აიდაჰოს შტატის (აშშ) მცხოვრები მაიკლ ტრენი (Michael Tran) ორი მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. მამაკაცი 18 წლის მანძილზე ლატარიის ბილეთზე ერთსა და იმავე ციფრებს (6, 10, 15, 25, 36) წერდა და საბოლოოდ, ჯეკ-პოტი მოიგო.
ტრენმა Powerball-ის ლატარია გათამაშებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიძინა და ჯიუტად არჩეული ციფრები ჩაწერა. ამის შემდეგ ლატარიის ბილეთი მობილური ტელეფონის დახმარებით დაასკანერა და გათამაშების შედეგებს დაელოდა.
მალე ტრენს ლატარიის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ის ორი მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.
ამერიკელი მოგებული თანხით, პირველ რიგში, იპოთეკური დავალიანების დაფარვას აპირებს. დარჩენილ თანხას კი უზრუნველყოფილი სიბერისთვის შეინახავს.
ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ტრენი იღბლიანი ციფრებით ლატარიის თამაშს.