ყველაზე თავზეხელაღებული ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

16 ოქტომბერი 10:00, 2016 წელი

მოდით, ზოდიაქოს ნიშნების ნეგატიურ მხარეებს გადავავლოთ თვალი. მაშ ასე, გაიცანით ეს სამი თავზეხელაღებული...

ვერძი – პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, გულუხვად აჯილდოებს ვერძებს თავგადასავლებისა და ფათერაკების სიყვარულით. ვერძს მოსწონს რისკი, თუმცა იშვიათად ატანს გონიერებას საკუთარ ქმედებებს და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს მის მორიგ სახიფათო თავგადასავალს. ამასთანავე, ვერძები შესაშური გამძლეობით გამოირჩევიან, სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც დაბადებიდან დაჰყვათ, ეხმარება ამ ხალხს ნებისმიერი განსაცდელის ან ტრავმის შემდეგ, რეკორდულად მოკლე დროში დადგეს ფეხზე და… ისევ იგივე, ან უფრო უარეს ფათერაკებში გაყოს თავი.


 


ტყუპი – მას იმდენად სძულს მოწყენილობა და რუტინა, რომ მზადაა, ნებისმიერი თავგადასავლისთვის. ტყუპი დუალური ნიშანია, ამიტომაც არიან ეს ადამიანები მუდმივ მოძრაობაში და ეძებენ სიახლეებს. მოსწონთ ახალი შთაბეჭდილებები, ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი სიმაღლეების დაპყრობა მორიგ მობეზრებამდე. ისინი კისრისტეხით ატარებენ მანქანას ან ხვდებიან სერიოზული კონფლიქტის ეპიცენტრში საკუთარი, ბასრი და ზედმეტად „მჭრელი“ ენის გამო. თუმცა, გასაოცარი ოსტატობით ძვრებიან ხოლმე დაძაბული სიტუაციიდან და სხვების დაშოშმინებაც გამოსდით.


 


მორიელი – მისი ბუნება დესტრუქციული და მაქსიმალისტურია. მორიელს მოსწონს ნგრევა და შენება. ამიტომ სიმშვიდე, როგორც ასეთი, მასზე მომაკვდინებლად მოქმედებს და უმალ იწყებს ბზარების კეთებას თუ ცხოვრებაში, თუ ურთიერთობაში. მისთვის მისაღები და მომხიბვლელია ბეწვის ხიდზე დგომა, სიკვდილთან ან აკრძალულ ემოციებთან პირისპირ. ხანდახან იგი სპეციალურად კარგავს საყვარელ ადამიანს საიმისოდ, რომ მომავალში მისი მოპოვება ბრძოლის, განცდებისა და ემოციების დიდ დოზად დაუჯდეს. ამ ხალხს მოსწონს ექსტრემი, რის გამოც ხშირად ინტერესდება კრიმინალური სამყაროს სიღრმეებით, სახიფათო სპორტით ან ისეთი პროფესიებით, რომელიც მუდმივად დაძაბულ რეჟიმსა და სიკვდილთან ბრძოლის აუცილებლობას ითვალისწინებს (მაშველი, კასკადიორი, ქირურგი).

კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?