რატომ კრძალავდა ამერიკა Kinder Surprise-ს?

იცით თუ არა...

29 მარტი 15:00, 2018 წელი

უგემრიელესი შოკოლადისგან დამზადებული კვერცხი და მასში მოთავსებული სიურპრიზი მთელი მსოფლიოს პატარებს უყვართ. თუმცა, იყო დრო, როცა აშშ თავის ტერიტორიაზე Kinder Surprise-ს კრძალავდა და საზღვარზე აღმოჩენის შემთხვევაში სოლიდური ჯარიმაც მოქმედებდა. რა იყო ამის მიზეზი და რა შეიცვალა ახლა?

ყველაფერი 1938 წელს დაიწყო, როცა ამერიკის კონგრესმა  ფედერალური კანონი გამოსცა, რომელიც კანფეტებსა და სხვა პროდუქტებში საკვებად უვარგისი საგნების მოთავსებას კრძალავდა. კანონის ავტორი ნიუ-იორკის სენატორი როიალ სემუელ კოუპლენდი გახლდათ, რომელიც ჯანდაცვის საკითხებსა და კვების პროდუქტების უსაფრთხოებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა.

1970 წელს, როცა იტალიურმა კომპანიამ FERRERO-მ Kinder Surprise-ის წარმოება დაიწყო, შოკოლადის კვერცხების აშშ-ს ტერიტორიაზე შეტანა ავტომატურად აიკრძალა.
აშშ-ია ფედერალური სამსახურების განმარტებით, აკრძალვა ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ამოქმედდა, რადგან შეიძლება ბავშვმა მინიატურული სათამაშო გადაყლაპოს და ასფიქსია დაემართოს.

ამერიკული სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები რეგულარულად უშვებენ პრესრელიზებს, რომლითაც მოსახლეობას ახსენებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ქინდერ სიურპრიზის შეტანა აკრძალულია.
ამერიკაში შოკოლადის კვერცხების შეტანაზე სოლიდური ჯარიმაა დაწესებული.
მაგალითად, თუ მებაჟეებმა ჩემოდანში თუნდაც ერთი ქინდერ სიურპრიზი გიპოვეს, 2500 დოლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ბევრს ასეთი აკრძალვები არ აშინებს. ამერიკისა და კანადის საზღვარზე ყოველწლიურად 60 000 ქინდერ სიურპრიზის კონფისკაცია ხდება. ადვილი წარმოსადგენია, რა თანხის გადახდა უწევთ ქვეყანაში „კონტრაბანდული ტვირთის“ შეტანის მსურველებს.

ოფიციალური მონაცემებით, 1989 წლიდან დღემდე მსოფლიოში ქინდერ სიურპრიზისგან გამოწვეული ასფიქსიისგან ათამდე ბავშვი გარდაიცვალა. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ შოკოლადის კვერცხების გაყიდვის მოცულობასთან შედარებით (ყოველწლიურად, სამ მილიარდ ნახევარზე მეტი) დაზარალებულთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ, როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება, სტატისტიკა უადგილოა!
 
Kinder Surprise და მსგავსი პროდუქტების მწარმოებლები მოსახლეობას გამუდმებით აფრთხილებენ, რომ მათი პროდუქცია 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.  
ბოლო დროს შოკოლადის კვერცხების მწარმოებლებმა ბავშვების უსაფრთხოების მიზნით სტრატეგია შეცვალეს. ახალი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქციაში Kinder Joy და Choco Treasure eggs შოკოლადის კვერცხები პლასტმასის შეფუთვაშია მოთავსებული.

2018 წლიდან ამერიკამ უსაფრთხო ტექნოლოგიით დამზადებული ქინდერების ქვეყანაში შეტანის უფლება გასცა, ვინაიდან ის უსაფრთხოების ყველა ნორმას აკმაყოფილებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?