27 ივნისი - 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

27 ივნისი 00:05, 2016 წელი

ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დიდ დროს გაატარებთ. საქმე და კარიერა კი, თქვენთვის მეორად პოზიციაზე გადაინაცვლებს. ეს ინერტულობა არანაირად არ აისახება თქვენს პროფესიონალურ წარმატებებზე. ერთი სიტყვით, თამამად შეგიძლიათ დაკავდეთ საკუთარი თავით, იურთიერთოთ და ისეირნოთ ბუნებაში. ასევე, თუკი ჯერ დაოჯახებული არ ხართ, ახალ რომანტიკულ ნაცნობობას უნდა ელოდოთ.

ვერძი
ვერძების მომხიბვლელობა წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწევს. ეს მომენტი საწინააღმდეგო სქესის ადამიანს არ გამორჩება, რის შემდეგაც, სამსახურში, მეგობრების შეკრების საღამოზე და საერთოდ ყველგან, სადაც კი გამოჩნდებით,  N1 პერსონა გახდებით. თქვენთან დაახლოების მსურველებს შორის მხოლოდ ერთ პიროვნებას გამოარჩევთ. სწორედ მასთან გაატარებთ ყველა საღამოს და დასვენების დღეებს. ეს რომანი მხოლოდ ერთი განმასხვავებელი ნიშნით გამოირჩევა - ასაკში ძალიან დიდი სხვაობაა თქვენსა და ახალ პარტნიორს შორის.



კურო

კუროებს ამ კვირაში ახალი ცოდნის შეძენისა და მსოფლმხედველობის გაზრდის სურვილი გაუჩნდებათ. სანამ თქვენი მეგობრები ზღვის სანაპიროზე მშვიდად ნებივრობენ, თქვენ ბევრს წაიკითხავთ და ცხოვრების აზრზე დაფიქრდებით. დატვირთული პერიოდი მალე გაივლის. დაკარგული დროის აღდგენას შეუდგებით და ნამდვილ სიგიჟეებს ჩაიდენთ. ერთ-ერთი მათგანი მორიგი, ორიგინალური რომანი იქნება, რომელსაც ქორწინებაში მყოფ ადამიანთან წამოიწყებთ. მის ოჯახურ კავშირებს თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.



ტყუპები
ტყუპებს დიდი წარმატება ელოდებათ ყველაფერში, რაც კი შემოქმედებას ეხება. თუკი თქვენი ძირითადი პროფესია კრეატიულობას არ გულისხმობს, მოსინჯეთ თქვენი ძალები და იმუშავეთ საკუთარ იმიჯზე ან საცხოვრებელი სახლის დიზაინზე. კვირის მანძილზე, შემთხვევითი ფლირტისადმი მიდრეკილებითაც გამოირჩევით. საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ისეთ ადგილებშიც კი გაიცნობთ, რომლებიც რომანტიკას ნაკლებად უკავშირდება (მაგალითად, სამსახურში, ავტოსადგომზე, პოლიკლინიკაში ან მაღაზიებში სიარულის დროს).



კირჩხიბი
კირჩხიბები ამ კვირაში ძალიან სასიხარულო სიახლეს შეიტყობენ. ახალი ამბავი თქვენს ოჯახზე ძალიან იმოქმედებს და თავს მოუყრის ყველას, ვინც კი თქვენი გვარის გარშემო ერთიანდება. გარდა ამისა, ნათესავები თქვენს სახლში საერთო შეხვედრას მოაწყობენ (მზადება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენისთვის, რომელიც თქვენთვის უახლოესი დღეების მანძილზე მნიშვნელოვანი დავალება იქნება). წვეულება, რომელსაც მრავალრიცხოვანი ნათესავებისთვის მოაწყობთ, ხმაურიან საღამოდ გადაიქცევა. სტუმრები მადლობას გადაგიხდიან მათდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის და დაგპირდებიან, რომ ამგვარ საღამოს უახლოეს მომავალში გაიმეორებენ.



ლომი

ლომები წარმატებულ საქმიან თანამშრომლობას დაიწყებენ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მთლიანად გაიზიარებს თქვენს ბიზნესიდეებს. გარდა ამისა, ახალი მეგობარი გამცნობთ, რომ მზად არის თქვენს ჩანაფიქრში მისი კაპიტალი დააბანდოს. ასე დაიწყება თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი, რომელიც სამუშაო საქმეებით იქნება დატვირთული. მხოლოდ სასიამოვნო დაღლას იგრძნობთ, რადგან მუშაობის ნაყოფს მალევე შეამჩნევთ. პირადი ცხოვრება უყურადღებოდ დაგრჩებათ, თუმცა ამ საკითხშიც რაიმე პრობლემების შექმნა არ შეინიშნება.



ქალწული
ქალწულები კვირის მანძილზე პირად ცხოვრებას უფრო ნათელსა და დინამიკურს გახდიან. ახალი ნაცნობობა გელოდებათ, რომლის შემდეგ ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება. თითქმის უცებ გაიგებთ, რომ თქვენი ახალი ნაცნობი იდეალურია სერიოზული ურთიერთობისა და ოჯახური ცხოვრებისთვის. მას ძალიან მალე დაუახლოვდებით. არ არის გამორიცხული, რომ უკვე კვირის ბოლოს „ახლად გამომცხვარმა“ წყვილმა ერთობლივი ცხოვრება დაიწყოთ. ეს ფაქტი თქვენი ნათესავებისა და მეგობრებისთვის შოკისმომგვრელი იქნება. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ჭორაობის მთავარი ობიექტი სწორედ თქვენ იყოთ.



სასწორი
სასწორები მზად არიან, ახლობლების მხრიდან მიღებული რჩევები ყურადღებით მოისმინონ და გაითვალისწინონ. კარიერის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმის დაგეგმვის დროს, გამოუსწორებელ შეცდომებს დაუშვებთ. თქვენი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ოჯახის უფროს წევრს უპერსპექტივოდ მოეჩვენება. ამგვარი სიტყვების მოსმენა თქვენთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. თუკი კიდევ ერთხელ, ობიექტურად შეაფასებთ სიტუაციას, აღიარებთ, რომ ნათესავები მართლები არიან. უარს იტყვით დაგეგმილ ცვლილებებზე და მთელ ინტერესს პირად ცხოვრებაზე გადაიტანთ. 



მორიელი

მორიელები, პირად ცხოვრებაში მიუღებელ დაუდევრობას გამოავლენენ. თქვენს სახლში უმნიშვნელო ინციდენტი მოხდება (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთის გატეხა), რასაც თქვენი მეუღლე ნამდვილ დრამად გარდაქმნის. სამწუხაროდ, ხმამაღლა იყვირებთ და ერთმანეთს კაცობრიობის ცოდვებში დაადანაშაულებთ. ამ კამათის შედეგი შეუქცევადი აღმოჩნდება. თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ერთმანეთს  მტკიცე იგნორირებას გაუკეთებთ. ნაცვლად იმისა, რომ შესარიგებელი ხერხი იპოვოთ, თქვენ, საკუთარი პირადი საქმეებით დაკავდებით, რის გამოც, თქვენს ქორწინებაში გაჩენილი ბზარი კიდევ უფრო გაიზრდება. 



მშვილდოსანი
მშვილდოსნებს კვირის მანძილზე მთელი რიგი გასართობი ღონისძიებები ელოდებათ. სამსახურის შემდეგ მეგობრების შეკრებაზე გაიქცევით. მათთან ერთად მოინახულებთ სანაპიროს, ზღვისპირა კეფეებსა და მსგავს გასართობ დაწესებულებებს. თქვენი ცხოვრება მხიარულ კარუსელს მოგაგონებთ, რომელიც წუთითაც არ ჩერდება. დაუღალავად იფლირტავებთ საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანებთან, თუმცა, ამ  მრავალრიცხოვან ახალ ნაცნობობას სერიოზული ურთიერთობებისა და რომანის დასაწყებად ნამდვილად არ წამოიწყებთ. უბრალოდ, ამით, საზაფხულო შვებულების პერიოდს გაახალისებთ.



თხის რქა
თხის რქებს, შეიძლება ითქვას, ნისლიანი კვირა ელოდებათ. თქვენთვის რთულად გასაგები იქნება, რაში მდგომარეობს ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტი არსი. კარიერულ წარმატებას დიდი ხანია უახლოვდებით, მაგრამ საბოლოოდ, მას სრულიად სხვა მიზეზით მიაღწევთ. ამგვარი შემთხვევითობები თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებშიც შეინიშნება. სიმპათიური ადამიანის მიმართ სულ ოდნავ ყურადღებას გამოიჩენთ, თუმცა, „სულ ოდნავ“ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესის ადამიანმა თქვენს გრძნობებს დადებითად უპასუხოს, რაზეც, აშკარად, ალოგიკური რეაქცია გექნებათ. ახალ რომანს არა მასთან, არამედ იმ ადამიანთან წამოიწყებთ, რომელიც დიდი ხნის ნაცნობად მიგაჩნდათ.



მერწყული
მერწყულები ამ კვირაში წარმოუდგენელი თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. აქტიური და თამამი გახდებით, რაც განსაკუთრებით თქვენს კარიერულ სფეროში გამოვლინდება. წარმატებისკენ სვლას სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებთ, რისთვისაც აუცილებლად დაიმსახურებთ ჯილდოს. პირად ცხოვრებაში ასეთივე აქტიური, სამწუხაროდ, ვერ იქნებით. ადამიანს, რომელზეც უკვე დიდი ხანია ზრუნავთ, თქვენი უყურადღებობით გააკვირვებთ. თუკი დაოჯახებული ბრძანდებით, მეორე ნახევრის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობა სერიოზული კამათის მიზეზი გახდება.



თევზები
თევზები ენით გამოუთქმელ შემოქმედებით აღმავლობას განიცდიან. შთაგონების შეგრძნება საკუთარ თამამ ჩანაფიქრთან დაგაბრუნებთ და მთელ დროს მასზე ფიქრს დაუთმობთ. საბოლოოდ, დაივიწყებთ, რომ თქვენ გვერდით არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენგან სიყვარულსა და რომანტიკას მოელის. მეორე ნახევარი ფარულად გაგინაწყენდებათ და შეეცდება, მისი წყენა გართობით გადაფაროს, მაგალითად, წავა ზღვაზე ან მეგობრების მოსანახულებლად. სანაპიროზე და მეგობრულ წვეულებებზე უთქვენოდ თავს მარტოსულად იგრძნობს და საკუთარ ქცევებს მკაცრად გააკონტროლებს. ერთი სიტყვით, თქვენ მიერ გამოჩენილი გულგრილობის გამო  ანგარიშსწორება გარდაუვალი იქნება.


 

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.