ამჯერად იმის შესახებ მოგითხრობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს როგორი ტიპის ჯინსის ტარებას ურჩევენ ასტროლოგები…
ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალებს ექსპერიმენტების მიმართ გააჩნიათ მიდრეკილება, მათი სტილია ე.წ. „ბოიფრენდ“ ჯინსი, თამამი ნახევებით.
კუროს სხეულის სავსე ფორმებით გამოარჩევთ, მათ უმეტესობას ასევე ლამაზი ფორმის მკერდი აქვს, ამიტომ ასტროლოგები კუროს ურჩევენ მაღალწელიანი ჯინსი ატარონ, კლასიკური მელნისფერი.
ტყუპის ზოდიაქოს ნიშანი ცვალებადი და ბავშვურია, მათთვის საუკეთესო არჩევანი ფერადი ჯინსია. ეს ყველაზე კარგად ასახავს ტყუპის ცვალებადობას.
კირჩხიბის ნიშანი ქალური და იდუმალია. მათთვის ასტროლოგები ე.წ. „ჯინსი კაბა-შარვალის“ ან „შლაქსის“ ფორმის ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქალებს ყველაფერში პომპეზურობა უყვართ. მათთვის ასტროლოგები ყველაზე შესაფერისად თვლებით ან ტყავის ელემენტებით გაწყობილ ჯინსს მიიჩნევენ.
ქალწულის ზოდიაქოს სხვებისგან სისადავე და მინიმალიზმის სიყვარული გამოარჩევს. ამიტომ ქალწულმა ჯინსიც კლასიკური ფორმის, სწორი და ყოველგვარი ზედმეტი ელემენტების გარეშე უნდა ატაროს.
სასწორის ნიშნით დაბადებული ქალები საოცრად ქალურები და მომხიბვლელები არიან. მათთვის ასტროლოგები ე.წ. „დაპრინტულ“ ჯინსს მიიჩნევენ იდეალურად.
მორიელს, რომელიც ნებისმიერ სამოსში აფრქვევს სექსუალურ ენერგეტიკას, ასტროლოგები „მამაკაცური სტილის” ჯინსის ტარებას ურჩევენ. ამიტომ მორიელს შეუძლია, უბოდიშოდ მიისაკუთროს კიდეც პარტნიორის სამოსი.
მშვილდოსნის ზოდიაქოს პრაქტიკულობა მოსწონს. შესაბამისად, მათთვის იდეალური იქნება ე.წ. „სქინი“ ანუ ვიწრო ფორმის ჯინსი.
თხის რქა კლასიკის მოყვარული ნიშანია და ხშირად სულაც არ სწყალობს ჯინსის შარვლებს. თხის რქისთვის შედარებით მისაღები შავი ან მუქი მელნისფერი ჯინსი იქნება.
მერწყული კრეატიული და ორიგინალური ნიშანია, მისთვის ნებისმიერი ტიპის ჯინსია მისაღები, რომელსაც საკუთარი ხელით გააფორმებს ნაქარგებით ან თველბის კომპოზიციებით.
და ბოლოს, თევზების ზოდიაქოს ნიშანი ნაზი და ჰაეროვანია, მისთვის ასტროლოგები ე.წ. „მოთეთრო-მოცისფრო” ფერის ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას, „მოხარშულის” ეფექტით.