ვის გვერდით იქნება ბედნიერი ლომი?

ჰოროსკოპი

21 ივნისი 10:00, 2016 წელი

ლომის გაბედნიერება ძალიან რთულია. მას ხომ უმეტესწილად პარტნიორის მიმართ არარეალური მოთხოვნები აქვს. მუხედავად ამისა, ვარსკვლავებმა მარტოობისთვის არ გაიმეტეს...

ლომი თავს ბედნიერად იგრძნობს ვერძთან, კირჩხიბთან, სასწორთან და მშვილდოსანთან.


ვერძისთვის ლომი მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვი იქნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოუვლის, შესაბამისად ლომი თავს კომფორტულად იგრძნობს. ლომსა და ვერძს თანაბარი შინაგანი ენერგეტიკა და ინტელექტი აქვთ, ამიტომ ერთმანეთის სულიერ შიმშილსაც დააკმაყოფილებენ. ორივეს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, ამიტომ ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის. ლომებო, ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუკი ვერძს შეხვდებით, მალევე დაოჯახდეთ, რადგან მასთან თანაცხოვრება სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდას მოგანიჭებთ.



კირჩხიბი მთვარის ნიშანია, ლომი კი - მზის და თუ მათ კავშირს ამ კუთხით მივუდგებით, ისინი ერთმანეთს ავსებენ. კირჩხიბს შეუძლია, მყუდრო გარემო შეუქმნას ლომს, იზრუნოს მასზე და სიყვარულში გაახვიოს. ყველაფერი იდეალურად წარიმართება, სანამ ლომს კომფორტი არ მოსწყინდება და კირჩხიბის მარწუხებისგან თავის დახსნას არ მოინდომებს. ასევე შესაძლებელია, კირჩხიბმა რომანტიკის დეფიციტი იგრძნოს და ღალატისკენ გაუწიოს გულმა. თუ ლომი მოახერხებს კირჩხიბის რომანტიკული სურვილების დაკმაყოფილებას, კირჩხიბი კი, თავის მხრივ, ლომს პირად სივრცეს დაუტოვებს, მათი კავშირი მყარი და ხანგრძლივი იქნება. კირჩხიბი ლომის ძალაუფლებას აღიარებს და მასში ძირეული თვისებები (ძლიერება, ქარიზმატულობა და კეთილშობილება) მოსწონს. ლომს კი საინტერესოდ ეჩვენება კირჩხიბის ცვალებადობა და იზიდავს მისი სითბო. 



სასწორისა და ლომის ურთიერთობა, ერთი შეხედვით, მეგობრულს ჰგავს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ძლიერი ურთიერთობის დასაბამი სწორედ მეგობრობა ხდება. ლომი სასწორისგან იღებს აღფრთოვანებას და გაფეთიშებას, სასწორი ლომისგან - დაცულობის განცდასა და ერთგულებას. სასწორს ლომისთვის ყოველთვის მზად აქვს რჩევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სასარგებლოა. ყველაფერი კარგადა არის, თუ ქალი სასწორია და ყურადღების მიქცევას ახერხებს, რადგან ლომისთვის მნიშვნელოვანია მის რჩეულს საზოგადოებაში ამჩნევდნენ. თუ კაცი სასწორია, რომანს შეიძლება, არცთუ ისე სასიამოვნო დასასრული ჰქონდეს. ეჭვიანობის ნიადაგზე სასწორი სკანდალებს გამართავს.



მშვილდოსანს შეუძლია აღიაროს, რომ თავად მხოლოდ გენერლის პოზიცია უკავია, ხელმწიფე კი ლომია, სწორედ ამიტომ ამ ორი ნიშნის თანაცხოვრება ასტროლოგებს გამართლებულად მიაჩნიათ. მშვილდოსანი და ლომი ერთობლივი ძალებთ თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწევენ და სოლიდურ თანხასაც დააგროვებენ, რაც მათ სიყვარულს კიდევ უფრო გაამყარებს. მშვილდოსანი და ლომი ერთმანეთს როგორც იდეებით, ასევე სასიცოცხლო ძალებით ავსებენ. 

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.