამდენიმე კილოგრამი მოიმატეთ, ვიდრე გამოგიტყდეთ იმაში, რომ თქვენი საყვარელი კაბა აღარ გიხდებათ. ის ეცდება, გული არ გატკინოთ, ამიტომ ხანდახან მრჩევლად არ გამოდგება.



თუ თქვენი საყვარელი კაცი ლომია...



  1. ლომს პირველობა უყვარს, თუმცა მისი ამბიცია უმეტესწილად ჯანსაღია. ის გამარჯვებას არასდროს ეცდება, თუ დილეტანტია, სამაგიეროდ სამსახურში ყოველთვის საკუთარი უნარ-ჩვევების დემონსტრაციას ცდილობს. რაც შეეხება სიყვარულს, ქალმა თავი მსოფლიოში საუკეთესო კაცად უნდა აგრძნობინოს. ამას გარდა, მისი ლედი საზოგადოებაში აღიარებული და პატივსაცემი პიროვნება უნდა იყოს!

  2. ლომს ძალიან ჭკვიანი ქალები აფრთხობს. თქვენს უპირატესობას ნუ აგრძნობინებთ, თორემ სამუდამოდ წავა. არ დაგავიწყდეთ, ამ ნიშნის მამაკაცებს დიდი ხნით ინტელექტუალური საუბარი ღლით.

  3. ლომი ახლობლებზე ყოველთვის ზრუნავს, ამიტომ სიყვარულის დეფიციტს არასდროს უჩივის. ეცადეთ, თავი მოაწონოთ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ერიდეთ მათთან კონფლიქტს. ამ ნიშნის კაცს საკუთარი პოზიცია ყოველთვის აქვს, მაგრამ ძვირფასი ადამიანების აზრსაც დიდ ყურადღებას აქცევს.

  4. თუ ლომს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება, უთხარით, რომ გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს და სიყვარულით შეახსენეთ, რომ ყველაზე ძლიერი კაცია, ვინც კი შეგხვედრიათ.



თუ თქვენი საყვარელი კაცი ქალწულია...



  1. თუ რამეს მალავთ, ქალწულს სასწრაფოდ გაუმხილეთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ყველაზე მეტად სიცრუე და საიდუმლოები აღიზიანებთ. ამბობენ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ამიტომ თუ ამ კაცის შენარჩუნება გსურთ, ნურასდროს გარისკავთ.

  2. ნუ ეცდებით მის პროვოცირებას. ქალწულებს უცნაურობები სჩვევიათ. შეიძლება, ერთ დღეს გამოგიცხადოთ, არ მომწონს, რომ მეზობლებს ესალმებიო. ნუ გაუპროტესტებთ. დასთანხმდით და მხოლოდ ამის შემდეგ მოსთხოვეთ ახსნა-განმარტება. ვერ ვიტყვით, რომ ქალწული გადაწყვეტილების მიღებისას შეუვალია. ის თქვენს აზრს აუცილებლად მოისმენს, მაგრამ, თუ არგუმენტები არადამაჯერებლად მოეჩვენება, პოზიციას არ დათმობს.

  3. ამ ნიშის ქვეშ დაბადებულ კაცებს ქალებთან მეგობრობა სიამოვნებთ, ამიტომ საყვარლის/ცოლის გარდა, მისი საუკეთესო მეგობრის როლიც უნდა შეითავსოთ. ამ შემთხვევაში ქალწული გაცილებით მოსიყვარულე და ყურადღებიანი იქნება.

  4. ეს კაცი არასდროს გიღალატებთ. თქვენ არ მოგიწევთ მისი პირადი მიმოწერების გადამოწმება ან  მობილურზე საუბრისას მიყურადება. სწორედ ამიტომ ქალწული თქვენგანაც ერთგულებას მოითხოვს. თუ დააღალატებთ, მოუშუშებელ იარას მიაყენებთ და სამყაროსადმი ნდობას დააკარგვინებთ. არასდროს მისცეთ  დაეჭვების უფლება. სხვა მამაკაცებთან ფლირტიც კი დაივიწყეთ!



თუ თქვენი საყვარელი კაცი სასწორია...



  1. დილის ექვს საათზე გაგეღვიძათ ან მთელი ღამე ვერ დაიძინეთ და ვინმესთან საუბარი გსურთ? შეგიძლიათ, სასწორს თამამად გადაურეკოთ. ის ყოველთვის სიამოვნებით დაგელაპარაკებათ. ხანდახან სასწორის მონოლოგები დამღლელი და მოსაწყენია, მაგრამ, თუ ის თქვენს უყურადღებობას შენიშნავს, განაწყენდება. დიალოგისას მოეშვით და თავი ბუნებრივად დაიჭირეთ. ამ კაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასთან თავს კომფორტულად გრძნობდეთ. 

  2. სასწორი მშვენიერებას ეტრფის. მასში ხელოვნება აღტაცებას იწვევს. ამიტომ, თუ ხატავთ ან წერთ, ნუ დაუმალავთ. შეგიძლიათ, თქვენი ჩანაწერები წააკითხოთ, ან ნახატები დაათვალიერებინოთ. წაყევით გამოფენებსა და სპექტაკლებზე.

  3. ამ ნიშნის კაცს კომპლიმენტების მოსმენა უყვარს, ამიტომ ქათინაურებს ნუ დაიშურებთ. მის ძლიერ მხარეზე დამაჯერებელი ტონით ისაუბრეთ.

  4. შეიძლება ითქვას, რომ სასწორი ვულკანს ჰგავს. არასდროს იცი, როდის ამოიფრქვევა. წვრილმანებზე ნუ წაიკინკლავებთ, რადგან უმნიშვნელო კამათიც კი შეიძლება სერიოზულ ჩხუბში გადაგეზარდოთ.



თუ თქვენი საყვარელი კაცი მორიელია...



  1. მორიელი კაცის გულში შეღწევა მხოლოდ რჩეულ ქალს შეუძლია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა შეიძლება ახლოს დიდხანს არ მიგიშვათ. თუ გსურთ, რომ მის სულში ჩაიხედოთ, მზად იყავით ბარიერების გადასალახად.

  2. მორიელებს მძაფრი ემოციები და სიახლეები იზიდავთ. ახალგაზრდობაში თავქარიანები არიან და არც ხორციელ სიამოვნებებზე ამბობენ უარს, მაგრამ თუ დაელოდებით, აუცილებლად დაღვინდებიან. ერთ დღეს ამ ნიშნის კაცები ხვდებიან, რომ ერთადერთი ქალი სჭირდებათ.

  3. მორიელს სიზარმაცე სძულს. მისი რჩეული შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი ქალი უნდა იყოს. დაფიქრდით, აკმაყოფილებთ მორიელის ძირითად მოთხოვნებს? თუ პასუხი დადებითია, მისი მარწუხებიდან თავს ვეღარასდროს დააღწევთ.

  4. მორიელი ბუნებით ძალიან ეჭვიანია. მას გამიზნულად ნურასდროს აეჭვიანებთ, თორემ რომანი შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს.



თუ თქვენი საყვარელი კაცი მშვილდოსანია...



  1. თუ გსურთ, მშვილდოსნის გვერდით მთელი ცხოვრება გაატაროთ, აუცილებლად მიეცით პირადი სივრცე. ნუ მიეძალებით. თქვენს პოზიციას თავზე ნუ მოახვევთ. თუ ამ ნიშნის კაცს თქვენი დახმარება დასჭირდება, თავად მოგაკითხავთ.

  2. მშვილდოსანი საყვარელ ქალში საკუთარ თავს ეძებს, როგორც კი მსგავსებას აღმოაჩენს, აღფრთოვანებული გეტყვით: „როგორ ვგავართ ერთმანეთს!“ ან „ქალი რომ ვყოფილიყავი, ზუსტად შენნაირი ვიქნებოდი!“

  3. ამ ნიშნის კაცი სულიერი სიძლიერით გამოირჩევა და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი გამოსავალს პოულობს. საყვარელი ქალი მის შესაძლებლობებში არასდროს არ უნდა დაეჭვდეს.

  4. მშვილდოსნები პირდაპირები არიან. თუ ის ნაკლზე არ მიგითითებთ, ე.ი. თქვენში მინუსები ჯერ არ აღმოუჩენია. მომავალში ამ კაცის პირდაპირობამ შეიძლება დაგთრგუნოთ.



თუ თქვენი საყვარელი კაცი თხის რქაა...



  1. თუ თხის რქა ჯანსაღ გარემოშია გაზრდილი, მშვიდი ცხოვრების საშუალებას მოგცემთ და კარგი მეუღლე იქნება. სხვა შემთხვევაში ის შეიძლება ტირანად გადაიქცეს და ცოლ-შვილს უსულო საგანივით მოექცეს. ამ დროს მასში ყოველგვარი წინააღმდეგობა და განსხვავებული აზრი აგრესიას იწვევს.

  2. თხის რქისთვის ფული და სტაბილურობა ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამიტომ დაქორწინებისას გონებით მოქმედებს. ის წარმატებულ ქალს ეძებს. თუ არ მუშაობთ,  სამსახურის ძებნა დაიწყეთ.

  3. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ზედმეტად რეალისტები და პრაქტიკულები არიან, ამიტომ ნუ მოსთხოვთ რომანტიკულ ვახშამს, ყვავილების თაიგულებსა და სიურპრიზებს. იმისი იმედიც ნუ გექნებათ, რომ თქვენთან ერთად გართობაში დახარჯავს ფულს.

  4. თხის რქები ინტროვერტები არიან, რასაც ქალები მტკივნეულად აღიქვამენ. თითქმის ყველას სურს, რომ პარტნიორი საკუთარ გრძნობებზე ესაუბრებოდეს. საქმე ისაა, რომ ეს კაცი მხდალია. მას ეშინია რომ, თუ ძალიან დაგიახლოვებთ, გულს ატკენთ და მიატოვებთ. იაქტიურეთ, მისი ნდობა დაიმსახურეთ და დაარწმუნეთ, რომ გულწრფელად გიყვართ.



თუ თქვენი საყვარელი კაცი მერწყულია...



  1. მერწყული იმ წუთამდე იქნება თქვენთან, სანამ თქვენს ყველა საიდუმლოს არ გაიგებს და წიგნის ბოლო ფურცელივით არ წაგიკითხავთ. თქვენი სულის ამოცნობის შემდეგ ის თქვენ მიმართ ინტერესს დაკარგავს. თავი იდუმალ ქალად მოაჩვენეთ, არ უპასუხოთ ხოლმე მის ზარებს და შეკითხვებს: „სად ხარ?“ „ვისთან ერთად ხარ?“ „შინ დაბრუნებას როდის აპირებ?“

  2. მერწყულებს მოსწონთ როცა ბევრს საუბრობენ, სხვები კი უსმენენ. დაუსვით რამდენიმე შეკითხვა წარსულზე და ყური დაუგდეთ. ამ ხრიკით ორ კურდღელს დაიჭერთ, მის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებთ და მერწყულს დაანახვებთ, რომ შესანიშნავი მსმენელი ხართ.

  3. მერწყულს მთელი არსებით სურს, რომ ყველა ქალი გააბედნიეროს. თუ ის შუა ღამით ტკბილეულით სავსე კალათას კართან დაგიტოვებთ, ამის შესახებ აუცილებლად უამბეთ თქვენს საერთო მეგობრებს. დააფასეთ მერწყულის მონდომება. თუ ეს კაცი ჩათვლის, რომ უმადური ხართ, თქვენზე ზრუნვას შეწყვეტს.

  4. შეეგუეთ, რომ მისი მეგობრები ხშირად თქვენ შორის ჩადგებიან. შეიძლება ბევრი მათგანი არ მოგწონდეთ, მაგრამ ნუ ეცდებით მერწყულს ჩამოაშოროთ. აზრი არ აქვს. კაცი მაინც განაგრძობს მათთან ფარულად ურთიერთობას.



თუ თქვენი საყვარელი კაცი თევზებია...



  1. თქვენ ვერ იპოვით თევზს, რომელსაც მთების გადადგმა შეუძლია, მაგრამ სამაგიეროდ მას ულამაზესი შინაგანი სამყარო აქვს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ზედმეტად მგრძნობიარენი არიან, ამიტომ უსამართლოდ არასდროს გააკრიტიკოთ და არც დამსახურებული საყვედურებით აავსოთ. ეს მომავალში უარყოფითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე.

  2. თევზები ეძებენ ქალს, რომელიც მათ შეხედულებებსა და ინტერესებს გაიზიარებს. თუ თქვენი კაცი მიიჩნევს, რომ სათანადოდ ახლოს არ ხართ, შეიძლება სხვისკენ გაუწიოს გულმა. თევზები მხოლოდ იმ შემთხვევაში გიღალატებთ, თუ მის სულიერ მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებთ.

  3. თევზი ხშირად მოგატყუებთ. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, დაშორდეთ მას ან მიუნჰაუზენის სინდრომის დაძლევაში დაეხმაროთ. ტყუილში როცა გამოიჭერთ, ეცადეთ, არ ეჩხუბოთ. გაუფრთხილდით საკუთარ ნერვებს, რადგან თევზს სკანდალებით ვერაფერს გააგებინებთ.

  4. ამ კაცს შეუძლია, თქვენი ცხოვრება რომანტიკულ ფილმს დაამსგავსოს. მისი ამაღელვებელი ჟესტები თავბრუს დაგახვევთ, მაგრამ თუ მან თქვენს მეგობარზე ან თაყვანისმცემელზე იეჭვიანა, ურთიერთობა რადიკალურად შეიცვლება.

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.