თრომბი
ამ დაავადების მიმართ მიდრეკილება 1-ლი და მე-2 ჯგუფის სისხლის პატრონებს 30%-ით მაღალი აქვთ, ვიდრე მე-3 და მე-4 ჯგუფებს.
კუჭის კიბო
ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მე-2 ჯგუფის სისხლის პატრონებს გაუმართლათ.
წყლულოვანი დაავადებები
ასეთი დაავადებებით ყველაზე ხშირად 1-ლი ჯგუფის სისხლის მატარებლები იტანჯებიან. ექიმების აზრით, ამის მიზეზი სხვადასხვა ინფექციებზე იმუნური სისტემის რეაქციაა.
გულის უკმარისობა
ეს ყველაზე ხშირად მე-3 და მე-4 სისხლის ჯგუფის პატრონებს აწუხებთ, თუმცა, ამის მიზეზი სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო
აქ ყველაზე მეტად 1-ლი ჯგუფის სისხლის პატრონებს გაუმართლათ - მათთან რისკის დონე საკმაოდ დაბალია;
ეს დაავადება მე-2 ჯგუფის სისხლის მატარებლების 32%-ში გვხვდება;
მე-4 ჯგუფში - 51% და მე-3 ჯგუფში 72%.
ამის მიზეზს გენეტიკური ფაქტორებით ხსნიან.
მიღებული ინფორმაცია კარგი მიზეზია იმისთვის, რომ უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, შეცვალოთ ცხოვრების სტილი და დაკავდეთ სპორტული აქტივობებით.