13-19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

13 ივნისი 00:05, 2016 წელი

უახლოეს შვიდ დღეში არ ღირს ძალიან მკაცრი იყოთ ახლობელ ადამიანებთან. ეცადეთ, დახუჭოთ თვალები მათი ხასიათის წვრილმან ნაკლოვანებებზე და ნუ გააკრიტიკებთ მათ ნებისმიერი მიზეზით.

ვერძი
ვერძები ამ კვირას სამსახურსა და ოჯახს შორის „სირბილში“ გაატარებენ. წარმოუდგენლად გაგახარებთ პერსპექტიული პროექტის  გადმოცემა, რომელიც თქვენგან საკმაოდ გულისხმიერ ყურადღებას მოითხოვს. სამსახურში დიდ დროს გაატარებთ, დასვენების დღეებშიც კი. სახლში თქვენი არყოფნა ახლობელი ადამიანებისთვის რთული გამოწვევა იქნება. მათ თქვენი მხარდაჭერის გარეშე მოუწევთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რაც მათში საშინელ უკმაყოფილებას გამოიწვევს. შეეცდებით, ოჯახთან ერთად დიდი დრო გაატაროთ, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.


 


კურო
კუროები მთელ კვირას არაპროდუქტიულად გაატარებენ. უარს იტყვით იმ ნაბიჯის გადადგმაზე, რომელიც თქვენს კარიერულ ზრდას უზრუნველყოფს, რადგან თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი პირადი კავშირები გახდება. დღესა და ღამეს ახალ მიჯნურზე ოცნებაში გაატარებთ.  მორჩილად შეასრულებთ მის მრავალრიცხოვან კაპრიზებს, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენი რჩეული არ დაგთანმხდებათ სერიოზული ურთიერთობების დაწყებაზე. ეს გაურკვევლობა ნეგატიურად აისახება თქვენს ხასიათზე (თავშეუკავებელი, უხეში და იმპულსური გახდებით). ახლობლებს ძალიან გაუჭირდებათ თქვენთან საერთო ენის გამონახვა და თქვენი გრძნობების გაგება.




ტყუპები
ტყუპების ცხოვრებაში კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოვლენები ნაკლებად მოსალოდნელია. სამსახურში შექმნილი მშვიდი გარემო ფიზიკური და ემოციური გადაღლილობისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. პირად საცხოვრებელ სივრცეში წესრიგს დაამყარებთ: განაახლებთ გარდერობს რამდენიმე ნივთით და შემდეგ ღირსეული მეორე ნახევრის ძიებას შეუდგებით. თუკი უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, უახლოეს დღეებში გაიხსენებთ, თუ რას ნიშნავს რომანტიკა. ერთად ყოფნას დიდ დროს დაუთმობთ და ერთობლივად დაგეგმავთ, თუ როგორ გაატაროთ შვებულება ან რომელი სახელი შეურჩიოთ მომავალ შვილს.




კირჩხიბი
კირჩხიბები არაერთხელ აღმოჩნდებიან ოჯახური კონფლიქტის ზღვარზე. ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ წამოაყენებენ მნიშვნელოვან საკითხს. არ არის გამორიცხული, მათ საცხოვრებელი სივრცის გაფართოებაზე ან სახლის გაყოფაზე იფიქრონ. ზუსტი გეგმის არქონის გამო ამ თემის ირგვლივ მათ საკმაოდ დიდი უთანხმოება მოუწევთ და ეცდებიან, თქვენც ჩაგრიონ ამ „გარჩევებში“. უახლოეს დღეებში ოჯახის წევრებისგან მოშორებით ყოფნის სურვილი გაგიჩნდებათ. ახლო მეგობრების გარემოცვაში თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობთ.




ლომი
ლომები ამ კვირაში ყველანაირად შეეცდებიან, ისარგებლონ თავიანთი შინაგანი პოტენციალით. სამსახურში უმარავ დამღლელ სამუშაოს შეასრულებთ და ხელმძღვანელი თქვენი საქმიანობით კმაყოფილი იქნება. სამსახურის პარალელურად, ნათესავებისა და ახლობლების პრობლემებს გადაწყვეტთ და ასევე, აგარაკის მოვლითაც დაკავდებით. ამ უსასრულო  აურზაურში საყვარელ ადამიანზეც იზრუნებთ და მას რომანტიკულ საღამოს მოუწყობთ. სასიყვარულო და სასიამოვნო წუთები თქვენს რჩეულს კონფლიქტსა და თქვენთან განშორებაზე ფიქრს დაავიწყებს - მათი გულის გასახეთქათ, ვისაც თქვენი უკვე დიდი ხანია, შურს.


 


ქალწული
ქალწულები საკუთარ სინდისთან გარიგებაზე წავლენ.  სიტუაცია სამსახურში ისე განვითარდება, რომ ნანატრ კარიერულ ზრდამდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი დაგრჩებათ. პერსპექტიული თანამდებობის დასაკავებლად, თქვენთან ერთად, თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი იბრძოლებს. სასტიკი კონკურენტული ბრძოლა იმ ადამიანთან გელით, ვინც ყოველთვის კეთილ მეგობრად მიგაჩნდათ. საბოლოოდ შეძლებთ ბრძოლაში გამარჯვებას, დაგაწინაურებენ, მაგრამ ეს წარმატება დაკარგულ მეგობრობაზე ბევრს დაგაფიქრებთ, რაც  უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში თქვენი ძირითადი სანერვიულო გახდება.


 


სასწორი
სასწორები ამ კვირაში სამსახურში საკუთარ პოზიციებს არსებითად გაამყარებენ. თქვენი ხელმძღვანელისთვის მარჯვენა ხელი გახდებით და შეძლებთ ამ ნდობის სრულად გამართლებას. დირექტორი ფულადი პრემიით დაგაჯილდოებთ. მიღებულ თანხას საბანკო ანგარიშზე შეიტანთ და დანაზოგის მოგროვებას გადაწყვეტთ. ოჯახში კვირის მანძილზე კონფლიქტური სიტუაციები გამოირიცხება. ახლობელ ადამიანებთან ერთად საინტერესო პროექტის დაწყებას გადაწყვეტთ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებს უკავშირდება.


 


მორიელი
მორიელები ამ კვირაში საკუთარ ძალებს სრულყოფილად ვერ შეაფასებენ. სხვა კომპანიაში პერსპექტიულ პოზიციას შემოგთავაზებენ, თუმცა რისკიანი ნაბიჯების გადადგმის შეგეშინდებათ. მართალია, მიმდინარე სამსახურში არცთუ ისე მაღალი ხელფასი გაქვთ, მაგრამ მთავარია, რომ აქ,ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს. ერთი სიტყვით, მომგებიან პერსპექტივაზე მხოლოდ მიჩვეული სტაბილურობის მიზეზით იტყვით უარს. პირად ცხოვრებაშიც თავს აარიდებთ ნებისმიერი სახის სიახლეს. სწორედ ამ მიზეზით ვერ დაიწყებთ სასიყვარულო რომანს, რომელიც დიდი შანსით, მენდელსონის მარშით დასრულდებოდა.


 


მშვილდოსანი
მშვილოსნებს არ მოუწევთ რამეზე დიდად ნერვიულობა. თქვენს ცხოვრებაში ყველა მოვლენა ჩვეულებრივ განვითარდება, თანაც, ერთფეროვანი სცენარით. სამსახურის შემდეგ სახლში წასვლას იჩქარებთ, რათა ისეთი სასიამოვნო საქმიანობით დაკავდეთ, როგორიცაა „არაფრის კეთება“. დროდადრო ოჯახის წევრები მოახერხებენ, სასეირნოდ „გაგიტყუონ“, მაგრამ საზაფხულო პეიზაჟები სრულიად გულგრილს დაგტოვებთ. ერთი სიტყვით, მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენი ძირითადი „საქმე“ სიზარმაცე იქნება.


 


თხის რქა
სახიფათო თამაშებში დაუფიქრებლად ჩაერთვებით. თქვენი კაპიტალის სწრაფად გაზრდას გადაწყვეტთ და ამ მიზნით საეჭვო ფინანსურ ავანტიურაში გაეხვევით. დაზოგილ თანხებს წინდაუხედაობით გაფლანგავთ, რაც ძალიან გაგანერვიულებთ. დარჩენილი თანხის გადარჩენას შეეცდებით , მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებთ. კარგია, რომ ასეთი რთული სიტუაციის მიუხედავად, თქვენს ოჯახში საოცარი იდილიაა. ახლობელი ადამიანები დაუყონებლივ მოძებნიან იმ სიტყვებს, რომლებიც  თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ.


 


მერწყული
მერწყულები ამ კვირაში სიტყვაძუნწები და ჩაკეტილები იქნებიან. საკუთარი თავს მასშტაბური მიზანს დაუსახავთ, რომელიც კარიერულ ზრდას ეხება. იმისთვის, რომ მიზანს მალევე მიაღწიოთ, სრულიად უარს იტყვით ყველაფერზე, რაც თქვენი წარმატებისთვის ხელშემშლელია. დაივიწყებთ პირად ცხოვრებას და სასიყვარულო ურთიერთობას, რომლის დაწყება წარმოუდგენელ ძალისხმევად დაგიჯდათ. თქვენი საყვარელი ადამიანი თანახმაა გელოდოთ, სანამ მის არსებობას კვლავ გაიხსენებთ. უახლოეს დღეებში თქვენი წყვილის „გაერთიანება“ ვერ მოხდება, რადგან თქვენთვის კარიერა ძველებურად პირველ ადგილზეა.


 


თევზები
ამ კვირაში თევზები ნამდვილად იღბლიანები აღმოჩნდებიან. ბედისწერა არაერთხელ მოგცემთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს (მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ამ ბრწყინვალე შესაძლებლობით როგორ ისარგებლებთ). დიდი წარმატება გელით სასიყვარულო ურთიერთობებში. თუკი თქვენ გარშემო არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც უკვე დიდი ხანია, თქვენს ინტერესს და სიმპათიას იწვევს, დარწმუნებული იყავით, რომ უახლოეს დღეებში ის თავად გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენთან დასაახლოებლად. აჩუქეთ მას თქვენი განსაცვიფრებელი ღიმილი და მიანიშნეთ, რომ ოცნებობთ სერიოზული ურთიერთობების დაწყებაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?