შვილების ჯანმრთელობისთვის დედამ თვალი ამოიღო

იცით თუ არა...

22 თებერვალი 15:00, 2018 წელი

21 კვირის ორსულმა შენიშნა, რომ მხედველობა ნელ-ნელა უუარესდებოდა. ქალს ოკულარული მელანომა დაუდგინდა... დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, არსებობდა საფრთხე, რომ სიმსივნის მეტასტაზებს პლაცენტაში შეეღწია და მუცლად მყოფი პატარები მოეკლა.

ამერიკელ ცოლ-ქმარს ჯესიკა და მარკ ბოსმილერებს ყოველთვის ბევრი შვილის ყოლა სურდათ, მაგრამ ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ჯესიკა დაორსულებას ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ, ცოლ-ქმარმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ექოსკოპიაზე გაიგეს, რომ კიდევ ორი შვილის მშობლები უნდა გამხდარიყვნენ.

მალე ჯესიკამ შენიშნა, რომ მისი მხედველობა ნელ-ნელა უარესდებოდა. ოფთალმოლოგთან ვიზიტისას გაირკვა, რომ ქალს მარჯვენა თვალის ბადურაზე სიმსივნე ჰქონდა. ჯესიკას ოკულარული მელანომა დაუდგინდა.
ოკულისტმა ბოსმილერებს თვალის ენუკლეაცია (თვალის კაკლის ამოღება) ან სხივური თერაპიის გავლა შესთავაზა. ეს უკანასკნელი ხანგრძლივი პროცესია, რაც 21 კვირის ორსულობის პირობებში, უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. დაყოვნება არ შეიძლებოდა, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, სიმსივნის მეტასტაზებს პლაცენტაში შეეღწია და მუცლად მყოფი პატარები მოეკლა.

ჯესიკამ გადაწყვიტა, რომ თვალის ამოღება შვილების გადარჩენის ყველაზე საიმედო გზა იყო და ექიმებს ოპერაციის გაკეთება სთხოვა.

35 კვირის ორსული ქალის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პირველი, რაც ნარკოზიდან გამოსულმა ჯესიკამ იკითხა, შვილების მდგომარეობა იყო. ექიმმა ქალი დაამშვიდა, რომ პატარების სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა. ორი კვირის განმავლობაში ჯესიკა მარჯვენა თვალის მიდამოებში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ჯესიკამ სარკეში ჩახედვა გაბედა, თვალის ადგილზე სპეციალური ლინზა დაინახა, სადაც მომავალში, თვალის პროთეზი ჩაიდგმებოდა.
ბოსმილერების შვიდი და ცხრა წლის შვილებს აუხსნეს, რომ დედა რაღაც დროის მანძილზე „მეკობრეობანას“ ითამაშებდა...

თვალის დაკარგვიდან ერთი თვის შემდეგ ჯესიკამ ორი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ბიჭუნას მეისონი დაარქვეს, გოგონას - პაიპერი. ოდესმე ისინი გაიგებენ, რომ დედა უდიდესი არჩევანის წინაშე დადგა, მაგრამ წამით არ უყოყმანია და შვილების ჯანმრთელობისთვის თვალს შეელია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?