იცით თუ არა

Just do it - იცით, რომ ნაიკის ეს ლოგანი სიკვდილმისჯილის უკანასკნელი სიტყვებია?!

fun time

16:00 შაბ. 17 ივლისი, 2021 წელი

ნაიკის სლოგანის ისტორია

14
დაკოპირებულია

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.

დენ ვიდენი (Dan Wieden) სარეკლამო კომპანია Wieden+Kennedy-ის თანამფლობელია. კომპანია პორტლენდში მდებარეობს.

ვიდრე დენი ამ ისტორიას თავად არ გაახმაურებდა, არავის მოსვლია აზრად, რომ ეს ემოციური ფრაზა - Just do it - ერთი სიკვდილმისჯილის უკანასკნელი სიტყვები იყო.

„მახსოვს, პორტლენდში ერთი აქაური ცივსისხლიანი დამნაშავე დააკავეს - გარი გილმორი (Gary Gilmore). მან გაძარცვა რამდენიმე მაღაზია, სასტუმრო და მოკლა ორი ადამიანი. გილმორს სიკვდილი მიუსაჯეს.
ეს გახმაურებული ამბავი იყო, რადგან ასეთი მკაცრი განაჩენი უკვე წლები იყო, არავისთვის გამოეტანათ.

სიკვდილით დასჯის წინ მას ჰკითხეს, სურდა თუ არა რამის თქმა, რაზედაც გილმორმა უპასუხა:
Let's do it (მიდი, გააკეთე ეს).
მე ეს ფრაზა მომეწონა, თუმცა არა ასეთ ვარიანტში და ცოტა შევცვალე: Just do it (უბრალოდ, გააკეთე ეს)“.

Nike-ის მფლობელს ფილ ნაიტს ეს სლოგანი კატეგორიულად არ მოეწონა.
„ასეთი ნაგავი არ გვჭირდება - სწორედ ამ სიტყვებით მითხრა უარი, თუმცა ვთხოვე, ჩემთვის დაეჯერებინა და მართალიც გამოვდექი“, - იხსენებს დენ ვიდენი.

ეს ფრაზა ბრენდის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა.

Just do it რეკლამაში პირველად 1988 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, 30 წელზე მეტია, აქტუალურია.

ამ ფრაზით „ნაიკი“ ხშირად ეხმიანება მწვავე სოციალურ პრობლემებს და ერთგვარ ინკლუზიურ სლოგანადაც იქცა, რომელმაც ამ ბრენდის ქვეშ გააერთიანა სპორტსმენები და არასპორტსმენები, მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, ჯანმრთელები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები...

ჟურნალმა „Advertising Age“-მა სარეკლამო კამპანია Just do it დაასახელა როგორც საუკეთესო XX საუკუნის რეკლამის ისტორიაში.

გარი გილმორი (Gary Gilmore) სიკვდილით დასაჯეს 1977 წლის 17 იანვარს, იუტას შტატის ციხეში.
მისი უკანასკნელი ფრაზა - Let’s Do It - დაფიქსირებულია ჟურნალ The New York Times-ის 1977 წლის 18 იანვრის გაციფრულებულ ნომერში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი