როგორ იყენებდა საბჭოთა КГБ დაზვერვაში ლამაზ ქალებს?

იცით თუ არა...

10 თებერვალი 15:00, 2018 წელი

მზვერავი ქალი ზოგს სახუმარო თემა ჰგონია, თუმცა ასე არ გახლავთ. საბჭოთა უშიშროებაში უამრავი ლამაზი ქალი მსახურობდა, თუმცა მათი შერჩევის კრიტერიუმები ძალიან მკაცრი იყო.

მზვერავად მუშაობის მსურველ ქალს მოეთხოვებოდა მტკიცე ფსიქიკა, მაღალი თვითკონტროლი, კარგი მანერები, ინტელექტი, ერუდიცია და, რა თქმა უნდა, უცხო ენების ცოდნა, რადგან ზოგჯერ უცხოეთში წლების მანძილზე ცხოვრობდა. მაგალითად, ზოია რიბკინამ, რომელსაც საბჭოთა კავშირში საბავშვო მწერლის ზოია ვოსკრესენსკაიას სახელით იცნობდნენ, საგარეო დაზვერვაში 25 წელი გაატარა.

КГБ-ში ქალებს გამომძიებლად არ ამუშავებდნენ, თუმცა ხშირად მაღალ თანამდებობებს ანდობდნენ. მაგალითად, 80-იან წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთ ქვედანაყოფს გალინა სმირნოვა ხელმძღვანელობდა.

საბჭოთა უშიშროებაში მშვენივრად იცოდნენ, რომ ლამაზი ქალი ადვილად იქცევს ყურადღებას და მიზანსაც ადვილად აღწევს, ამიტომ სამსახურში მიღების დროს უპირატესობას ლამაზ ქალებს ანიჭებდნენ.
ქალის გარეგნობას სპეციალური კომისია აფასებდა. კონკურსში გამარჯვებულებს, მზვერავის უნარებთან ერთად, მამაკაცის ფსიქოლოგიის თავისებურებებს ასწავლიდნენ.

მაცდური აგენტი ქალის მშვენიერი მაგალითი იყო მსახიობი ოლგა ჩეხოვა. ის 1932 წელს საცხოვრებლად გერმანიაში გაგზავნეს. თავისი მომხიბვლელობის წყალობით, ჩეხოვამ მოახერხა ფაშისტურ გერმანიაში ჰიტლერის შემდეგ მეორე კაცის, რაიხსმარშალ გერინგის საყვარელი გამხდარიყო. გერინგისა და სხვა თაყვანისმცემლებისგან მიღებულ ძვირფას ინფორმაციას ჩეხოვა სამშობლოში აგზავნიდა.

თქვენი სხეული თქვენი იარაღია - ასწავლიდნენ КГБ-ში სექსუალურ აგენტ ქალებს და სექსის მრავალფეროვნების ასათვისებლად, პერიოდულად პორნოგრაფიულ ფილმებსაც აყურებინებდნენ. ყაზანთან არსებობდა სპეციალური სკოლა, სადაც მგზნებარე კომკავშირელ გოგონებს ცივსისხლიან და ცინიზმით სავსე აგენტებად ზრდიდნენ. სკოლაში მასწავლებლებად, ქალების გარდა, არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებიც მუშაობდნენ! 

სპეციალურად წვრთნიდნენ ქალებს, რომლებსაც კომპრომატების შეგროვების მიზნით სამაგალითო მეოჯახის ცდუნებაც კი შეეძლოთ. კომპრომატების შესაგროვებლად ცდუნების ფაქტებს ფირებზე ინახავდნენ. ყველა დიდ სასტუმროში, სადაც უცხოელები ცხოვრობდნენ, სპეციალური მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომლის საშუალებით მოსმენა და გადაღება ხორციელდებოდა. მაკომპრომეტირებელი კადრების სანაცვლოდ, უცხოელი პოლიტიკოსების უმეტესობა საბჭოთა КГБ-თან თანამშრომლობას არჩევდა.
ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის მენტალიტეტის თავისებურებების გამო, საბჭოთა უშიშროების გეგმები კრახით სრულდებოდა. მაგალითად, ინდონეზიის პრეზიდენტს აჰმედ სუკარნოს რამდენიმე რუს ლამაზმანთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამსახველი ფირი რომ აჩვენეს, საბჭოთა ხელისუფლების საჩუქრით აღფრთოვანებული დარჩა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.