ვერძს მხურვალე და ხმაურიანი ემოციები ახასიათებს. მას ყველაფერი სურს დღეს, ახლა და ამწამს. ამიტომ ცდილობს, რეკორდულ დროში მოხიბლოს ქალი და ხშირად, ამ მხრივ, ზედმეტად შემტევია.
კუროს ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად უყვარდება. ამიტომ მისი გრძნობების აფიშირებას გაცნობიდან მოკლე დროში ნუ დაელოდებით. სამაგიეროდ, დიდხანს და ერთგულად ეყვარებით.
ტყუპს სპონტანურად უყვარს, ხშირად ორი ქალი ერთად (ოღონდ ორივე სხვადასხვანაირად). ხომ იცით, ტყუპი ორმაგი ნიშანია, ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ.
კირჩხიბის სიყვარული ძლიერი და ყოვლისმომცველია, ლამის „კუბოს კარამდე”. თუმცა, თავიდან ღიად და აშკარად არ ახდენს ემოციების აფიშირებას, აი, როცა გათამამდება და გამოხატვას დაიწყებს, უფრთხილდით…
ლომს უყვარს „თეატრალურად“ და ლამაზად, ყველას დასანახად. მისი რომანები მუდამ საზოგადოების განხილვის საგანია. გრძნობების გამოხატვა რომანტიკული და გრანდიოზული სიურპრიზებით მოსწონს.
ქალწულის სიყვარული პრაგმატული და გაწონასწორებული საქციელით ვლინდება. მას ჩუმი, მაგრამ საოცრად ერთგული სიყვარული შეუძლია, რომელიც ზრუნვასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.
სასწორს ზუსტად ისე უყვარს, როგორც უნდა უყვარდეთ. როცა სასწორი შეყვარებულია, საოცრად გალანტური, პოეტური და რომანტიკული ხდება. მის გვერდით თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ.
მორიელს მტანჯველი, დესტრუქციული სიყვარული შეუძლია. ოტელოსავით ეჭვიანი და წინდახედულია, ამიტომ სიყვარულის ობიექტს ათას ქარ-ცეცხლში გაატარებს და გამოცდის, სანამ საკუთარი სიყვარულის ღირსად ჩათვლის.
მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ ყველა მორიგი შეყვარებული „ნამდვილად“ უყვარს, თუმცა - დროებით და მომავალი იდეალის ძიებამდე. უყვარს ხმაურიანად და რომანტიკულად.
თხის რქას მოზომილი ემოციები აქვს. სიყვარულიც გააზრებული და სტაბილური იცის. თუმცა, იშვიათად გამოხატავს გრძნობებს ენის მოჩლექით და ზედმეტი სითბოთი.
მერწყულის სიყვარული მეგობრობითა და თანამოაზრეობით იწყება. უყვარს ორიგინალურად, თუმცა არ გახლავთ ტრადიციული შეყვარებული. ამიტომ მისგან გმირობებს ნუ ელით.
თევზებს სიყვარულის იდეალიზაცია ახასიათებთ. უყვართ მთელი გულით და თავგანწირულად, მაშინაც კი, თუ მათი სიყვარული ცალმხრივი და უიმედოა.