ცეცხლის სტიქიის ბავშვები - ვერძები, ლომები და მშვილდოსნები ჰიპერაქტიურობითა და ენერგიულობით გამოირჩევიან. მათთვის აუცილებელია, რკინის შემცველი პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.
ასეთი ბავშვები უმადობას არასოდეს უჩივიან, თუმცა თამაშით გართულებს ხშირად ავიწყდებათ ჭამა.
შესაბამისად, მშობელს მაქსიმალური ყურადღება მოეთხოვება, რომ შვილის კვების რეჟიმი გარკვეულ გრაფიკს დაუქვემდებაროს.
ხშირად ცეცხლის ნიშნის ბავშვებს კომპიუტერთან ან თამაშის პროცესში მოსწონთ საკვების მიღება, რაც ასევე დაუშვებელია!
რაც შეეხებათ მიწის სტიქიის ნიშნებს – კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს, მათ შორის განსხვავებულ ინდივიდებს ვხვდებით. მაშინ როცა კურო საკმაოდ ღორმუცელა და გურმანი ბავშვია, ქალწულის მშობელს გამუდმებით უწევს შვილის პრეტენზიულობასთან შეგუება. ქალწულ ბავშვებს უმადობა ნაკლებად აწუხებთ, თუმცა მათ სპეციფიკური გემოვნება აქვთ, რაც ხშირად ხდება მშობლისთვის დიდი „თავის ტკივილის“ მიზეზი. რაც შეეხება თხის რქას, ის პატარა ასაკში ხშირად იტანჯება ცუდი მადით, ამიტომ სასურველია, ამგვარი ბავშვების რაციონში ვიტამინებით გაჯერებული საკვები შევიტანოთ.
წყლის სტიქიის ბავშვები - თევზები, კირჩხიბები და მორიელები ხშირად დიდი დოზით გურმანები არიან და არცთუ იშვიათად ახასიათებთ წონის მატებისკენ მიდრეკილება. ამიტომ მშობელს მოეთხოვება, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ პატარას ზედმეტად მსუყე, ქოლესტერინით მდიდარი და გაჯერებული საკვები დოზირებულად მიაწოდოს, რათა სამომავლოდ თავიდან ააცილოს წონასთან დაკავშირებული პრობლემები.
ჰაერის სტიქიის ნიშნებს - ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს, ცეცხლის ნიშნების მსგავსად, ჰიპერაქტიურობა ახასიათებთ. თუმცა, ბევრი მათგანი ასევე მომატებული გონებრივი აქტივობითაც გამოირჩევა, რის ხარჯზეც თქვენს „ჰაეროვან შვილს“ ბევრი თხილეული და ისეთი ტიპის სასარგებლო პროდუქტი უნდა მოუმარაგოთ, რომელიც ტვინის აქტივობას მაქსიმალურად უწყობს ხელს.