6-12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

6 ივნისი 00:05, 2016 წელი

საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს ბევრ მოთხოვნას წაუყნებთ. დაისახავთ ამბიციურ მიზანს, რომლის შესასრულებლადაც ძალებს არ დაიშურებთ. კვირა საკმაოდ წარმატებული იქნება, თუ მის გონივრულ დაგეგმვას შეძლებთ.

ვერძი
სერიოზული ოჯახური პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. თქვენს სახლში მომხდარი ინციდეტის შემდეგ ჰარმონია და ურთიერთგაგება სადღაც გაქრება. საშინაო პრობლემებისაგან თავის დაღწევას სამსახურის საქმეებში თავის ჩარგვით ეცდებით და არ არის გამორიცხული, განსაზღვრულ საათებზე მეტი დრო დაუთმოთ სამუშაოს. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ოჯახური პრობლემები თავისით ვერ მოგვარდება და მოგიწევთ, მათ გადასაჭრელად ეფექტური გზა მოძებნოთ.


 


 


კურო
კუროები ამ კვირაში კონსერვატიზმზე უარს იტყვიან. სიხარულით შეხვდებით მუშაობის ახალ მეთოდს და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ინოვაციების სარგებლის შესახებ თქვენს კოლეგებსაც გააგებინოთ. სახლში რეფორმატორის როლს მოირგებთ. მოისურვებთ, რომ აურა მეტად პოზიტიური და სასიამოვნო გახადოთ და ამ დავალებას წარმატებით გაართმევთ თავს. დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად რაიმე კულტურულ ღონისძიებაზე გაატარებთ, რაც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.


 


ტყუპები
სასურველია, თუ ტყუპები ამ კვირაში არავის რეკომენდაციებს არ ენდობიან. თქვენ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, რომელიც, სავარაუდოდ, ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. ნუ მოუსმენთ ყველას, ვინც ეცდება, ამ პრობლემის დაუფიქრებლად, ცხელ გულზე გადაჭრისკენ გიბიძგოთ. ეძებეთ საშუალებები, რათა მთლიანად დაფაროთ სესხი. ასე მრავალ პრობლემას აიცილებთ თავიდან.


 


კირჩხიბი
კირჩხიბები ამ კვირაში საოცრად მიმზიდველები იქნებიან. საპირისპირო სქესის ბევრი წარმომადგენლის  ყურადღებას დაიმსახურებთ და ამისთვის სამსახურიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ. თქვენს კოლეგებს შორის აუცილებლად გამოჩნდება თქვენთვისაც მიმზიდველი პიროვნება. იმისთვის, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეთ, დიდი დროს დაკარგავთ სარკესთან, თუმცა შედეგი ამად ღირს.


 


ლომი
ამ კვირაში ლომებს თავიანთი ჯანმრთელობა დააფიქრებთ. მოულოდნელად შეგახსენებთ თავს ძველი ავადმყოფობა და დრო დაგჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ საქმე უკვე სერიოზულადაა. შუა კვირაში მიმართავთ ექიმს და ის გამოგიწერთ მკურნალობის შესაბამის კურსს. საბოლოოდ დარწმუნებით, რომ აუცილებელია, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.


 


ქალწული
ვარსკვლავები ამ კვირაში მეგობრებთან ურთიერთობებში სირთულეებს გიწინასწარმეტყველებენ. თქვენ და თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი სრულად დაკარგავთ ერთმანეთის გაგების უნარს. პრობლემა კი ისეთი წვრილმანი ამბით დაიწყება, ვერც კი შეამჩნევთ, რომ „ცეცხლს ეთამაშებით“. ვიღაც მესამე შეეცდება თქვენს შერიგებას, თუმცა მის მცდელობას შედეგი არ მოჰყვება. რომელიმე თქვენგანმა აუცილებლად უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.


 


სასწორი
სასწორები ამ კვირაში რომელიმე ნათესავის მხრიდან მორალური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნებიან. ეს ადამიანი თქვენი დახმარებით ეცდება საკუთარი პირადი პრობლემების გადაჭრას. თქვენ შეუდგებით გართულებული სიტუაციის მოგვარებას, თუმცა ნათესავის მარიონეტად იქცევით. სანამ თქვენი ნათესავის მითითებებს ასრულებთ, საკუთარი კარიერისთვის დრო საერთოდ აღარ დაგრჩებათ და დიდი შანსია, უმნიშვნელოვანესი მომენტი  ხელიდან გაუშვათ.


 


მორიელი
მორიელებისთვის კვირა სტატიკური იქნება. შეამჩნევთ, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი გაიყინა. განსაკუთრებით რთული კი იმის გააზრება იქნება, რომ ამჟამინდელ სამსახურში ვერ აღწევთ სასურველ პოზიციამდე, რომლის გამოც ძალიან ბევრს შრომობდით. გაბრაზებულ გულზე უფროსთან კომფლიქტი მოგივათ, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება თქვენს მომავალ კარიერაზეც.  


 


მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირაში არანაირი ფინანსური ოპერაციები არ წამოიწყოთ. თითოეული ქმედება, რომლის შესრულებასაც  საკუთარი ფულით შეეცდებით, შეიძლება, დიდ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული. უკეთესი იქნება, თუ ყურადღებას იმ პრობლემებზე გაამახვილებთ, პირად ცხოვრებაში რომ დაგიგროვდათ.


 


 


თხის რქა
საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისგან ბევრს მოითხოვთ. დაისახავთ გრანდიოზულ მიზანს (მაგალითად, საბოლოოდ გათავისუფლდეთ უფულობის პრობლემისგან, ანდაც რაიმე ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ), ამიტომაც თქვენთვის ცენტრალური რგოლი ამ კვირაში ფინანსები იქნება. ახლობლებს მოსთხოვთ, დროებით ყოველგვარი დანახარჯებისგან აირიდონ თავი. ამიტომაც თქვენი ოჯახი უარს იტყვის დასვენების დღეებში ქალაქგარეთ პიკნიკის მოწყობაზე.


 


მერწყული
ამ კვირაში მერწყულებს საკუთარ ემოციურ ჯანმრთელობაზე მოუწევთ ყურადღების გამახვილება. გადაღლილობა და ქრონიკული სტრესი, რომლის უგულებელყოფასაც ცდილობდით, უდიდეს მასშტაბებს მიაღწევს და ვეღარ შეძლებთ უმნიშვნელოვნეს პროექტზე მუშაობისას აზრების მოკრებას. ამის გამო უფროსისგან შენიშვნას მიიღებთ. თუმცა ამით არ დასრულდება უსიამოვნებები, თუ საკუთარ თავს დასვენებს საშუალებას  არ მისცემთ.


 


თევზები
ამ კვირაში თევზებს ძველ მეგობრებთან სასიამოვნო შეხვედრა გელით და ასევე, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მეგობრული შეხვედრებისთვის დროს სამსახურისა და მეორე ნახევართან ურთიერთობის ხარჯზე გამონახავთ. მთავარი მიზეზი კი, რის გამოც მეგობრებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ, გახდება პროექტი, რომლის დაწყებასაც ერთობლივად დაგეგმავთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?