საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია. ამჟამად შესაძლებელია ხერხემლის ჩამოყალიბების პროცესში, ნაყოფისთვის რთული ოპერაციის ჩატარება, თუმცა ეს პროცედურა როგორც დედისთვის, ასევე ჩვილისთვის, ძალიან სარისკოა.
ექიმებმა ალექსის მშობლები რთული არჩევანის წინაშე დააყენეს: აბორტი ან რთული ოპერაცია.
ალექს და ჯულია არმასებს ბევრი არ უფიქრიათ და არჩევანი მეორე ვარიანტზე შეაჩერეს.
ჯულიას ოპერაცია ფეხმძიმობის 21-ე კვირას ჩაუტარეს. შუა ოპერაციის დროს, როცა არავინ ელოდა, დედის საშვილოსნოდან პაწაწინა ხელი გამოჩნდა და ექიმ ჯოზეფ ბრიუნერის თითს ჩაებღაუჭა.
სწორედ ეს მომენტი აღბეჭდა ფოტოგრაფმა, რომელიც ოპერაციას ესწრებოდა. ფოტო, რომელსაც „იმედის ხელი“ დაარქვეს, მომენტალურად სენსაციად იქცა და მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მოიარა.
ოპერაციის წარმატებით დასრულებიდან მალევე პატარა სემუელი ქვეყნიერებას მოევლინა.
მას შემდეგ 17 წელი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ სემუელს ხერხემალთან დაკავშირებული მცირე პრობლემები მაინც აქვს, ის კარგად განვითარებული და ბედნიერი ბიჭია. ბევრს ვარჯიშობს და ახლახან საკალათბურთო შეჯიბრში მთავარი პრიზის მფლობელიც გახდა.
სემუელმა დაბადებამდე დაამტკიცა, რომ ნამდვილი მებრძოლია, ძლიერი ნებისყოფა აქვს და ადვილად არ დანებდება.