ქალწული
მათი ლიდერობა მარტივად აიხსნება - ქალწულებს შეუძლიათ და უყვართ სწავლა და გარკვევა იმ საქმის ყველაზე წვრილმან დეტალებშიც კი, რასაც აკეთებენ. მათ არა მხოლოდ უყვართ მუშაობა, არამედ მუდამ მიისწრაფვიან იმისკენ, რომ ნებისმიერი სამუშაო შესანიშნავად შეასრულონ. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყოველთვის საუკეთესოები იქნებიან და ყოველთვის აღმოჩნდებიან სხვებზე წინ.
მორიელი
ამბიციურობა, გადამეტებული ეგოიზმი და უნარი, არ დაინახონ სხვების პრობლემები - აი, ის, რაც მორიელებს აძლევს წარმატების მიღწევის საშუალებას ბიზნესში. ამასთანავე, თუ გსურთ, იპოვოთ ქარხნის მმართველის კლასიკური წარმომადგენელი, ანდაც ადამიანი, რომელსაც შეუძლია, თითოეული თეთრის გამო იცრუოს, მორიელზე უკეთესს ვერავის მოძებნით.
ტყუპები
ზუსტად ის, რომ ამ ადამიანში 2 სხვადასხვა პიროვნება სახლობს, საშუალებას აძლევს ტყუპებს, მიაღწიონ წარმატებას იქ, სადაც ზოდიაქოს სხვა ნიშნები მარცხს განიცდიან. ტყუპებს შეუძლიათ, პრობლემის სრულიად უჩვეულო კუთხიდან დანახვა, რაც ბიზნესსაქმიანობაში მათი წარმატების მიზეზია.