ჩინელი ბავშვი მშობლების გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ დაიბადა

იცით თუ არა...

17 აპრილი 15:00, 2018 წელი

ეს შემთხვევა უკვე შეფასდა, როგორც მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო - 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული ცოლ-ქმრის შვილი სამყაროს მშობლების გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მოევლინა.

2013 წელს შანხაიში მცხოვრებმა უშვილო ცოლ-ქმარმა შენმა და ლიუმ გადაწყვიტეს, ხელოვნური განაყოფიერების მეთოდისთვის მიემართათ.
პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. ექიმებმა ოთხი ემბრიონი დედის სხეულში გადანერგვისთვის გაამზადეს და გაყინეს, მაგრამ ხუთი დღით ადრე ცოლ-ქმარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებმა შვილების ემბრიონების მიღების უფლება ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს. BBC-ის ცნობით, სასამართლო ამგვარ საკითხებში სამართლებრივი გამოცდილების არარსებობის გამო გაჭიანურდა.

ჩინეთში სუროგატული განაყოფიერება აკრძალულია. მეტიც, კანონის თანახმად, ემბრიონის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სხვა კლინიკა მის მიღებაზე თანხმობას განაცხადებს. გარდაცვლილების მშობლებს შესაბამისი კლინიკის მოძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ლაოსში მოუწიათ. თუმცა, ამით პრობლემები არ დასრულებულა. თხევადი აზოტით სავსე კონტეინერში მოთავსებული ემბრიონები აეროპორტის უსაფრთხოების მოთხოვნებში არ ჯდებოდა, ამიტომ მშობლებს ლაოსამდე ჩასვლა მანქანით მოუწიათ.
სირთულეები სუროგატი დედისთვის ემბრიონის გადანერგვის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ მომავალი ბებიები და ბაბუები დანებებას არ აპირებდნენ.
შენისა და ლიუს შვილი მშობლების გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიბადა. პატარა სრულიად ჯანმრთელია და მზრუნველი ბებიების ხელში თავს მშვენივრად გრძნობს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?