თქვენი ბედი და ხასიათი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

ჰოროსკოპი

26 ივლისი 10:00, 2016 წელი

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, ჰოროსკოპი 12-წლიანი ციკლით გამოითვლება. განსაზღვრულ წელს დაბადებული ადამიანი თანდაყოლილი თვისებებით გამოირჩევა, რომელთა მიხედვითაც მათი ბედი განისაზღვრება.

ვირთხა: 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020... 
ვირთხას აგრესია ახასიათებს. ერთი შეხედვით მშვიდი და მხიარულია. ის არაფერში იზღუდავს თავს. არის შესანიშნავი კრიტიკოსი. აქვს ძალიან კარგი გემოვნება. უყვარს პირად სიამოვნებაზე ზრუნვა. ისინი აზარტული მოთამაშეებიც არიან. 
ვირთხას იღბალი აქვს, თუმცა ცხოვრებაში შესაძლებელია, დიდი ქონებრივი დანაკარგიც ნახოს. ეს დამოკიდებულია მისი ცხოვრების სტილზე - თავქარიანი ვირთხები გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებენ. თუ მშვიდ ცხოვრებას აირჩევენ, გონებრივ სამსახურში წარმატებას მიაღწევენ.



ხარი: 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009...

ხარისთვის სამსახური და ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის თავშეკავებული და ზომიერია. უყვარს მარტოობა. აქვს ორიგინალური ხედვა. ძალიან ჯიუტია. არის კარგი ხელმძღვანელი. სძაგს ბიუროკრატია. გამოირჩევა ერთგულებით. მისთვის სასიყვარულო ფლირტი მიუღებელია.
ხარის წარმატებულ ცხოვრებასა და ბედს მისი მშრომელი ხასიათი განსაზღვრავს. ისინი ყველაფერს რთულად აღწევენ. კარგად შეუძლიათ მომავლის განჭვრეტა და ამიტომ სტაბილურ მომავალს ადვილად იქმნიან.



ვეფხვი: 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010...

ვეფხვს ენერგიულობა ახასიათებს. ბავშვობიდან აქვს გამოხატული ლიდერის თვისებები. მოითხოვს პატივისცემასა და დაფასებას. შეუძლია, უკანმოუხედავად გარისკოს. არ უყვარს იერარქია და კონსერვატიზმი. აქვს ძლიერი სიყვარულისა და ფილოსოფიურად აზროვნების უნარი.
ვეფხვებს მოულოდნელად უმართლებთ. ისინი განსაკუთრებული ბედის პატრონები არიან. მათ ბობოქარი ცხოვრება ელით. შესაძლოა, უამრავ ხიფათს გადაეყარონ. ვეფხვს უშფოთველად ყოფნა ცხოვრების ინტერესს უკარგავს.



კატა (ბოცვერი): 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011...

კატა დახვეწილი და მშვიდია. ისწრაფვის უსაფრთხოებისკენ. იცის თავისი თავის ფასი და მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს. ხშირად ეძალებათ მელანქოლია. ძალიან ალერსიანები არიან. არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა.
არის კატებში რაღაც მისტიკურიც, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. ისინი ცხოვრების ყველა ეტაპს მშვიდად გაივლიან. თუ რაიმე დაბრკოლებას გადააწყდებიან, შესაძლებელია, ვერც გადალახონ, რადგან წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.



დრაკონი: 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012...

დრაკონი ძალიან ჯანმრთელია. არის ენთუზიაზმით სავსე, დიდსულოვანი და სიცოცხლისმოყვარე. უყვარს აქტიური ცხოვრება. მოაქვს სიმდიდრე და სიკეთე. დრაკონს მოჩვენებითი სიძლიერე ახასიათებს. მართალია, ის ყველგან ანათებს, მაგრამ „ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“.
ცხოვრების მანძილზე დრაკონები დიდ წარმატებას აღწევენ ნებისმიერ საქმეში. უმართლებთ სიყვარულშიც. აქვთ ხანგრძლივი სიცოცხლე. მიდრეკილები არიან მარტო ცხოვრებისკენ და იშვიათად ქორწინდებიან.



გველი: 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013...

გველი ბრძენი და გამჭრიახია. აქვს კარგი იუმორის გრძნობა. იცვამს დახვეწილად. აზროვნებს ფილოსოფიურად. აქვს კარგი ინტუიცია. უფრო მეტად შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს ეყრდნობა, ვიდრე ფაქტებს. ბუნებით ეჭვიანია. ხშირად ვარდება უკიდურესობებში. არ უყვარს რისკი. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს. უყვარს სითბო.
გველს ბედი ფულში სწყალობს. მისი ცხოვრება ერთდროულად უდარდელიც არის და თავგადასავლებით სავსეც. დასახული მიზნისთვის ყველაფერს აკეთებს. ვერ იტანს ჩავარდნებს. მეექვსე გრძნობის წყალობით, მომავალს კარგად განსაზღვრავს.



ცხენი: 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014...

ცხენი ძალიან პატიოსანია. შეუძლია მართოს მასები. აქვს გონებრივი და ფიზიკური შრომის კარგი უნარი. ადვილად გამოდის მდგომარეობიდან. საშინლად პატივმოყვარეა. ინდივიდუალისტია, ცოტა ეგოისტიც. ცხენი მხიარულია და დახვეწილი მანერები აქვს. გიჟდება სანახაობებზე. სიყვარულის გამო ყველაფრის მიტოვება შეუძლია.
ცხენები დიდ წარმატებას აღწევენ სპორტსა და პოლიტიკაში. მოხერხებულობა და ტემპერამენტი ცხენს გამორჩეული ცხოვრების საშუალებას მისცემს. მათი ცხოვრება მოულოდნელობებით იქნება სავსე. შესაძლებელია, პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი დაუფიქრებლად დაანგრიონ.



თხა (ცხვარი): 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015...

თხა არტისტული, მოუსვენარი და ჭირვეულია. არ გააჩნია დროის შეგრძნება. ხშირად არის ბედით უკმაყოფილო. შეუძლია იყოს ძალიან მომხიბვლელი. უყვარს როდესაც სხვაზეა დამოკიდებული. აქვს მიდრეკილება ქველმოქმედებისკენ. საზოგადოებაში მოკრძალებულია.
თხა წარმატებას მხოლოდ სხვისი ზეგავლენით აღწევს. თხები მიზანმიმართულად მოქმედებენ იმისთვის, რომ მატერიალური საზრუნავის გარეშე იცხოვრონ. მათი ბედი განპირობებულია კარგი პარტნიორის შერჩევით.



მაიმუნი: 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016...

მაიმუნი დაუზარელი და ცბიერია. აქვს კარგი იუმორის გრძნობა. ბუნებით დამოუკიდებელი და ინდივიდუალისტია. საკუთარი ინტერესების დაცვას მოხერხებულად ცდილობს. მაიმუნი კარიერისტი და მოქნილია. რთული პრობლემების გადაჭრა უყოყმანოდ შეუძლია. აქვს გამჭრიახი გონება და დიპლომატიის ნიჭი.
მაიმუნი ყველა წამოწყებულ საქმეში წარმატებას მიაღწევს. არსებულ სიტუაციაში კარგად შეუძლია გამოიყენოს მოცემული შანსი. ისინი ცნობადი სახეები ხდებიან და ბედნიერი ცხოვრება აქვთ. ცვალებადი ხასიათის გამო უჭირთ სიყვარულის შენარჩუნება.



მამალი: 1933 1945 1957 1969 1981 1993 2005, 2017...

მამალი ექსცენტრიკული და გაბედულია. უფრო ბევრს ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს, თუმცა აქტიურობა უყვარს. აქვს კარგი ანალიზის უნარი და ყოველთვის რთულ საქმეს ეჭიდება. იცის, რა უნდა აკეთოს და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ცხოვრობს. მოსწონს იმპროვიზაციები და ოცნება. ის უკან არასოდეს იხევს.
მამალს ფული უყვარს, მაგრამ ისიც იცის, რომ უნდა იშოვოს და თუ მოინდომა, გამდიდრდება კიდეც. მის ცხოვრებაში სირთულეც ბევრი იქნება და ბედნიერებაც. უფულობასაც იგემებს, გამდიდრებასაც, ტკბილ სიყვარულსაც და მიტოვების სიმწარესაც.



ძაღლი: 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018...

ძაღლი სამართლიანი და ერთგულია. ის სულ ფხიზლობს. შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ურთიერთობებში ლოიალურია. სინამდვილეში კი - გულჩათხრობილი. სიმართლის მოყვარული ძაღლები ძალიან გონიერებიც არიან. აქვთ მოსმენის კარგი უნარი. არანაირი დაინტერესება არ გააჩნიათ ფულის მიმართ.
ძაღლებს უდარდელი ცხოვრება მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ უარს იტყვიან მთავარ ღირსებებზე - უანგარობასა და პატიოსნებაზე. სხვა შემთხვევაში ის მთელი ცხოვრება შრომობს და თან სინანული იპყრობს, რომ ბევრ რამეს ვერ ასწრებს. სიყვარულში დიდი გამოწვევა ექნება.


ღორი (ტახი): 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019...
ღორო კეთილი და გალანტურია. ის ძალიან გულუბრყვილო და მშვიდობისმოყვარეა. უყვარს საჩუქრები და დღესასწაულები. იშვიათად მიდის კომპრომისზე. შეუძლია მოთმინება. არასოდეს შეეცდება მოტყუებას. დიდხანს ფიქრობს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცეა და ვერავინ შეეწინააღმდეგება.
ღორი მატერიალისტია. მას აუცილებლად ექნება სამსახური და ფული. იმ შემთხვევაში, თუ საქმეში სხვას ენდო, შესაძლებელია, მოტყუებული დარჩეს. შეუძლია, დიდ წარმატებას მიაღწიოს ხელოვნების სფეროში. ცოლქმრულ ცხოვრებაში ხშირად ექნება პრობლემები.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?