იცით თუ არა

4 წესი, რომელიც სასაფლაოზე უნდა დაიცვათ

fun time

14:00 პარ. 16 აპრილი, 2021 წელი

სასაფლაოზე ქცევის წესები

14
დაკოპირებულია

ცრურწმენა ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ ვარაუდს ემყარება და არა რეალობას, თუმცა მოსახლეობის ნაწილში დღემდე პოპულარულია. სასაფლაოზე სწორად მისვლისა და წამოსვლის წესიც, რა თქმა უნდა, ცრურწმენას უკავშირდება, თუმცა ყველაფერი, რაც წინაპრების ტრადიცია იყო, მაინც საინტერესოა - მათ შორის, საფლავზე ქცევის წესებიც.

◾ „გამარჯობა“ და „ნახვამდის“ არ თქვათ

ბევრი ადამიანი საყვარელი ადამიანის საფლავს მისვლისას ცოცხალი ადამიანივით ესალმება, ხოლო წამოსვლისას ემშვიდობება. ამის გაკეთება არ შეიძლება, რომ საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნათ.

უმჯობესია, სასაფლაოზე მისვლისას, გამარჯობის ნაცვლად, საუკუნო ცხონება და ცათა სასუფეველი უსურვოთ.
კიდევ უფრო ცუდია საფლავთან დაემშვიდობება. „ნახვამდის“ ნაცვლად, უმჯობესია განსვენებულს უთხრათ: „შენ ჩვენთან არ მოხვალ - ჩვენ თვითონ მოვალთ დიდი ხნის შემდეგ შენთან“. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსულო ენერგია შეიძლება ადამიანს გაჰყვეს და ავად გახადოს.

◾ უკან არ მიიხედოთ

სასაფლაოდან წამოსვლისას, რაც არ უნდა მოხდეს, უკან არასდროს უნდა მოიხედოთ. მხოლოდ წინ იყურეთ და მხოლოდ წინ იარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარუმატებლობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.

გახსოვდეთ, ნებისმიერი სასაფლაო არის ადგილი, სადაც მუდმივად სხვადასხვა რიტუალი ტარდება და ეს რიტუალები ყოველთვის საეკლესიო არ გახლავთ! ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ადგილებში მისტიკური შემთხვევები ხშირია. სასაფლაოდან გასვლისას ნუ მობრუნდებით, თუნდაც ის ადამიანი გეძახდეთ, ვინც სასაფლაოზე თქვენთან ერთად მოვიდა.

◾ ძირს დავარდნილი არ აიღოთ

თუ რამე დაგივარდათ, ადგილზე დატოვეთ - სასაფლაოს მიწაზე მდებარე ნივთების აღება კატეგორიულად აკრძალულია. განსაკუთრებით საშიშია ასეთი ნივთების სახლში მიტანა, რადგან ეს შეიძლება იყოს მკითხავის ან მაგის მიერ გაკეთებული ჯადო (ცნობილია, რომ ისინი რიტუალების ჩასატარებლად, სასაფლაოზე ხშირად დადიან). როგორ მოვიქცეთ, თუ სასაფლაოში ყოფნის დროს მიწაზე საკუთარი ნივთი დაგვივარდა? უმჯობესია, ადგილზე დატოვოთ, რათა ნეგატიური ენერგია არ მოიზიდოთ.

◾ პირდაპირ სახლში არ წახვიდეთ

დაბოლოს, ეცადეთ სასაფლაოდან პირდაპირ სახლში არ წახვიდეთ. უმჯობესია მარშრუტი ისე დაგეგოთ, რომ ხალხმრავალ ადგილზე, მაგალითად მაღაზიაში გაიაროთ. ბევრი ეზოთერიკოსი გვირჩევს, რომ სასაფლაოდან სახლში სხვა გზით წავიდეთ და არა იმ გზით რითიც მოვედით.

ასევე საინტერესოა 🔰:

◻️ მილანის Cimitero Monumentale - ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასაფლაო?

◻️ რატომ ფარავენ სარკეებს, როცა სახლში მიცვალებულის პანაშვიდია?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი