ვის გვერდით იქნება ქალწული ბედნიერი?

ჰოროსკოპი

25 ივნისი 10:00, 2016 წელი

ყველა ადამიანი  ბედნიერების კარის გასაღებს ეძებს. ქალწულებო, ნახეთ, რას გთავაზობენ ასტროლოგები...

ქალწული ბედნიერი იქნება კუროსთან, კირჩხიბთან, სასწორთან, თხის რქასთან და მერწყულთან.


კუროსა და ქალწულის ურთიერთობა უმეტესწილად გრძელვადიანია, რადგან ორივე მიწის ნიშანია და, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ჰგვანან. მაგალითად, ორივეს ახასიათებს შრომისმოყვარეობა, საღად მსჯელობის უნარი და პრაქტიკულობა. მათ სრული ჰარმონია აქვთ სექსში. ქალწული კაცი კურო ქალს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა-გამოყენებაში დაეხმარება. ქალი ქალწული დიდი სიამოვნებით შეუსრულებს კუროს ყველა სურვილს და მას მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.




კირჩხიბისა
და ქალწულის ურთიერთობა გამოირჩევა სითბოთი და მზრუნველობით. კირჩხიბის აღფრთოვანებას იწვევს ქალწულის პრაქტიკულობა, რეალისტობა და ხანდახან სკეტპიკურობაც კი. ქალწულს კირჩხიბის ლირიკულობა ავსებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხომ მრავალფეროვანი და საინტერესო შინაგანი სამყარო აქვთ, ამიტომ პარტნიორს გრძნობების მორევში ექაჩებიან. სწორედ ეს აკლია (და, შესაბამისად, სჭირდება) ქალწულს! ასევე, კირჩხიბი არასდროს გაფლანგავს ქალწულის მოგროვებულ ფულს. 




სასწორისა
და ქალწულისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია წესრიგი, სულიერი ჰარმონია და ესთეტიკური სილამაზე. ამ ორი ნიშნის რომანი მყარია, რადგან სასწორსა და ქალწულს შორის ნამდვილი სიყვარული ჩნდება. რეალურ გრძნობებს ურთიერთგაგებაც ემატება. ვითარება მხოლოდ მაშინ დაიძაბება, თუ ქალწულები სასწორების კრიტიკას დაიწყებენ. სასწორი მტკივნეულად აღიქვამს მის მიმართ წამოსროლილ უტაქტო ფრაზებს.




თხის რქისა
და ქალწულის ურთიერთობა ორივე ნიშანს განვითარებისა და საკუთარი თავის უკეთესად გაცნობის საშუალებას აძლევს. ისინი ერთმანეთისთვის ჯერ სარკეები ხდებიან, შემდეგ კი ბიბლიოთეკა, რომელშიც საინტერესო და შემეცნებითი წიგნები არასდროს ილევა. ქალწული თხის რქისთვის სულიერი წინამძღოლია. აღსანიშნავია, რომ ისინი საერთო ენას საწოლშიც მარტივად პოულობენ.




მერწყული
და ქალწული იდეალური წყვილია! თუ მერწყულზე ხართ შეყვარებული, დაოჯახებამდე დიდხანს ფიქრი სულაც არ არის საჭირო. ეს ადამიანი სწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდით! ქალი ქალწული მერწყული კაცისთვის უძლიერესი საყრდენი ხდება. ის მეუღლეს არასდროს მიატოვებს გასაჭირში. კაცი ხედავს ამას, აფასებს და მადლიერია. ქალწული რაციონალური, ლოგიკური და მთლიანად გონებაზე ორიენტირებულია, მაშინ როცა მერწყულს არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვს და ემოციებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს შეიძლება ან დიდი განხეთქილების მიზეზად იქცეს, ან მყარი ურთიერთობის ღერძად.  

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.