როგორი შვებულება/არდადეგები გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

18 ივნისი 10:00, 2016 წელი

გაინტერესებთ, ამ ზაფხულს როგორ დაისვენებთ? მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა!

ვერძი
ამ ზაფხულს დაისვენებთ იმ ხალხისგან, რომელიც ცხოვრებას გირთულებთ. ასევე, შეიძლება დაშორდეთ პარტნიორს, რომელსაც დიდი ხანია, თქვენი აღარ ესმის. გექნებათ საშუალება და დრო, დაფიქრდეთ, რამდენად ბედნიერი ხართ მის გვერდით. გელოდებათ ახალი და საინტერესო ნაცნობობა და საკუთარი პლუსების გამოვლენის შანსი. 




კურო
ასტროლოგები გირჩევენ, რომ შვებულება/არდადეგები იმ გეგმის განსახორციელებლად გამოიყენოთ, რომელიც დიდი ხანია, გონებაში გიტრიალებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს კარიერასთან დაკავშირებული ჩანაფიქრია თუ სასიყვარულო. მთავარია, დასვენების პერიოდში სურვილის ახდენის შესაძლებლობა მოგეცემათ.





ტყუპები
თქვენი სამეგობრო წრე მოკლე დროში ისე გაფართოვდება, როგორც არასდროს! თუმცა ახალ ნაცნობთა დიდ ნაწილს მალევე დაკარგავთ, ზოგიერთი იმედს გაგიცრუებთ და ურთიერთობას თავად დაუსვამთ წერტილს, სხვები კი ახსნა-განმარტებების გარეშე თანდათან ჩამოგშორდებიან. ხომ ამბობენ, რომ საზაფხულო რომანები არასანდოა? სწორედ იგივე შეიძლება ითქვას საზაფხულო მეგობრობაზეც. 





კირჩხიბი
კირჩხიბებს საშიში ზაფხული ელოდებათ! გრძნობები თქვენს გონებასა და სხეულს დაიმორჩილებს! ამ არდადეგებზე თქვენი თავი გაგაოცებთ. ისეთ ნაბიჯებს გადადგამთ, რომლებსაც ვერასდროს წარმოიდგენდით, ზოგიერთი გადაწყვეტილება მოგვიანებით სანანებელი გაგიხდებათ. 





ლომი
ყველაფერზე წახვალთ, რათა დაუვიწყარი შვებულება გქონდეთ. დააგემოვნებთ საკვებს/სასმელს, რომელიც ადრე არ გიცდიათ, დაძლევთ შიშს (მაგალითად, გადმოხტებით პარაშუტით), შეიცვლით იმიჯს, ძალიან ბევრს იფლირტავებთ და იცეკვებთ. არსებობს ალბათობა, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მყარ ურთიერთობას ჩაუყაროთ საფუძველი. შეიძლება მიხვდეთ, რომ ნამდვილად შეყვარებული ხართ.





ქალწული
ასტროლოგები ქალწულებს დასვენებას ურჩევენ და არა გართობას. თქვენ ინტელექტუალური და ფიზიკური ენერგიის აღდგენა გჭირდებათ. მიმართეთ რეკრეაციის მშვიდ ადგილებს. მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს. გახსოვდეთ, რომ შვებულების/არდადეგების შემდეგ ვარსკვლავები რთულ სამუშაოს გიმზადებენ. სამაგიეროდ, კარიერული წინსვლაც გელოდებათ.





სასწორი
ამ ზაფხულში კარგად დაისვენებთ. ისეთ კითხვებზე იპოვით პასუხებს, რომელიც დიდი ხანია, გაფორიაქებთ. თუ თქვენ ჰარმონიას ესწრაფვით, შესაფერისი დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და რწმენის გასამყარებლად. დიდი ალბათობით, შვებულების პერიოდში მოინახულებთ კულტურულ ძეგლებს. 





მორიელი
სასიყვარულო ფოიერვერკი გელოდებათ! შვებულება/არდადეგები სავსე იქნება რომანტიკული მომენტებით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გონება გამორთოთ და გულს მიენდოთ. თავს აწმყოთი ტკბობის უფლება მიეცით.






მშვილდოსანი
დასვენების პერიოდში შეიძლება ფინანსურ გაურკვევლობაში მოხვდეთ. გამოჩნდება ძველი მევალე ან დაკარგავთ დიდ თანხას. თუ ეს უსიამოვნება თავიდან აიცილეთ, მოგვარდება სხვა რამდენიმე სერიოზული პრობლემა. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაგაწინაურებენ ან ხელფასს მოგიმატებენ. 





თხის რქა
თხის რქის ცხოვრებაში არდადეგების/შვებულების პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება, რაც მომავალს განსაზღვრავს. შეიძლება მოიგოთ ფული ან შეხვდეთ ადამიანს, რომელზეც იქორწინებთ. ვარსკვლავები საინტერესო და ბედნიერ წუთებს გპირდებიან, მთავარია, ეს საჩუქარი ღირსეულად მიიღოთ.





მერწყული
დასვენების პროცესში „განძს“ იპოვით. ეს შეიძლება იყოს ახალი ნიჭი, რომელსაც საკუთარ თავში აღმოაჩენთ ან მომავალი პარტნიორი, რომელიც თქვენს ცხოვრებას  უკეთესობისკენ შეცვლის. შვებულება/არდადეგები მძაფრი ემოციებით იქნება სავსე. მოწყენის საშუალება არ გექნებათ. აღმოაჩენთ, რომ ბევრი ადამიანისთვის თქვენი პრობლემები სულ ერთი არ არის და მათ გულწრფელად სურთ თქვენი დახმარება.





თევზები
საერთო ჯამში, რთული ზაფხული გელოდებათ და არც შვებულება იქნება გამონაკლისი. მზად იყავით, რომ თქვენს ყველა საქციელს გააკრიტიკებენ. მოერიდეთ სასმელს. სამაგიეროდ, ამ ზაფხულში იპოვით დროს ჰობისთვის. პირად ცხოვრებაში სრული სტაბილურობა გელოდებათ. 

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.