როგორ უნდა მოვაწონოთ თავი ზოდიაქოს ნიშნებს?

ჰოროსკოპი

11 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

„პირველი ეფექტის“ თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესშეხვედრებზე, ასევე ე.წ. რომანტიკულ პაემნებზე... დღეს სპეციალურად გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ შექმნათ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან განუმეორებელი „პირველი შთაბეჭდილება“.

ვერძთან პირველი ნაცნობობისას ნუ შეეცდებით ინიციატივის მთლიანად თქვენს თავზე აღებას. თუმცა, ნურც ზედმეტ სიმორცხვეს გამოიჩენთ. ვერძს უყვარს ზომიერად თამამი, მაგრამ გულწრფელი და არაამბიციური ხალხი.


 


კუროსთან თქვენი პირველი შეხვედრისას ნუ იქნებით სიტყვაუხვი და ნუ აატკივებთ თავს თქვენი ამბების მოყოლით. შეინარჩუნეთ გონივრული დისტანცია, ხშირად გამოიყენეთ „ჟესტების ენა“, რაც კუროების უმეტესობისთვის უფრო მისაღებია.


 


ტყუპთან პირველი ნაცნობობა შეგიძლიათ, გემრიელი ჭორაობის საბაბად აქციოთ. ამ ხალხს მოსწონს მოლაპარაკე ინდივიდებთან კომუნიკაცია. ამიტომ რაც იცით და რაც არ იცით, ყველაფერი გადმოულაგეთ.


 


კირჩხიბთან პირველი ნაცნობობის დროს სასურველია, მოზომილი და ფრთხილი იყოთ ემოციებში. სასურველია, თუკი ყურადღებას გაამახვილებთ და ისაუბრებთ თქვენს ოჯახზე, აქვე თავად მასაც ჩაეკითხებით შვილების შესახებ, ის სიამოვნებით გადაგიშლით გულს ამ კუთხით და მის თვალში ნდობას მოიპოვებთ, როგორც „ოჯახის ადამიანი“.


 


ლომთან პირველ შეხვედრაზე იყავით ბუნებრივი, გაწონასწორებული და მშვიდი. არამც და არამც არ გამოამჟღავნოთ ზედმეტი ამბიცია, ნუ მოჰყვებით თავის ქებას (თუნდაც სავსებით საფუძვლიანად და არგუმენტირებულად). ხშირად შეაქეთ თანამოსაუბრე და მაქსიმალურად გაუსვით ხაზი იმას, რომ თქვენს თვალში პატივისცემას იმსახურებს.


 


ქალწულთან შეხვედრისას უზადოდ უნდა გამოიყურებოდეთ, ყველაზე დიდ ყურადღებას ქალწულები პიროვნების მოწესრიგებულობას აქცევენ. ამასთან, მან არც თქვენს პუნქტუალურობასა და ერუდირებულობაში უნდა შეიტანოს ეჭვი.


 


სასწორზე შთაბეჭდილების მოსახდენად აუცილებელია, იყოთ მაქსიმალურად ღიმილიანი და დიპლომატიური. მოქნილობა და კომფორტულობა  - ეს ის კოზირია, რაც სასწორის გულის მოგებაში დაგეხმარებათ.


 


მორიელს  პირველივე შეხვედრაზე თავი რომ მოაწონოთ, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ამიტომ ზედმეტად ნურც ეცდებით ამას. აჯობებს, გაცნობისას გონივრული დისტანცია დაიჭიროთ. თავშეკავებულობა, სიმშვიდე და საკუთარი თავის ფლობის კარგი უნარი უკვე პლუსია თქვენს სასარგებლოდ მორიელის თვალში. დანარჩენს კი დრო გიჩვენებთ.


 


მშვილდოსნის მოხიბვლა პირველ შეხვედრაზე მარტივია გულწრფელობის, კარგი იუმორისა და გულითადობის ხარჯზე. თუკი თქვენ მხიარული, ბავშვურად ოპტიმისტი და გულღია ადამიანი ხართ, მშვილდოსანს უმალ მოეწონებით.


 


თხის რქასთან პირველი ნაცნობობა აუცილებლად ეტიკეტის ნორმების გათვალისწინებით უნდა შედგეს. სასურველია, თუკი ახალგაცნობილ თხის რქას, საკუთარი პროფესიული მიღწევებით ან კარგი გენეალოგიური წარმომავლობით მოაწონებთ თავს.


 


მერწყულთან პირველი ნაცნობობისას,მაქსიმალურად აამუშავეთ კრეატივი. რაც უფრო ორიგინალურად გამოხატავთ და წარადგენთ თქვენს პიროვნებას, რაც უფრო „ამოვარდნილი“ იქნებით მასისგან, მით უფრო მეტად მოეწონებით მერწყულს. მას ხომ არაორდინარული ხალხი მოსწონს.


 


თევზებთან პირველი შეხვედრისას მოემზადეთ იმისთვის, რომ, ფაქტობრივად, მთელი შეხვედრის მანძილზე თქვენ ილაპარაკებთ. ტიპურ თევზს ყოველთვის მსმენელის როლი ურჩევნია. ამასთანავე, მის სახეზე ძნელად ამოიკითხავთ, მოეწონეთ თუ არა რეალურად. თუმცა, თუკი მომდევნო დღეებში მან ისევ გამოთქვა თქვენი ნახვის სურვილი, ე.ი. „თავი ქუდში გქონიათ“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?