გოგონა, რომელსაც 5 წელი არაფერი უჭამია, შოკოლადზე ოცნებობს

იცით თუ არა...

2 თებერვალი 15:00, 2018 წელი

ამ ინგლისელ გოგონას აილაჰ-ბოი ფოლის (Ayllah-Beau Foley) იშვიათი დაავადება - გასტროპარეზი აქვს, ამიტომ მის საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების გადამუშავება არ შეუძლია. გასტროპარეზის დროს მუცლის კუნთებს შესუსტებული ან საერთოდ არ აქვს შეკუმშვის უნარი, რომლის დახმარებითაც საკვები კუჭიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადადის. 

„მას შემდეგ, რაც დაავადება აღმომიჩინეს და მან პროგრესირება დაიწყო, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მე არ შემიძლია ოჯახის წევრებთან ერთად ვისადილო ან მეგობრებთან ერთად მაკდონალდსში წავიდე. ასეთ მდგომარეობაში ძნელია, კარგი განწყობა შეინარჩუნო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის და მომავალში ჯანმრთელი ცხოვრება მელის“, - ამბობს ინტერვიუში ფოლი.

გოგონას დაავადების პირველი სიმპტომები 10 წლის ასაკში გამოუვლინდა, როცა მუცლის არეში ძლიერი ტკივილები იგრძნო. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ეს კვებითი ინტოქსიკაცია იყო, მაგრამ მდგომარეობა უარესდებოდა და იძულებული გახდნენ, შვილი საავადმყოფოში წაეყვანათ.
გოგონას გასინჯვის შემდეგ ექიმები ჩიხში აღმოჩნდნენ. განიხილებოდა ყველა ვერსია, თუმცა გასტროპარეზის დადგენა დამატებითი გამოკვლევების ჩატარებამდე არ მოხერხდა.  

ბოის მშობლებისთვის შვილის დიაგნოზის გაგება ერთდროულად სასიხარულოც იყო და სამწუხაროც - უკვე იცოდნენ, რომელ დაავადებასთან მოუწევდათ ბრძოლა, თუმცა გაურკვეველი იყო, რას გამოიწვევდა მუცლის კუნთების პარეზი. დიაგნოზის დასმის მომენტისთვის გოგონას უკვე 19 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული.

კუჭსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ჩატარებული რამდენიმე წარუმატებელი პროცედურის შემდეგ, ექიმებმა გადაწყვიტეს, საკვები ნივთიერებები ვენების დახმარებით, პირდაპირ გულისკენ მიემართათ.
„ექიმებმა წვეთოვანის მილები პირდაპირ ვენას მიუერთეს და სისხლის ნაკადმა საკვები ნივთიერებები გულამდე მიიტანა. ეს პროცესი 14 საათს გრძელდება. ჯერჯერობით, ეს საუკეთესო გამოსავალია, სანამ ექიმები რამე უკეთესს მოიფიქრებენ“, - ამბობს ბოის დედა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ამჟამად ყველა საჭირო ნივთიერებასა და მიკროელემენტებს იღებს, შოკოლადის გემო ენატრება და ოცნებობს, რომ ოდესმე შოკოლადის ტორტის, კანფეტის ან უბრალო ჰამბურგერის დაგემოვნებას შეძლებს.  
„ჭამა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა საკვებისთვის გემოს გასინჯვაც კი არ შემიძლია. ლოგინზე მიჯაჭვული ვუყურებ, როგორი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს ჩემი ტყუპისცალი ძმა. მე კი სახლიდან გასვლაც არ შემიძლია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ოდესმე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები“, - ამბობს გოგონა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?