დუბაის მეტრო არაბეთის ნახევარკუნძულზე პირველი მეტროპოლიტენი გახლავთ და ის 2009 წელს დუბაის შეიხმა მუჰამედ ალ-მაკტუმმა გახსნა.
მეტროს 47 სადგურიდან 37 მიწის ზემოთ მდებარეობს;
მეტროს სადგურები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ეს ნაწილობრივ, ისლამის მოთხოვნებით, ნაწილობრივ კი მშენებლობის სისწრაფით აიხსნება.
მეტროს სადგურები მთლიანად კონდიცირებულია და უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამება.
მგზავრების პლატფორმას მატარებლის ხაზისგან ავტომატური კარით აღჭურვილი, გამჭვირვალე კედელი გამოყოფს.
დუბაის მეტროპოლიტენის მგზავრების 99% ტურისტები შეადგენენ. არაბებისა და საამიროების მცხოვრებლებისთვის საერთო ვაგონში, ღარიბ ადამიანებთან ერთად მგზავრობა დამამცირებლად ითვლება და ისინი ძირითადად საკუთარი ავტომობილებითა და ტაქსით გადაადგილდებიან.
ამის მიუხედავად, მეტროს ყველა მატარებელს აქვს პრივილეგირებული მგზავრებისთვის განკუთვნილი პირველი კლასის ვაგონები, სადაც მხოლოდ „ოქროს სამგზავრო ბილეთის“ მფლობელებს უშვებენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეტროპოლიტენის მიწისზედა სადგურები მთლიანად კონდიცირებული და შესაბამისად, ჰერმეტულია.
ყველა სადგურზე ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს შეადგენს.
ვაგონისა და მგზავრთა პლატფორმის კარი კომპიუტერთან არის შეერთებული და მატარებლის გაჩერებისას, ერთდროულად იღება.
ამჟამად, დუბაიში მეტროს დამატებითი ორი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.