ყველაზე ვნებიანი ზოდიაქოს 3 ნიშანი

ჰოროსკოპი

23 აპრილი 18:00, 2016 წელი

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ ზოდიაქოს ეს ნიშნები ყველაზე ვნებიანი სექსუალური პარტნიორები ხდებიან. 

ტყუპები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულის გაცნობისას იფიქრებთ, რომ საოცარ ადამიანს შეხვდით. ის ლაღი, გონებამახვილი, ხუმარა და მხიარულია. ტყუპები ხშირ შემთხვევაში ლამაზები და მიმზიდველები არიან. ეს ადამიანები თავიანთი ქარიზმატულობის წყალობით ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევიან. ფლირტის დიდოსტატებს საპირისპირო სქესის გულის მონადირება უადვილდებათ. ტყუპებისთვის სექსი რიგითი გასართობია. სექსუალურ პარტნიორებს ხშირად იცვლის, მაგრამ თითოეულ მათგანს დაუვიწყარ მოგონებებს უტოვებს. მას ხშირად ფიზიკური სიახლოვე მეგობრებთანაც აკავშირებს. ტყუპები ცნობილები არიან ფრანგული კოცნის ტექნიკით. ისინი ყველა ადამიანს ინდივიდუალურ კოცნას ჩუქნიან, რადგან ამბორით ესაუბრებიან, ემოციებსა და განცდებს უზიარებენ. ქორწინების შემდეგ ტყუპი თავს გალიაში გამომწყვდეულად გრძნობს და ერთი სული აქვს, განთავისუფლდეს. თუ მეუღლე ტყუპები აღარ გკოცნით და სექსიც გაიშვიათდა, ე.ი. თქვენდამი ინტერესი გაუქრა და, ალბათ, სიყვარულიც ჩაქრა. 



მორიელი
მორიელი დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის შარმს წინ აღუდგება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები განსაკუთრებით ვნებიანები არიან და მეორე ნახევარს მრავალფეროვან სექსს სთავაზობენ, ამიტომ საუკეთესო საყვარლებად მიიჩნევიან. სამწუხაროდ, პარტნიორებს ხშირად ღალატობენ და დანაშაულს სექსის დაუოკებელი სურვილით „ამართლებენ“. მათში ყველაზე ხშირად შეხვდებით სექსოჰოლიკებს. თავიდან მორიელი ცივი და თავშეკავებული ჩანს. თუ  ახლოს მიგიშვათ, თავდავიწყებით შეგაყვარებთ თავს. გახდება მზრუნველი და ყურადღებიანი. მას შეუძლია, პარტნიორს კოცნით ყველა თავისი ემოცია გაუზიაროს. მორიელებს არა მარტო პრივატულ სივრცეში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებში მოსწონთ კოცნა. მათი კოცნის დავიწყება შეუძლებელია!  



მერწყული
დამოუკიდებელ და თავისუფლების მოყვარულ მერწყულს უამრავი საიდუმლო აქვს, რომელსაც გულის სიღრმეში სიკვდილამდე შეინახავს. მისი განსაკუთრებული ხასიათი ადამიანებს ან აშინებს, ან იზიდავს. მართალია, უცნაურობები ახასიათებთ, მაგრამ მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. კარგი მოსაუბრეები არიან, იუმორით გამოირჩევიან და კომპლექსები არ აწუხებთ. თუ მერწყულის სულს ჩაუღრმავდებით (საეჭვოა, რომ ამის საშუალება მოგცეთ), საოცარ სამყაროს აღმოაჩენთ! რაც უფრო ეგზოტიკური ცხოვრების სტილი გაქვთ, მით უფრო დიდი შანსია, რომ მას მოხიბლავთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და სიყვარულში ყველაფრის გამოცდა სურთ. სექსში ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ, ამიტომ რჩეულს ყოველ ჯერზე აოცებენმხოლოდ კოცნითაც კი შეუძლიათ პარტნიორის აღგზნება და მასში 
ეროტიკული ფანტაზიების გაღვიძება.

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.