თევზი გაცოცხლდა და თეფშიდან გაქცევა სცადა - ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი „ააფეთქა“

იცით თუ არა...

9 მარტი 15:00, 2018 წელი

დღეს უკვე მთელი მსოფლიო სიამოვნებით მიირთმევს უმი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ ტრადიციულ იაპონურ კერძებს: სუშის, საშიმისა და ნაგირის, რომლებიც სუფრასთან მიტანამდე რამდენიმე საათით ადრე დაჭერილი თევზისგან ან მოლუსკისგან მზადდება.

ვიდეომ, რომელიც იაპონიის ქალაქ კისივადას ერთ-ერთი რესტორნის სტუმარმა ტვიტერზე ატვირთა, ფაქტობრივად, ინტერნეტი „ააფეთქა“. ვიდეოში ჩანს, რომ სტუმრისთვის მიტანილი სუშის მოლუსკი მოულოდნელად გაცოცხლდა და თეფშიდან გაქცევა სცადა.

რესტორნის მზარეულების თქმით, მოლუსკი სუფრასთან მიტანისას ცოცხალი აღარ იყო და მისი მოულოდნელი „გამოცოცხლება“ უხერხემლო ცხოველის განსაკუთრებულმა თვისებებმა განაპირობა. საქმე ის გახლავთ, რომ მოლუსკებს ტვინის ნაცვლად, განგლიები აქვთ (ნეირონების სხეულებისა და გამონაზარდების გროვებისგან წარმოქმნილი  ნერვული კვანძები). განგლიები მოლუსკის მთელ სხეულზეა განაწილებული და უხერხემლო ცხოველს მოძრაობის კოორდინაციაში ეხმარება.

სავარაუდოდ, თეფშზე მოთავსებული მოლუსკის ზოგიერთი ნერვული უჯრედი დაუზიანებელი დარჩა. სწორედ ამან გამოიწვია მოძრაობები, რომელთა დაფიქსირება რესტორნის სტუმარმა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდამ, რომელსაც „ცოცხალი კერძი“ მიუტანეს, უცნაური მოლუსკი მაინც მიირთვა და მოგვიანებით აღიარა, რომ ეს სუში ყველა დანარჩენზე გემრიელი იყო. „ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ რესტორანში კერძებს ყველაზე ახალი და ცოცხალი პროდუქტებისგან ამზადებენ“, - განაცხადა სუშის მოყვარულმა ახალგაზრდამ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.