28 ნოემბრის-4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

27 ნოემბერი 19:30, 2016 წელი

ნუ შეგაშინებთ ცვლილებები. უარის თქმა მოგიწევთ საკუთარ სისუსტეებსა და კაპრიზებზე. როგორც კი გულდასმით იმუშავებთ საკუთარ თავზე, თქვენი რეალობა საფუძვლიანად შეიცვლება. კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი უფულობისგან გაგათავისუფლებთ და პირადი ცხოვრებაც სწორედ ისე განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ და არა სხვას. ერთი სიტყვით, გამბედაობა  წარმატების მომტანი აღმოჩნდება.

ვერძი
კვირის მანძილზე ვერძები ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესს გამოავლენენ. თუმცა, თქვენ არ შეუდგებით ამა თუ იმ საკითხის საფუძვლიანად შესწავლას. ძირითადად, თქვენი ხელმძღვანელის პირადი ცხოვრების „გამოძიებით“ დაკავდებით. სულ მალე, დირექტორი გაიგებს, რომ თქვენ მისდამი განსაკუთრებული ინტერესი გამოძრავებთ. გამოგიძახებთ და გთხოვთ, რომ სამომავლოდ უფრო ღირსეულად მოიქცეთ. ხელმძღვანელთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ და ამ მიზეზით თქვენთვის მუშაობა ნამდვილ ტანჯვად იქცევა. არ გამოირიცხება, რომ დასვენების დღეებში იძულებული გახდეთ ახალი სამსახური ეძებოთ.


 


კურო
ამ კვირაში კუროები დაბალანსებულ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოულოდნელად მოიფიქრებთ, რომ დროა, დაშალოთ სასიყვარულო კავშირი, რომელიც არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს სიამოვნებას არ განიჭებთ. თქვენს გულისსწორს გულწრფელ დიალოგზე სასაუბროდ მოიწვევთ და საკუთარ მოსაზრებას გააჟღერებთ. თქვენი მეორე ნახევარი არ შეგეწინააღმდეგებათ და მხოლოდ რამდენიმე ნიუანსის გარკვევა დაგჭირდებათ (რა გზით უნდა დაშორდეთ ერთმანეთს და როგორ უნდა გაინაწილოთ ერთობლივი ქონება). თქვენს ახლობლებს ამგვარი სიახლე გააოგნებთ და მომენტალურად ყველაზე პოპულარული გმირი გახდებით.


 


ტყუპები
ტყუპები კვირის მანძილზე არასერიოზული ქცევებით გამოირჩევიან. ენთუზიაზმით არ შეუდგებით სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, რადგან უპირატესობას პირად ცხოვრებას მიანიჭებთ. სამსახურში გატარებულ საათებს ახალ პარტნიორთან სმს-ების გაგზავნაში გაატარებთ. მას კი, ისევე, როგორც თქვენ, მთლიანად მონუსხავს ახალი რომანი და თქვენს წყვილში ნამდვილი იდილია იზეიმებს. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ რომანტიკული განწყობის მიზეზით თქვენი კარიერა ვერ განვითარდება (გარდა ამისა, დირექტორი იმდენად უკმაყოფილო დარჩება თქვენი მუშაობით, რომ სამსახურიდან გაგდებით დაგემუქრებათ).


 


კირჩხიბი
მომდევნო შვიდი დღე კირჩხიბებისთვის პერსპექტიული აღმოჩნდება. დამოუკიდებლად წამოიწყებთ ბიზნესპროექტს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ თქვენს ფანტაზიებში არსებობდა. პარტნიორის როლზე ახლობელს მოიწვევთ (ადამიანს, რომელიც შესანიშნავად ერკვევა მცირე ბიზნესსა და მეწარმეობაში). მისი მხარდაჭერით თქვენი პროექტი საკმაოდ წარმატებით დაიწყებს მუშაობას, მაგრამ პირველ ფულად მოგებას ჯერჯერობით ვერ ნახავთ. მეტიც, პირველ ეტაპზე, მთელ თქვენს შემოსავალს თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას დაუთმობთ, თუმცა, ეს მომენტი ნამდვილად არ გახდება თქვენთვის პესიმიზმისა და აღელვების მიზეზი.


 


ლომი
ლომები კვირის დღეებს ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებას დაუთმობენ. შეეცდებით, იმ ნათესავს შეურიგდეთ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენი შეურიგებელი ოპონენტი იყო. თქვენი ძალისხმევის დახმარებით ეს ურთიერთბრძოლა რეალურად შეწყდება, მაგრამ თქვენ და თქვენს ნათესავს ჯანსაღი ურთიერთობა მაინც ვერ გექნებათ. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეძლებთ ურთიერთობის დალაგებას იმ ადამიანთან, რომლის გულის მონადირებას დიდი ხანია, ცდილობთ. ის სიამოვნებით მიიღებს თქვენგან ნებისმიერი ტიპის ყურადღებას და დარწმუნდებით, რომ ამ ადამიანთან რომანის დაწყება ძალიან ახლოსაა.


 


ქალწული
კვირის განმავლობაში მკაცრ და მტკიცე ბუნების ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა. მას თქვენს საქმიან პარტნიორად დანიშნავენ, რათა რთული პროექტის შესრულებაში დაგეხმაროთ და პირველ ეტაპზე ეს ინფორმაცია გაგახარებთ კიდეც. დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებაზე არ იდარდებთ, რადგან თქვენი კოლეგა საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი აღმოჩნდება (მთელ კოლექტივში ყველაზე გამოცდილი). თუმცა, როგორც კი  ერთობლივ პროექტზე მუშაობას შეუდგებით, მიხვდებით, რომ თქვენი საქმიანი პარტნიორი საკმაოდ რთული ადამიანია და მასთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ. საბოლოოდ, ერთობლივი სამუშაოს წარმატებისთვის პირად „მეს“ სრულიად დაივიწყებთ.


 


სასწორი
სასწორების შედგენილ კვირის გეგმას მუდმივი კორექტირება დასჭირდება. თქვენს გარშემო მოვლენები ასტრონომიული სისწრაფით შეიცვლება და მასთან გამკლავება გაგიჭირდებათ. პირად პროექტებზე მუშაობის დაწყებისა და მნიშვნელოვანი საუბრების  გადატანა იმ მომენტისთვის მოგიწევთ, როდესაც თქვენ გარშემო სიტუაცია მეტ-ნაკლებად დამშვიდდება. ასევე, დროებით კატეგორიული უარი თქვით იმ ნივთის შეძენაზე, რომლის მოსაპოვებლად ფული  უკვე თითქმის მოაგროვეთ. ერთი სიტყვით, თქვენს იმედგაცრუებებს დასასრული არ ექნება და შესაბამისად, კვირის ბოლოს, თქვენს ემოციურ განწყობას ყველაზე დაბალი შეფასება მიეცემა.


 


მორიელი
ამ კვირაში საბოლოოდ შეძლებთ დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენას. თანხას სრულად მოაგროვებთ იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი ნივთის მფლობელი გახდეთ (ამ საკითხში შესაძლოა, უფროსი ნათესავი დაგეხმაროთ. უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში თქვენთვის კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენა რომანტიკული ნაცნობობა გახდება. გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება  ერთ ადამიანში იყოს თავმოყრილი გარეგნული სილამაზე, მშვიდი ხასიათი და მრავალრიცხოვანი ნიჭი. მას საკმაოდ მალე დაუახლოვდებით და მასში სულ უფრო ახალ და ბრწყინვალე თვისებებს აღმოაჩენთ.




მშვილდოსანი
მშვილდოსნები ნებისმიერი ადამიანისა თუ სფეროს მიმართ კონსერვატორულ მიდგომას გამოავლენენ. აშკარად და დაუზარელად გაეცნობით მუშაობის ინოვაციურ მეთოდებს, რაც თქვენს ხელმძღვანელობაში გაკვირვებას გამოიწვევს. პირად საქმეებში ყველაფრისადმი მიდრეკილება ხელს შეგიშლით, გამოსცადოთ ახალი ემოციების სპექტრი თქვენი ხანგრძლივი ქორწინებიდან. უარს იტყვით უჩვეულო ექსპერიმენტზე, რომელსაც მეორე ნახევარი შემოგთავაზებთ. ოდნავ მოგვიანებით, თქვენი უარი სერიოზული განხეთქილების მიზეზი გახდება.


 


თხის რქა
კვირის დღეებს უსასრულო კომუნიკაციებში გაატარებთ. ურთიერთობა სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მოგიწევთ და იმისთვის, რომ მათთან საერთო ენა გამონახოთ, საოცარ დიპლომატიას გამოავლენთ. საბოლოოდ, დიდი წარმატებით გაართმევთ თავს საქმიან მოლაპარაკებებს და თქვენს სამსახურებრივ ავტორიტეტს მნიშვნელოვნად გაამყარებთ. დასვენების დღეებში ორატორული ნიჭი პირად ფრონტზე გამარჯვებაშიც დაგეხმარებათ. სიმპათიური პიროვნების ყურადღების მოსაპოვებლად ბევრს იბრძოლებთ და ისიც სწორედ თქვენ გამოგარჩევთ მისი ხელისა და გულის უამრავი მთხოვნელიდან. სანამ თქვენი კონკურენტები ერთ კუთხეში დგანან, თქვენ ცხოვრების მთავარ რომანს წამოიწყებთ. 


 


მერწყული
ამ კვირაში მერწყულებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაშფოთებთ. გამორიცხული არ არის, რომ ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ შეგახსენოთ თავი და სასიცოცხლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოს ტკივილი იგრძნოთ. იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, ექიმთან სასწრაფო ვიზიტს გადაწყვეტთ, მაგრამ მასთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. სანამ ისეთ სპეციალისტს მოძებნით, რომელსაც თქვენს ჯანმრთელობას უშიშრად ანდობთ, მკურნალობისთვის საჭირო ოპტიმალური დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. დაავადება კიდევ უფრო გაძლიერდება და ნორმალურად მუშაობაში ხელს შეგიშლით.


 


თევზები
თევზები კვირის მანძილზე სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ გამოირიცხება, რომ პროფესიული ამპლუა სრულიად შეიცვალოთ ან ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვათ. თქვენი ამგვარი გადაწყვეტილება უამრავ ადამიანს გააოგნებს და თქვენს არასერიოზულ ქმედებებზე გაუთავებლად დაიწყებენ ლაპარაკს. თუმცა, თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში წუთითაც კი არ შეიტანთ ეჭვს, სანამ დაწყებული ცვლილებებიდან განსაკუთრებულ ემოციურ დისკომფორტს არ გამოცდით (ამ გრძნობას თქვენი მისამართით მუდმივი ჭორაობა გაამწვავებს), მაგრამ, მიუხედავად ამისა, დროის უკან დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ გაგიჩნდებათ.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?