იცით თუ არა

ხუნზაკუტები - მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი, რომელიც კიბოთი არასდროს ავადდება

fun time

17:09 პარ. 22 დეკემბერი, 2023 წელი

Hunza Valley

14
დაკოპირებულია

პაკისტანის ჩრდილოეთით, ინდოეთისა და ჩინეთის საზღვართან ახლოს მდინარე ხუნზა მიედინება, რომელსაც მეცნიერები „ახალგაზრდობის ოაზისს“ უწოდებენ. ხუნზას დაბლობი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე, - აქ მდებარეობს ქვეყანა ხუნზა, სადაც სიცოცხლის საშუალო 100-იდან 120 წლამდეა. ხუნზაკუტები არასოდეს ავადმყოფობენ და ონკოლოგიური დაავადებების შესახებ არაფერი სმენიათ.

 

უახლოესი მეზობლებისგან განსხვავებით, ხუნზაკუტები ევროპელებს ჰგვანან. ისინი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას და მახვილ გონებას ღრმას სიბერემდე ინარჩუნებენ.

ლეგენდის თანახმად, მდინარის ხეობაში ხუნზას დასახლება (Hunza Valley) ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა შექმნეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ინდოეთის ლაშქრობის დროს მოხვდნენ, მაგრამ „ტყვიაგაუმტარი იმუნიტეტი“ როდის გამოიმუშავეს, დღემდე საიდუმლოდ რჩება.

საკვები

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ხუნზაკუტები ცხოვრება 4 ძირითად წესს ემყარება: არასოდეს ჭამო ხორცი, მუდმივად იმუშავე, ბევრი იმოძრავე და ცხოვრების რიტმი არ შეცვალო.

ზაფხულში, ძირითადად, უმ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ხოლო ზამთარში - ჩირებს, გაღვივებულ მარცვლეულს და ცხვრის ყველს. ხუნზაკუტები გაზაფხულს „მშიერ თვეს“ უწოდებენ, რადგან ახალი ხილი და ბოსტნეული ჯერ არ შემოსულა, ჩირის მარაგი კი ზამთრის განმავლობაში თითქმის ამოიწურა. ამიტომ იძულებულნი, არიან გაზაფხულზე მხოლოდ გარგარის ჩირისგან დამზადებული სასმელი მიირთვან, რომელიც მათ ენერგიის შენარჩუნებაში ეხმარება. სხვათა შორის, იმ ადგილებში დედამიწაზე ყველაზე გემრიელი გარგარი მოდის.

ხუნზაკუტები მარილს არასოდეს მოიხმარენ, ხორცს, ალკოჰოლს და ტკბილეულს კი ძალიან იშვიათად ჭამენ. ყველა პროდუქტი, რომელსაც საკვებად იყენებენ, თავისივე მიწაზე მოჰყავთ და კატეგორიულად უარს ამბობენ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტების ჭამაზე.

ხუნზას ხეობაში ხორცი იმდენად ცოტაა, რომ ყოველდღიურ მენიუში ვერ შეიტანთ, თუმცა, დიდი დღესასწაულების დროს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ხუნზაკუტები საკუთარ თავს მხოლოდ ფრინველის ხორცის ჭამის უფლებას აძლევენ. ისლამი მათ ღორის ხორცის ჭამას უკრძალავს, ხოლო ძროხის ხორცს მეზობელ ინდოეთთან სოლიდარობის გამო არ მიირთმევენ.

უნიკალური სასმელი წყალი!

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ხუნზაკუტების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის მნიშვნელოვანი პირობა ადგილობრივი წყალია!

ხუნზას წყლის შემცველობას რუმინელი მეცნიერი, ჰიდროდინამიკის „მამა“ ჰენრი კოანდაც (1886-1972) იკვლევდა. მას აინტერესებდა, რა იყო წყალში ისეთი, რასაც ასეთი სასარგებლო გავლენა ჰქონდა ორგანიზმზე.

დადგინდა, რომ ხუნზას წყალს აქვს მაღალი pH და უჩვეულო რაოდენობით აქტიური წყალბადი, უარყოფითი რედოქსის პოტენციალი (ჟანგვა -აღდგენითი პოტენციალი) და კოლოიდური მინერალების (ორგანიზმის აღმდგენითი ფუნქციების სტიმულიატორი) მაღალი შემცველობა.

წყალი ცოცხალია და ორგანიზმისთვის უდიდესი სარგებელი აქვს!

ჩვევები

ხუნზაკუტები დროის უმეტეს ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებენ და დღეში 15-20 კილომეტრს ფეხით დადიან მთის ბილიკებზე - ისინი ხომ ულამაზეს ადგილზე ცხოვრობენ, სადაც მსოფლიოს სამი მთის სისტემა (ჰიმალაი, ინდუკუში და ყარაკორამი) იყრის თავს.

ხუნზაკუტებს განსაკუთრებით წყლის პროცედურები უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ყინულივით ცივ წყალში უწეევთ ბანაობა, ეს სულაც არ აშინებთ! უფრო მეტიც, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ცივ წყალში ბანაობა ხუნზა ქალებს საშუალებას აძლევს, რომ ახალგაზრდობა და მიმზიდველი გარეგნობა შეინარჩუნონ.

40 წლის ასაკში აქაური ქალები 20 წლის გოგოებს ჰგვანან, 65 წლის ასაკში კი შვილების გაჩენაც შეუძლიათ! რატომაც არა, თუ 120 წლამდე ცოცხლობენ?

ჯანმრთელობის მცირე პრობლემები „მშიერ გაზაფხულზე“

ამ ხალხმა არაფერი იცის განუკურნებელი დაავადებების შესახებ, რომლებიც ევროპის მოსახლეობას, ფაქტობრივად, ანადგურებს, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ჯანმრთელობის მცირე პრობლემები არ აწუხებთ. ეს პრობლემები მხოლოდ „მშიერ გაზაფხულზე“ იჩენს თავს, როდესაც გარგარის ჩირისგან დამზადებული სასმლის გარდა, არაფერს მიირთმევენ. ამ დროს ბავშვებს ვიტამინების ნაკლებობის გამო კანის პრობლემები უჩნდებათ, რომლებიც ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემოსვლისთანავე ქრება. ესაა და ეს.

ხუნზაკუტებმა არაფერი იციან ისეთი სერიოზული დაავადებების შესახებ, როგორიცაა კიბო, ჰიპერტონია, დიაბტი, გასტრიტი, წყლულები, პნევმონია და ა.შ.

1963 წელს ხუნზას, მოსახლეობის აღწერის მიზნით, ფრანგი ექიმების ექსპედიცია ეწვია. აღწერის მიზანი ხუნზაკუტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის დადგენა იყო, რომელმაც საბოლოოდ 120 წელი - ევროპულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტი შეადგინა.

1977 წლის აგვისტოში, პარიზში კიბოს საერთაშორისო კონგრესზე, გაკეთდა შემდეგი ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც სიმსივნური დაავადებები არ არსებობს, ხუნზაა.

ხუნზაკუტების კიდევ ერთი საიდუმლო

ხუნზაკუტების შესანიშნავი ჯანმრთელობის კიდევ ერთი საიდუმლო მათი ხალისიანი ბუნება და ოპტიმიზმია. ისინი ბევრს იცინიან და თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან, თუნდაც მშივრები ან შეშინებულები იყვნენ.

შოტლანდიელი ექიმი ჯონ მაკკარისონი თავის ნაშრომებში წერდა: ხუნზებს ფოლადივით მტკიცე, თან აბრეშუმივით ნაზი ნერვები აქვთ. ისინი არასოდეს ბრაზდებიან და წუწუნებენ, არ ნერვიულობენ, არ ჩხუბობენ და მშვიდად იტანენ ფიზიკურ ტკივილს, უსიამოვნებას, ხმაურს და ა.შ.“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად