ამ ფოტომ ორი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა!

იცით თუ არა...

25 აპრილი 15:00, 2018 წელი

კენიაში არავის უკვირს, როცა ბავშვები ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. ჯონ ტუო ერთ-ერთი მათგანი იყო. წვიმასა თუ ქარში ის გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან იდგა და ავტომობილების მძღოლებსა და მგზავრებს ხურდას სთხოვდა. ერთხელ, ჯონი უჩვეულო მგზავრს შეხვდა...

იმ დღეს ჯონი ქალაქის მთავარ გზაჯვარედინთან მათხოვრობდა, როცა გზის პირას გაჩერებული ავტომობილი დაინახა და სალონში შეიხედა.
ბიჭუნამ დააპირა, მგზავრისთვის ხურდა ეთხოვა, თუმცა შენიშნა, რომ მას რამდენიმე აპარატი ჰქონდა შეერთებული. ჯონს მანამდე მსგავსი არაფერი უნახავს. ცნობისმოყვარეობამ სძლია და დაინტერესდა, რატომ ჰქონდა ქალს აპარატები შეერთებული. ქალმა, რომელსაც გლედის კამადე ერქვა, ბიჭს აუხსნა, რომ ფილტვების კოლაფსის გამო, იძულებულია, ჟანგბადის ბალონითა და გენერატორით გადაადგილდეს.

როგორც გაირკვა, 32 წლის გლედისს 12 ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. ერთ-ერთი ოპერაციის დროს მას, თურმე, მხედველობის ნერვი დაუზიანდა და დაბრმავდა. ჯონი ქალის ამბავმა ისე შეძრა, რომ ტირილი დაიწყო... მისი ცხოვრება მძიმე იყო, მაგრამ მიხვდა, რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მასზე მეტად უჭირთ.

ჯონიმ ქალს ჰკითხა, რის გაკეთება შეეძლო მისთვის. გლედისმა შესთავაზა, ერთად ელოცათ. ლოცვის შემდეგ ჯონმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და იმ დღეს ნაშოვნი ფული მთლიანად გლედისს გადასცა. ის დარწმუნებული იყო, რომ ფული უსინათლო ქალს მასზე მეტად სჭირდებოდა, თუმცა შემდეგ უფრო გასაოცარი რამ მოხდა.

გამვლელმა, რომელმაც მათი საუბარი მოისმინა, ჯონსა და გლედისს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა.
უსახლკარო ბიჭისა და უსინათლო ქალის ისტორიამ ათასობით ადამიანი შეძრა. მათ დასახმარებლად, სოციალურ ქსელებში კამპანია წამოიწყეს, რის შედეგადაც მკურნალობისთვის საჭირო ფული, მთლიანობაში 80 000 დოლარზე მეტი შეგროვდა.

პატარა ბიჭის გულისხმიერებამ გლედისის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ჯონის ცხოვრებაც შეცვლილიყო. გლედისმა უსახლკარო ბიჭუნა იშვილა. ამჟამად, ჯონი თბილ სახლში ცხოვრობს და სკოლაში დადის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?