მშვილდოსანი
მშვილდოსნების პარტნიორებს ნამდვილად გაუმართლათ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მეორე ნახევრის მიმართ საოცრად ვნებიანები არიან. მშვილდოსნებს უყვართ ჰარმონია საწოლში, არასდროს გადააქვთ ყურადღება წვრილმანებზე და მზად არიან, საყვარელ ადამიანს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭონ.
მორიელი
მორიელებს მრავალფეროვნება უყვართ. ისინი მზად არიან სიახლეებისთვის ნებისმიერ მომენტში. სიახლოვისას ყოველ ჯერზე სურთ ექსპერიმენტები. მორიელი ვნებიანად და შეუზღუდავად სწავლობს თავის პარტნიორს და ახალ-ახალ ხერხებს აგნებს სიამოვნების მისაღწევად.
ტყუპები
წინააღმდეგობები, რომლებიც ტყუპებში იმალება, ვნების ნამდვილ წყაროზე მიუთითებს. ტყუპები ყველას მოჯადოებას ახერხებენ, ვისაც მოსაწყენი ყოველდღიურობა მობეზრებული აქვს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ზოდიაქოს სხვა ნიშნების დაპყრობა და თავის შეყვარება მხოლოდ ერთი გამოხედვითაც კი შეუძლიათ.