იცით თუ არა

ბრიტანელმა მამაკაცმა ცემინება შეიკავა და... რეანიმაციაში აღმოჩნდა!

fun time

18:00 კვი. 14 ნოემბერი, 2021 წელი

რატომ არ შეიძლება
დაცემინების შეკავება?

14
დაკოპირებულია

ამ შემთხვევას „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალმა“ (BMJ) ვრცელი სტატია მიუძღვნა. 34 წლის ბრიტანელ მამაკაცს პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრის დროს დაცემინება ეუხერხულა. ცხვირსა და პირზე ხელის ძლიერი დაჭერით დაცემინება შეიკავა და კინაღამ სიცოცხლეს გამოეთხოვა.

იმავე დღეს მამაკაცმა ყელის არეში ძლიერი ტკივილისა და ხმის დაკარგვის ჩივილებით ექიმს მიმართა.
ის სასწრაფოდ ლესტერის სამეფო კლინიკაში გადაიყვანეს. რენტგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პაციენტს ხორხი გაგლეჯილი ჰქონდა. ექიმებმა ჰაერის ნაკადები რბილ ქსოვილებში, ძირითადად, ყელის ცენტრში და ზურგის ზედა ნაწილში აღმოაჩინეს.

ოპერაციის შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე მამაკაცი საჭმელს ცხვირიდან, ზონდის დახმარებით მიირთმევდა. მის სრულ რეაბილიტაციას კი ორი თვე დასჭირდა.

სტატიის ავტორები განმარტავენ, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია, თუმცა მაინც არსებობს. დაცემინების შეკავებამ შეიძლება ყელის მიდამოებში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის ტოლფასი ტრავმა გამოიწვიოს.

„როცა აცემინებთ, სხეულიდან ჰაერის ნაკადი 240 კმ სიჩქარით გამოიტყორცნება. ცხვირისა და პირის ბლოკირებით ასეთი ძლიერი ჰაერის ნაკადის შეჩერება ძალიან სახიფათო მანევრია და შეიძლება, სერიოზული ტრავმა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, დაცემინების შეკავების დროს შიდა ქალის წნევა საგრძნობლად მატულობს. ტვინისკენ სისხლის მიწოდება ჩერდება, სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები კი კომპრესიას განიცდის, რაც თავის ტკივილსა და ხანდახან სმენის პრობლემებსაც იწვევს.

ასე რომ, არასოდეს შეიკავოთ დაცემინება“, - გვირჩევს ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ენტონი აიმატი.

🔰

რისგან იცავს ორგანიზმს მთქნარება, ცემინება, ზმორება?

იცით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვანაირად აცემინებენ (ვიდეო)



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი