რომელი ფილმები შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?!

ჰოროსკოპი

19 აპრილი 12:00, 2016 წელი

ასტროლოგები გთავაზობენ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელიც ზოდიაქოს ნიშით შეგეფერებათ.

ვერძი
უშიშარ ვერძს მძაფრი შეგრძნებები იზიდავს, ამიტომ  მისი საყვარელი ჟანრი „ბოევიკია“. მასში ინტერესს იწვევს დაძაბული მომენტებითა და ბრძოლით სავსე ფილმები. ჩაკ ნორისი ამ ნიშნის ქალებისთვის იდეალური მამაკაცია, კაცებისთვის კი - მისაბაძი მაგალითი. ვერძების რჩეული რეჟისორები სტივენ სიგალი და მაიკლ დუდიკოფი არიან.


ვერძებისთვის რეკომენდებული ფილმებია:
The Thin Red Line - წვრილი, წითელი ხაზი
The Fast and the Furious - ფორსაჟი
When Harry met Sally - როცა ჰარი შეხვდა სალის
Wild orchid - ველური ორქიდეა
The Grey - რუხი ფერი
Rembo - რემბო
Commando - კომანდო


კურო
კუროები ხშირად ფილმებს ოჯახის წევრებთან ერთად უყურებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის საინტერესოა, რეალურ ფაქტებზე აგებული სიუჟეტები. მათ არ უყვართ საშინელებათა ჟანრის ან ძალადობის ამსახველი ფილმები. თუ კურო ტელევიზორში შემთხვევით ხარისხიან კომედიას ან ხელოვნებასთან დაკავშირებულ მელოდრამას წააწყდება, აუცილებლად ბოლომდე უყურებს.      აღსანიშნავია, რომ კუროს ფული უყვარს და ბიწიერი სურვილებიც ხშირად ამოძრავებს. მისი ხასიათის თავისებურებები, რა თქმა უნდა, კინოგემოვნებაშიც იჩენს თავს.


კუროებისთვის რეკომენდებული ფილმები:
Basic instinct - ძირითადი ინსტინქტი
Good  Girl - კარგი გოგონა
Legends of the fall - შემოდგომის ლეგენდები
Message in a Bottle - გზავნილი ბოთლში
Julie & Julia - ჯული და ჯულია
The best years of your lives - ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები


ტყუპები 
ტყუპები ინტელექტით გამოირჩევიან, ამიტომ  მათ ვერ დააინტერესებთ პრიმიტიული და ბანალური სიუჟეტებით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს როგორც ცხოვრებაში, ასევე ფილმებში დინამიკურობა მოსწონთ. თუ მოვლენები სწრაფად და საინტერესოდ არ ვითარდება, ტყუპს შეუძლია, კინოდარბაზი დატოვოს და ბილეთში გადახდილი ფულის შესახებ საერთოდ არ იდარდოს. ეს ადამიანები ხშირად ფართო აუდიტორიისთვის გაუგებარ ფილმებს უყურებენ. მათთვის საინტერესოა ბიოგრაფიული ჟანრიც. მაგალითად: The social network (სოციალური ქსელი), The Wolf of Wall Street (უოლ სტრიტის მგელი), 127 hours (127 საათი) და ა.შ.; თუ ტყუპებში „მეორე მხარე“ გაიღვიძებს, შეუძლია, მსუბუქი ფილმითაც დატკბეს.


ტყუპებისთვის რეკომენდებული ფილმები:
Pulp Fiction - მაკულატურა
Coffee and Cigarettes - ყავა და სიგარეტი
Identity - იდენტიფიკაცია
Eternal sunshine of the spotless mind - ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება
Being John Malkovich - იყო ჯონ მალკოვიჩი
Annie Hall - ენი ჰოლი
A beautiful mind - ბრწყინვალე გონება
Interview with vampire - ინტერვიუ ვამპირთან


კირჩხიბი
გასაკვირი არ არის, რომ რომანტიკულ და მგრძნობიარე კირჩხიბებს სასიყვარულო ფილმების ყურება სიამოვნებთ. მათ განსაკუთრებით მოსწონთ მელოდრამები, რომლებშიც წყვილი თავიდან შორდება, შემდეგ კი რიგდება და ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს. კირჩხიბს სიყვარულის მარადიულობის სჯერა და ამ იდეას ყველა ფილმში ეძებს. მისი რჩეული ფილმებია: „უბის წიგნაკი“, „იჩქარე, შეიყვარო“, „დიდი გეტსბი“, „ფიცი“, „დროის შესახებ“, „დროში მოგზაურის ცოლი“  და „კასაბლანკა“.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ფილმის ყურებისას დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს, მაგალითად: სამოსს, სახლს, მანქანას და სხვა რეკვიზიტებს. ქალები საოჯახო სერიალებზეც აფრქვევენ ცრემლებს.


რეკომენდებული ფილმები:
Romeo & Juliet - რომეო & ჯულიეტა
Kramer Vs Kramer - კრამერი კრამერის წინააღმდეგ
Gone with the wind - ქარწაღებულნი
Rain man - წვიმის კაცი
The sixth sense - მეექვსე გრძნობა
The English patient - ინგლისელი პაციენტი
True lies - მართალი ტყუილები



ლომი
ლომი ხშირად უყურებს ფილმებს მეფეებზე და საზოგადოების მაღალი ფენის ცხოვრებას აკვირდება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები დარწმუნებულები არიან, რომ ფუფუნებას იმსახურებენ და ერთ დღეს მდიდრების გვერდით ძვირად ღირებულ ვისკის დააგემოვნებენ. მათ, ასევე, მოსწონთ პერსონაჟები, რომლებიც ცხოვრებისეულ სირთულეებს თავს არ უხრიან.


ლომისთვის რეკომენდებული ფილმები:
King and I - მეფე და მე
Lion king - მეფე ლომი (მულტფილმი)
Coming to America - ამერიკაში ჩამოსვლა
Gladiator - გლადიატორი
Some like it hot - ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან



ქალწული
ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, რა მესიჯებს უგზავნის რეჟისორი მაყურებელს ფილმის საშუალებით. ის კრიტიკულად უდგება სცენარს, უღრმავდება დიალოგებს: რამდენად ლაკონიური და მრავლისმთქმელია? შეესაბამება თუ არა პერსონაჟთა ფსიქოპორტრეტს? გათვალისწინებულია თუ არა ეპოქა და ა.შ.        დეტექტივის ყურებისას ეს ადამიანი მეგობრებში პირველი ხვდება, ვინ არის მკვლელი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს მოსწონს ფილმები, რომლებიც დიდხანს ფიქრს აიძულებს. უყურებს დოკუმენტურ გადაცემებსაც.


ქალწულისთვის რეკომენდებული ფილმები:
Analyze this - გააანალიზე ეს
Cube - კუბი
Marley & me - მარლი და მე
Hachi: A dog’s tale - ჰაჩი: ძაღლის ისტორია
Free Willy - თავისუფალი ვილი
Adaptation - ადაპტაცია


 


სასწორი
სასწორები ყველაზე ხშირად რომანტიკულ კომედიებს უყურებენ. სიუჟეტი უნდა მოგვითხრობდეს წყვილის შესახებ, რომელიც პრობლემების ქარ-ცეცხლში გაივლის, მაგრამ მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის, ასევე, საინტერესოა ფილმები სასამართლოების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანს გაამართლებენ.


სასწორისთვის რეკომენდებული ფილმები:
Pretty woman - ლამაზმანი
Best friend’s  wedding - საუკეთესო მეგობრის ქორწილი
Erin Brochkovich - ერინ ბროკოვიჩი
Dirty dancing - ბინძური ცეკვები
Step up - ნაბიჯი წინ



მორიელი
თუ გსურთ, მორიელთან ერთად ფილმს უყუროთ, საშინელებათა ჟანრი აირჩიეთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მძაფრსიუჟეტიან და კომედიურ ფილმებსაც უყურებენ. სიუჟეტმა და პერსონაჟებმა მორიელი უნდა დააფიქროს, ცხოვრება ახალი კუთხით დაანახოს და საკუთარი ფასეულობები სასწორზე დაადებინოს.


მორიელისთვის რეკომენდებული ფილმები:
The Godfather - ნათლია
Nine ½ weeks - ცხრა-ნახევარი კვირა
Night of the walking dead - ცოცხალი მკვდრების ღამე
Scream – ყვირილი
Seven - შვიდი
Unfaithful - მოღალატე


მშვილდოსანი 
ბავშვობაში მშვილდოსანი მეგობრებს არწმუნებს, რომ ტყეში განძია დამალული და „ექსპედიციებს“ აწყობს. გასაკვირი არც არის, რომ მას სათავგადასავლო ფილმები უყვარს. ამ ადამიანისთვის ფილმი დადებით ემოციებთან ასოცირდება, ამიტომ ფინალმა პოზიტივით უნდა აავსოს. მშვილდოსანი რომანტიკულია - ხან გულის სიღრმეში, ხანაც აშკარად, ამიტომ სასიყვარულო ფილმზე უარს არასდროს იტყვის. ხშირად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა საყვარელი ფილმებია: „წერილები ჯულიეტას“, „ძვირფასო ჯონ“, „მაპატიე, მე შენ მიყვარხარ“ და „ციდან სამ მეტრზე“.


მშვილდოსნებისთვის რეკომენდებული ფილმები:
Catch me if you can - დამიჭირე თუ შეგიძლია
Arisona Dream - არიზონული ოცნება
Runaway Bride - გაქცეული პატარძალი
Love me if you dare - შემიყვარე, თუ გაბედავ
Lost in translation - თარგმნაში დაკარგული
In the heart of the sea - ზღვის გულში
Treasure planet - განძის პლანეტა (მულტფილმი)
Bridge to Terabithia - ხიდი ტერაფიტიაში



თხის რქა
თხის რქებს  რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორიები აინტერესებთ, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. მათთვის ფული უმნიშვნელოვანესია, ამიტომ გამდიდრების ხერხებს დასვენების დროსაც კი ეძებენ. თხის რქებს კომედიები და ტრილერებიც უყვართ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოსწონთ პერსონაჟები, რომლებიც თავიანთ გრძნობებს საგულდაგულოდ მალავენ. აშკარაა, რომ მათში საკუთარ თავს ხედავენ. 


თხის რქებისთვის რეკომენდებული ფილმები:
Grown ups - თანაკლასელები
The Hangover - ნაბახუსევი (წვეულება ლას-ვეგასში)
Dreamcatcher - ოცნების მჭერი
Meet the parents - გაიცანი მშობლები
Date night - ღამის პაემანი
Four rooms - ოთხი ოთახი
Manhattan - მანჰეტენი



მერწყული
მერწყულები ფილმის სანახავად კინოთეატრში იშვიათად მიდიან. შინ სავარძელში მოკალათდებიან, გვერდით პოპკორნს დაიდგამენ და კომპიუტერში საათობით უყურებენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჟანრის ფილმებს. თუ რომანტიკულ განწყობაზე არიან,  სასიყვარულო ფილმს ჩართავენ, თუ რეალობისგან მოწყვეტა სურთ, ფანტასტიკის ჟანრს მიმართავენ. 


მერწყულებისთვის რეკომენდებული ფილმები:
500 Days of summer - ზაფხულის 500 დღე
V for Vendetta - ვ ნიშნავს ვენდეტას
Life as we know it - ცხოვრება ისე, როგორც რეალობაში
A lot like love - რაღაც სიყვარულის მსგავსი
Ugly truth -  შიშველი სიმართლე
Schindler’s List - შინდლერის სია
Girl, interrupted - შეწყვეტილი სიცოცხლე
Gia - ჯია
Changeling - შეცვლა
Candy - ქენდი
Requiem for a Dream - რეკვიემი ოცნებისთვის



თევზები
თევზების სულში ჩახედვა რომ შეგეძლოთ, ზღაპრულ სამყაროს დაინახავდით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცხოვრებაში იდეალებს მისდევენ და ჭეშმარიტი სიყვარულის სჯერათ. ისინი ხშირად უყურებენ რომანტიკულ ფილმებს. თევზებს რეალობის მიღება უჭირთ, ამიტომ ყოველთვის თავის დაძვრენის გზას ეძებენ. ფანტასტიკური ჟანრის ფილმები კი საუკეთესო „თავშესაფარია“.


თევზებისთვის რეკომენდებული ფილმები:
Titanic - ტიტანიკი
Love story - სიყვარულის ისტორია
Finding Nemo - ნემოს ძიებაში (მულტფილმი)
The Lord of the Rings - ბეჭდების მბრძანებელი
Harry Potter - ჰარი პოტერი
Edward Scissorhands - ედვარდ მაკრატელხელება
Interstellar - ინტერსტელარი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?