როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

19 იანვარი 10:00, 2017 წელი

პარტნიორობის თემაზე ასტროლოგები ბევრს მუშაობენ და ამ კუთხით უამრავი ტიპის კვლევა თუ გამოკითხვა არსებობს. შედეგები რომ დავაჯამოთ და კონკრეტული ნიშნის ტიპური წარმომადგენლის მიხედვით ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, შევქმნათ მიახლოებითი მოდელი მაინც იმისა, როგორი ტიპის მეორე ნახევარი უნდა ჰყავდეს გვერდით ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს.


ასე მაგალითად:


ვერძს ქალური, საკმარისად ნაზი, თუმცა არამონური ფსიქოლოგიის მქონე ქალი სჭირდება გვერდით. ის ვერ აიტანს მეორე ნახევრად ვერც „ქრონიკულ დიასახლისს“, ვერც ტიპურ ბიზნესლედის. ამიტომ ქალმა შუალედი უნდა მონახოს ამ მხრივ.


 


კუროს სტაბილური ფსიქიკის მქონე, გაწონასწორებული და მშვიდი ქალი სჭირდება. მისი მეუღლე ზომიერად რომანტიკულიც უნდა იყოს და გემრიელი კერძების კეთებაც უნდა შეეძლოს.


 


ტყუპს მრავალმხრივი ნიჭის მქონე, ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და ერუდირებული მეორე ნახევარი გამოადგება. მისთვის მეუღლესთან მენტალური კავშირი, სექსუალურ თავსებადობაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ.


 


კირჩხიბს დედის ტიპის, მზრუნველი და უზომოდ მოსიყვარულე მეორე ნახევარი გააბედნიერებს. შესაძლებელია, ქალი მასზე ასაკით უფროსიც იყოს. ეს კირჩხიბისთვის აბსოლუტურად არ წარმოადგენს დისკომფორტს.


 


ლომს გვერდით ღირსეული, გრაციოზული და დიდსულოვანი ქალი სჭირდება. მისი მეწყვილე აუცილებლად უნდა ფლობდეს კარგ მანერებს და საზოგადოებაში თავის დაჭერაც უნდა შეეძლოს. თუმცა, ოჯახში ქმარი უზომო სითბოთი და ყურადღებით უნდა გაანებივროს.


 


ქალწულს ცოლად მოწესრიგებული, წინდახედული, გამჭრიახი და გაწონასწორებული ქალი სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის არა ფიზიკური იმიჯი (თუმცა არც ეს არის მეათეხარისხოვანი!), არამედ გონებრივი პოტენციალი და ცხოვრების წესი. იგი ვერასოდეს აიტანს გვერდით ქაოსურ ან ფეთხუმ ქალს.


 


სასწორი ჰარმონიულ და რომანტიკულ მეუღლეზე ოცნებობს. მისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია პარტნიორის ვიზუალური მონაცემები. შესაბამისად, თუ ტაქტიანი და გემოვნებიანი ბრძანდებით, ამასთანავე, ლამაზი ღიმილიც გაქვთ, სასწორ მამაკაცთან თქვენი შანსები ერთი ორად იზრდება.


 


მორიელი დომინანტი და ლიდერია ურთიერთობაში. ზოგჯერ ტირანიც. ამიტომ მას ისეთი ქალი სჭირდება, რომელსაც ჭკუა ჰყოფნის და მსხვერპლის როლს პერიოდულად კარგად მოირგებს. პ.ს. ჭკვიანი ქალებით მორიელი არანაკლებ იხიბლება, რომ იცოდეთ!


 


მშვილდოსანს გვერდით მეგობარი და კარგი თანამოაზრე სჭირდება. ისეთი ქალი, რომელიც მის მრავალრიცხოვან გატაცებებსა და მსუბუქ ფლირტაობებს სერიოზულად არასოდეს აღიქვამს. თუ ასეთი ხართ, გილოცავთ – თქვენი მეწყვილე გიპოვიათ!


 


თხის რქას სერიოზულ, პროფესიულად და პიროვნულად შემდგარ მეორე ნახევარზე ექნება ყოველთვის პრეტენზია. ზედმეტად ემოციური, არაპროგნოზირებადი და ულტრათანამედროვე შეხედულებების მქონე ქალი მისი შესაფერისი არ არის.


 


მერწყულს პირიქით – ყველაზე არაადეკვატური, კრეატიული და რაც მთავარია, თავისუფლების მოყვარულ-დამფასებელი მეუღლე გამოადგება. ჰოდა, შეგიძლიათ, გარეგნობით სულაც არ ბრწყინავდეთ, სამაგიეროდ, იგი ჭკუით უნდა მოხიბლოთ.


 


დაბოლოს, თევზ მამაკაცს ფსიქოლოგიურად ძლიერი, თუმცა არახისტი და არაუხეში ქალი სჭირდება გვერდით. მეუღლეს მისი მხარდაჭერა და თანადგომა მოეთხოვება. თუმცა, თავის მხრივ, მან არც ქალური მომხიბვლელობა და შარმი არ უნდა დაკარგოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?