19-25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

18 დეკემბერი 19:30, 2016 წელი

ახალი კვირა ბევრ თავსატეხს გაუჩენს დაოჯახებულ ადაიანებს, თუ ისინი არ ისწავლიან მეორე ნახევრის მოსმენას.  კიდევ კარგი, რომ უახლოესი შვიდი დღე კარიერისა და ფინანსების მხრივ გამორჩეულ პოზიტიურ ემოციებს  მოიტანს...

ვერძი
ამ კვირაში ვერძები მჭიდროდ ითანამშრომლებენ გარშემომყოფებთან. დიდი ხნის კოლეგასთან ერთობლივი პროექტების რეალიზებას შეუდგებით. არასამუშაო დროს თქვენი „კოლეგები“ მეგობრები და ახლო ნათესავები გახდებიან. მათი მხარდაჭერით შეძლებთ საკუთარი დიზაინერული ჩანაფიქრების განხორციელებას. კოლექტიური მუშაობა მეგობრულად წარიმართება და მისგან ყველა უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. მართალია, სანამ დიზაინ-პროექტი განხორციელდება, თქვენი სახლი  კატაკომბას დაემსგავსება, სადაც გადაადგილება სახიფათო გახდება.


 


კურო
კუროების ენერგეტიკული პოტენციალი ამ კვირაში ძალიან მაღალი იქნება. წვალების გარეშე გააკეთებთ ყველაფერს, რასაც ხელმძღვანელი დაგავალებთ და ის თქვენით კმაყოფილი დარჩება. დაგპირდებათ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ერთი სული გექნებათ, ეს სასიამოვნო სიახლე ახლობლებს გაუზიაროთ. ოჯახს გულწრფელად გაახარებს თქვენი ამბავი და გადაწყვეტთ, რომ გაზრდილი შემოსავალი გონივრულად გამოიყენოთ. ოჯახის წევრებთად საუბრის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ძვირფასი და აუცილებელი ნივთის შესაძენად თანხის დააგროვებას შეუდგეთ.


 


ტყუპები
ამ კვირაში თქვენსა და უახლოეს მეზობელს შორის კონფლიქტი წარმოიქმნება. გადაწყვეტთ, აღარ მოითმინოთ, რომ მათ გამო სამსახურში მუდმივად გამოუძინებელი მიდიხართ. იმისთვის, რომ მეზობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდოთ, მოგიწევთ, პოლიციას მიმართოთ და სწორედ ეს ფაქტი გახდება დიდი წყენის მიზეზი. განაწყენებული მეზობლები თქვენს ზურგს უკან საშინელ ჭორებს ააგორებენ. კარგია, რომ კვირის განმავლობაში მხოლოდ ეს გახდება თქვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა და სხვა მხრივ განსაკუთრებული ნერვიულობა  არ გელოდებათ.


 


კირჩხიბი
კვირის განმავლობაში კონკრეტული ადამიანის მიმართ  განსაკუთრებულ ინტერესს იგრძნობთ. თუკი მარტოხელა ხართ, ლამაზი რომანის დაწყებას შეძლებთ, რომელსაც გარშემომყოფები დიდი აღტაცებით ადევნებენ თვალს. თუკი დაიჯახებული ხართ, შეეცადეთ, თქვენი იდუმალი გატაცება არავინ შეამჩნიოს. კიდევ უფრო მართებული ვარიანტია - ასჯერ დაფიქრდით შედეგებზე და მხოლოდ ამის შემდეგ „ჩაერთოთ“ ახალ ინტრიგაში. თუკი ამის შესახებ თქვენი მუდმივი პარტნიორი გაიგებს, თქვენს ქორწინებას წერტილი დაესმევა. ასევე, ამ აკრძალული ვნების გამო შესაძლოა, მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგივარდეთ, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი კარიერული ზრდა.




ლომი
ამ კვირაში ლომებისთვის დამახასიათებელი იქნება პირდაპირი და ღია ქცევები. ნებისმიერ  საკითხს, რომლითაც დაინტერესდებით, კონკრეტულ ადამიანს გადასცემთ და ამგვარად მას უპრობლემოდ გადაჭრით. სამსახურებრივ საქმეებში მსგავსი ქმედებები დაგეხმარებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ის წარუმატებელი აღმოჩნდება. ადამიანი, რომლის გულის დაპყრობაზე ოცნებობთ, გაოცდება თქვენი გადაჭარბებული გულწრფელობით. გარდა ამისა, თქვენი გულწრფელობა მას შეაშინებს და გააოგნებს (ერთი სიტყვით, დადებით პასუხს თქვენს შეკითხვაზე ვერ მიიღებთ).  იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, არ დაგავიწყდეთ ზომიერება, ტაქტი და თქვენი ბუნებრივი დიპლომატიურობა.


 


ქალწული
ქალწულები ცოტას იფიქრებთ და ბევრს იმოქმედებთ. არ დაიწყებთ იმის გაანალიზებას, თუ რა შედეგამდე მიგიყვანთ თქვენი სპონტანური ნაბიჯები და ეს თქვენთვის უდიდესი შეცდომა იქნება. მიმდინარე პოზიციიდან გაგათავისუფლებენ და ოდნავ მოგვიანებით გააცნობიერებთ, რომ ახალი ვაკანსიის მოძებნა საკმაოდ რთულია. კვირის დღეებს შრომითი ბაზრის შესწავლას დაუთმობთ, მაგრამ თქვენთვის შესაფერის სამსახურს მაინც ვერ იპოვით. ახლობლები უკმაყოფილოები იქნებიან, რადგან თქვენი დაუფიქრებლობით უმუშევარის სტატუსი მიიღეთ. ოჯახში მუდმივი სკანდალები „გაჩაღდება“ და ადრინდელი იდილიიდან ნაკვალევიც კი არ დარჩება.


 


სასწორი
სასწორები ამ კვირაში სასიყვარულო ურთიერთობის გამყარებას მოახერხებენ. საყვარელ ადამიანთან საუბრის შემდეგ გაარკვევთ, თუ რა არის ორივე მხარისთვის მიუღებელი და ერთმანეთს დაჰპირდებით, რომ აუცილებლად გაითვალისწინებთ ერთმანეთისადმი გამხელილ სურვილებს. თქვენი რომანი ახლიდან დაიწყება და ეს სწორი ნაბიჯი იქნება. გარშემომყოფები შეამჩნევენ, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ახლად დაქორწინებულებს ან ახლად გაცნობილებს ჰგავხართ. სამწუხაროდ, ფინანსური სფერო ამგვარ სიამოვნებას არ მოგგვრით. თქვენი შემოსავალი ჩვეულ დონეზე შენარჩუნდება და ამიტომ, ძვირად ღირებული ნივთი, რომლის შეძენაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ, თქვენთვის კვლავ მიუწვდომელი იქნება.


 


მორიელი
ამ კვირაში მორიელებს დამღლელი საოჯახო საქმიანობა ელით. ოჯახის უფროსი წევრი საკუთარ გადაწყვეტილებას გაგიმხელთ, რაც კაპიტალურ რემონტს ან რეკონსტუქციას შეეხება. ამ საქმის წარმატებით დასრულებისთვის პასუხისმგებელ პირად დაგნიშნავენ. სამუშაოს შემდეგ და დასვენების დღეებში ქალაქში მოგიწევთ სიარული, რათა შესაბამისი სამშენებლო მაღაზია იპოვოთ და რემონტისთვის აუცილებელი მასალები შეიძინოთ. პარალელურად, სამსახურში რთული საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ, რაც, ასევე იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.


 


მშვილდოსანი
ამ კვირაში მშვილდოსნები გადაჭარბებული კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. სიხარულით ჩაერთვებით დიალოგში იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც პირველად შეხვდებით. რომელიღაც მათგანი გამოგტყუებთ ინფორმაციას თქვენი ოჯახის შემოსავლის შესახებ და იმასაც გაიგებს, თუ სად ინახავთ დანაზოგ თანხებს.
ჯერჯერობით, საშიში არაფერი მოხდება, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, თუკი საცხოვრებელ ბინაში სიგნალიზაციას დააყენებთ. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თანამშრომლებთან ურთიერთობაში. შესაძლოა, ერთ-ერთმა მათგანმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თანამდებობა დაკარგოთ.


 


თხის რქა
თხის რქები საკმაოდ პროდუქტიულად გაატარებენ კვირის დღეებს. როგორც იქნა, დაასრულებთ იმ პროექტს, რომელზეც რამდენიმე თვე მუშაობდით. შედეგი ყველას გააოცებს. დირექტორი დაუყონებლივ დაგნიშნავთ კონკრეტული ჯგუფის ლიდერად, რათა მათ მსგავსი დავალების შესრულებაში დაეხმაროთ. ასე გაიზრდება თქვენი სამსახურებრივი ავტორიტეტი და, მასთან ერთად, თქვენი ხელფასიც ნანატრ ნიშნულს მიაღწევს.  პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული პრობლემები არ შეინიშნება, თუმცა, არც სასიხარულო მიზეზი გაგიჩნდებათ. თუკი მარტოხელა ხართ, უახლოეს დღეებში სიტუაცია არ შეიცვლება.


 


მერწყული
ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მერწყულებს საკმაოდ დიდი ნერვიულობა მოუწევთ. ოჯახის წევრი სერიოზულად გახდება ავად და მის დასახმარებლად სამსახურიდან რამდენიმე დღით გათავისუფლება მოგიწევთ. იპოვით ექიმს, რომელიც თქვენი ოჯახის წევრს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. როდესაც იგი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება, შვებით ამოისუნთქავთ, დაუბრუნდებით სამსახურებრივ საქმიანობას და შეეცდებით, დაასრულოთ პროექტი, რომელზედაც დიდწილად არის დამოკიდებული თქვენი კარიერული ზრდა. ჯერჯერობით მისი დასრულება შორსაა, ამიტომ მოგიწევთ, გამოიჩინოთ სიმშვიდე და მოთმინება.


 


თევზები
ამ კვირაში თევზები დიდი ხნის ნანატრ ნივთს საბოლოოდ დაისაკუთრებენ. როგორც კი ამ ნივთს შეიძენთ, ახალი მიზანი დაგჭირდებათ, რომლისკენაც წარმოუდგენელი ჟინით მიიწევთ. არ გამოირიცხება, რომ „ახალი მიზანი“ თქვენთვის საპირისპირო სქესის მიმზიდველი ადამიანი აღმოჩნდეს. მისი გულის მოგებას გადაწყვეტთ, მაგრამ სულ მალე იმედი გაგიცრუვდებათ. როგორც გაირკვევა, თქვენი რჩეული დაკავებული იქნება. დარდისგან ვირტუალურ რომანს დაიწყებთ ადამიანთან, რომელთანაც მრავალი კილომეტრი გაშორებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?