11-17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

11 ივლისი 00:05, 2016 წელი

ამ კვირაში საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა ცეცხლოვანი და ვნებიანი იქნება. სახლშიც და სამსახურშიც რომანტიკულ გარემოში იქნებით. თუკი დაოჯახებული ჯერ არ ხართ, ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ ბრწყინვალე შესაძლებლობას მარტოობისგან თავის დასაღწევად. გარდა ამისა, ამ კვირაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა. თუკი სულ ცოტა ხნის წინ, გლობალური მიზანი დაისახეთ პერსპექტიული თანამდებობის მისაღებად, უახლოეს დღეებში ბევრი იშრომეთ და დაივიწყეთ უსაქმურობა. ერთი სიტყვით, თამამად იმოქმედეთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

ვერძი
სანატრელი ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად ვერძებს ცოტა შრომა არ მოუწევთ. გამორიცხული არ არის, რომ უფულობისგან საბოლოოდ განთავისუფლების მცდელობის დროს მეორე სამსახურში მოეწყოთ. ეს თავდაუზოგავი მუშაობა თქვენი ნათელი მომავლის მოსაპოვებლად ძლიერი გადაღლილობის მიზეზი გახდება. მისგან განთავისუფლებას დასვენების დღეებში შეეცდებით, მაგრამ ამ მომენტში საყოფაცხოვრებო პრობლემებში თქვენი მონაწილეობა გახდება აუცილებელი. კიდევ კარგი, რომ თქვენი პირადი ცხოვრება ასეთ რთულ ეტაპზე მდორედ და ჰარმონიულად მიედინება, შეგიძლიათ, შვებით ამოისუნთქოთ.



კურო
კუროებო, ამ კვირაში  ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აიმაღლებთ და ხელმძღვანელობისგან უდიდეს პატივისცემას დაიმსახურებთ. უდავო პროფესიონალიზმს გამოავლენთ და ამჯერად ღირსეულად შეგაფასებენ. თქვენი ხელმძღვანელი, თავდაუზოგავი შრომისთვის, სხვა კოლეგების თანდასწრებით შეგაქებთ, ხოლო მოგვიანებით, თქვენთან მარტო დარჩენილი გამცნობთ, რომ გადაწყვიტა, თავის მოადგილედ დაგნიშნოთ. ამგვარად, გააკონტროლებთ მათ,  ვინც წარსულში არაფრად გთვლიდათ. ეს ფაქტი უფრო თავდაჯერებულსა და თავმოყვარეს გაგხდით.



ტყუპები
ტყუპები ამ კვირაში გარე პრობლემებით დაკავდებიან. ახლობლებისთვის ნამდვილი მაშველი აღმოჩნდებით, რომლითაც შეუძლიათ, გვიან ღამით და დასვენების დღეებშიც ისარგებლონ. სანამ კეთილი საქმით ხართ დაკავებული, საკუთარი პრობლემების ლიკვიდაციისთვის დრო, უბრალოდ, არ დაგრჩებათ. კარიერაში მყარი პოზიციის შენარჩუნებას შეძლებთ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებით. ადამიანი, რომელთანაც სულ ახლახან დაიწყეთ სასიყვარულო ურთიერთობა, მოულოდნელად თქვენ მიმართ გულგრილი გახდება, შემდეგ კი გეტყვით, რომ გადაწყვიტა, ამ ურთიერთობას წერტილი დაუსვას.




კირჩხიბი
კირჩხიბებს ვარსკვლავები არ ურჩევენ თანამშრომლებს შორის მოკავშირის ძებნას. რომელიმე რთული პროექტის განხორციელებისას, უმჯობესია, მარტო იმოქმედოთ. ამგვარად თავიდან აიცილებთ ღალატს იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც მუდმივად და სრულად ენდობოდით. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში უფრო ხშირად გააკონტროლეთ თქვენი განწყობა. უხერხულია, ზაფხულის დასაწყისში უმიზეზო მელანქოლიამ შეგიპყროთ. იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი არ მოხდეს, თუნდაც პერიოდულად გაათამამეთ საკუთარი თავი ტყეში სეირნობით, ქალაქგარეთ პიკნიკებზე წასვლით და ამგვარი გასართობი ღონისძიებებით.




ლომი
ლომები უამრავი მაცდუნებელი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდებიან, რომლებიც ფინანსურ სფეროზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ. არ არის გამორიცხული, რომელიმე მაღალი რანგის ადამიანმა ერთობლივ პროექტში მონაწილეობა  ან ხანგრძლივი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. თუკი ამ შანსით ისარგებლებთ, უდავოდ, ფინანსურად აყვავდებით (რა თქმა უნდა, ამ ოცნების ასახდენად ბევრი შრომა მოგიწევთ). პირად ცხოვრებაში, უახლოეს დღეებში, რაიმე დასამახსოვრებელი მოვლენა ან პირიქით, საგანგაშო მიზეზიც  არ არის მოსალოდნელი.



ქალწული
ქალწულებს წინ დაძაბული კვირა ელოდებათ. სამსახურში ყველაფერი თავდაყირა დადგება, რომლის მოგვარებას არასამუშაო საათებში და დასვენების დღეებშიც კი შეუდგებით. სახლში იშვიათად იქნებით, მაგრამ „იშვიათად“ საკმარისი დროა იმისთვის, რომ თქვენი სახლში ყოფნა სკანდალით დასრულდეს. რაც არ უნდა ეცადოთ, ნათესავები ვერ გაგიგებენ, რატომ ხართ ასეთი მკაცრი და აგრესიული. მათგან მხარდაჭერასა და სითბოს ვერ მიიღებთ, რაც თქვენს წყენას კიდევ უფრო გააღრმავებს. საბოლოოდ, როგორც კი სამსახურში საქმეებს მოაგვარებთ, ოჯახურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებთ.



სასწორი
სასწორები მიზნად მნიშვნელოვან დავალებებს დაისახავენ, რომლებიც პირად ურთიერთობებს ეხება. როგორც კი შეამჩნევთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა, მის „გაცოცხლებას“ შეეცდებით. სამსახურის შემდეგ, ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანის ჩახუტება მოგინდებათ. შეეცდებით, გაახაროთ მორიგი სასიამოვნო სიურპრიზით. თქვენი მეორე ნახევარი თქვენს ქმედებებსა და ძალისხმევას ღირსეულად შეაფასებს. ასევე, დაივიწყებს უთანხმოებას, რომელიც უახლოეს წარსულში არაერთხელ გქონიათ. თანდათანობით სახლში კვლავ სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს, რაზეც ასე ძლიერ ოცნებობდით.



მორიელი
მორიელებისთვის ეს კვირა დასამახსოვრებელი არაფრით იქნება. დიდ დროს გაატარებთ  უსაქმურად და ზაფხულის არც ერთი დღის გამოტოვებას არ ისურვებთ. ამ მიზეზით კარიერა და ფინანსური საქმეები მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს. უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის პირადი ცხოვრება და რომანტიკული ურთიერთობები იქნება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყეთ. მეგობრებთან ერთად ხშირად წახვალთ პიკნიკზე ან დატკბებით ზღვის ნაპირზე სეირნობით. თანდათანობით მიხვდებით, რომ თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ გასართობადაა  შექმნილი და არა ცოლქმრული ცხოვრებისთვის.



მშვილდოსანი
ამ კვირაში მშვილდოსნები მოიწყენენ. თქვენს გარშემო სიცოცხლე სრულიად მოკვდება და პროგრესული განვითარება შეჩერდება. გარდა ამისა, გაიგებთ, რას ნიშნავს მარტოობაში ცხოვრება და მორალური მხარდაჭერის არარსებობა. თქვენი მეგობრები საკუთარი საქმეებით დაკავდებიან, ამიტომაც ყველა თქვენს თხოვნას დროის ერთად გატარების შესახებ უარით უპასუხებენ. თანდათანობით, სევდა თქვენი ერთადერთი მეგზური გახდება. მოწყენილობისგან ინტერნეტსაიტებს ეწვევით და სწორედ აქ აღმოაჩენთ თანამოაზრეებს, რომლებიც დაგეხმარებიან, თქვენი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო გახადოთ.



თხის რქა
თხის რქებს ამ კვირაში ეკრძალებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რაიმე სახის ოპერაციების ჩატარება. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, საკუთარი ქონების ყიდვა-გაყიდვა და მსგავსი საქმეები მოულოდნელ შედეგს მოგიტანთ. თანაც, საუბარია, არა მხოლოდ ფულადი დანაკარგის რისკზე, რომელიც უძრავ ქონებაში დააბანდეთ. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემები, სწორედ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდგომ დაგეწყოთ. მაგალითად, გაირკვევა, რომ ძალიან ცუდ უბანში მოხვდით, ან თქვენი მეზობლები ამორალური მოქალაქეები არიან. ერთი სიტყვით, უმჯობესია, ბინის საკითხი გარკვეული დროით ღიად დატოვოთ.



მერწყული
მერწყულები ამ კვირაში საბოლოოდ გაიფუჭებენ ურთიერთობას არასასურველ ნათესავებთან. გაჩუმებას ვერ შეძლებთ, როდესაც ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი თქვენს პროვოცირებას შეეცდება. ასე დაიწყება სკანდალი, რომელიც თქვენი „ოჯახური კლანის“ დაშლის მიზეზი გახდება. კვირის ბოლომდე უსასრულო ზარებზე მოგიწევთ პასუხი. ნათესავები ხან თხოვნით, ხანაც მუქარით მოგმართავენ და სიტუაციის გამოსწორებისკენ მიგითითებენ. ოპონენტებთან შესარიგებლად ძალიან არააქტიურ ნაბიჯებს გადადგამთ. საბოლოოდ, თქვენი ოჯახური კონფლიქტი კიდევ უფრო დამძიმდება.



თევზები
თევზები მთელ კვირას უსასრულო მოგზაურობაში გაატარებენ. დღის საათებში ქალაქში ისეირნებთ და თან სამსახურებრივ მოვალეობებს შეასრულებთ (უფრო ზუსტად, თქვენი ხელმძღვანელის აკვიატებით). საღამოს და დასვენების დღეების გატარებას კი აგარაკზე გადაწყვეტთ. ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. დამშვიდდებით და უფრო თავდაჯერებული გახდებით, ხოლო ყველა თქვენი შინაგანი შიში უკვალოდ გაქრება. კიდევ ერთ პოზიტივს მეორე ნახევართან ურთიერთობა მოგიტანთ, რადგან თქვენს საყვარელ ადამიანში რომანტიკა კვლავ გაიღვიძებს.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?