სიკვდილმისჯილი განაჩენის აღსრულების შემდეგ ცოცხალი გადარჩა!

იცით თუ არა...

28 თებერვალი 15:00, 2018 წელი

მსგავსი ინციდენტი მსოფლიოს არ ახსოვს - ამერიკელები სიკვდილმისჯილის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას ვერ ახერხებენ! 

61 წლის დოილ ლი ჰემს სასამართლომ 1987 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა განაჩენის აღსრულება შეუძლებელია, რადგან სიკვდილმისჯილის სხეულზე ვერ აღმოაჩინეს ვენა, საიდანაც შეძლებდნენ სხეულში სასიკვდილო ინექცია შეეშვათ. ამერიკის ამ შტატში კი სიკვდილით დასჯის სხვა მეთოდს არ მიმართავენ.

ცნობისთვის, სასიკვდილო ინექცია არის სიკვდილით დასჯის ფორმა, როცა სიკვდილმისჯილის სისხლში, ინექციის წესით, შხამი შეჰყავთ. სიკვდილმისჯილს სვამენ სპეციალურ სავარძელში და მის ვენაში ორი მილი შეჰყავთ. თავდაპირველად, სისხლში ნატრიუმის თიოპენტალს უშვებენ, რომელიც ოპერაციების დროს, საანესთეზიოდ გამოიყენება, შემდეგ კი შხამი პავულონი და კალიუმის ქლორიდი შეჰყავთ, რაც სასუნთქი გზების პარალიზებასა და გულის მუშაობის შეწყვეტას იწვევს.
სიკვდილი, როგორც წესი, ინექციის შეყვანიდან 5-15 წუთში დგება, მაგრამ ლი ჰემი გამონაკლისია...
 
აღმასრულებლებს სიკვდილმისჯილის მთლიანად გაშიშვლება მოუხდათ, თუმცა მის სხეულზე ვერ აღმოაჩინეს ვენა, საიდანაც სასიკვდილო ინექციის შეყვანას შეძლებდნენ. ვენის ძებნის პროცესში ჰემის მთელი სხეული დაჩხვლიტეს, რაც საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა.
საბოლოოდ, გაირკვა, რომ მამაკაცის ვენები ონკოდაავადებებთან და ჰეპატიტებთან ბრძოლისა და ნარკოდამოკიდებულების გამო ისე დაზიანდა, რომ მათი პოვნა შეუძლებელია.
ამასობაში, ჰემის ადვოკატმა ციხის ხელმძღვანელობას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წამებაში დასდო ბრალი. ადვოკატის თქმით, ორი აღმასრულებელი სიკვდილმისჯილს 2 საათის განმავლობაში ჩხვლეტდა, რაც მას აუტანელ ტკივილს აყენებდა, თუმცა განაჩენის აღსრულება მაინც ვერ მოხერხდა.

ამჟამად, სასჯელის აღსრულების პროცესი შეჩერებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?