იცით თუ არა

„კრემლის კაფსულა“ - თაღლითობა თუ „უკვდავების წამალი“?

fun time

14:00 ხუთ. 4 ნოემბერი, 2021 წელი

კრემლის კაფსულა: აფიორა თუ
პანაცეა

14
დაკოპირებულია

მოწყობილობას, რომელიც  1983-87 წლებში ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტისა და ნახევარგამტარების კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა შექმნეს, ხალხში „კრემლის კაფსულას“ ან „კრემლის აბს“ უწოდებდნენ, ოფიციალურად კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავტონომიური ელექტროსტიმულატორი (АЭС ЖКТ) ჰქვია.

რა მიზანი ჰქონდათ „კრემლის კაფსულას“ შემქმნელებს?

გადასაყლაპად საკმაოდ შთამბეჭდავი ზომის ფოლადის კაფსულის სიგრძე 2, დიამეტრი კი 1 სანტიმეტრი იყო. კაფსულის შიგნით მინიატურული ელემენტი და მიკროსქემა იყო დამონტაჟებული.

გადაყლაპვის შემდეგ მოწყობილობა ელექტროგამტარ გარემოში ხვდებოდა. ლითონის გარსი ელექტროდის ფუნქციას ასრულებდა და წრე იკვრებოდა და კაფსულა სუსტი იმპულსების წარმოქმნას იწყებდა (33-35 ჰერცი ყოველ 3,8 წამში).

ამ კაფსულას მოქმედების მიზანი ნაწლავების ფუნქციონირების გაუმჯობესება გახლდათ - მცირე ელექტრო მუხტები ნაწლავების კედლებს აქტიურ შეკუმშვას იწვევდა.

კაფსულები დღემდე იყიდება და ერთის ფასი ამაზონზე 80-85 აშშ დოლარია! როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, ახლა ისინი არა მხოლოდ ელექტრონულ მუხტს წარმოქმნიან, არამედ ნაწლავებს რკინის იონებითაც ამარაგებენ.

მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის ეფექტურია ყაბზობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების დროს, აუმჯობესებს მამაკაცის პოტენციას და კიდევ ბევრი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის; ასევე, აღადგენს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

მაგრამ, მედიკამენტის ანოტაციაში უკუჩვენებებზე არაფერია ნათქვამი!

უბრალოდ აღნიშნულია, რომ გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

იყენებდნენ თუ არა „კრემლის კაფსულას“ კრემლში?

აბა, დაფიქრდით, რომელი სარეკლამო შეთავაზება უფრო წარმატებული იქნება: „შეიძინეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ელექტროსტიმულატორი“ თუ „იყიდეთ კრემლის კაფსულა, რომელიც ყველა დაავადებას კურნავს“?

გარკვეულწილად, კაფსულის წარმატება მითოლოგიურმა დასახელებამ უზრუნველყო - კაფსულა ხალხმა წარმოადგინა, როგორც სასწაულებრივი სამკურნალო საშუალება, რომელიც საიდუმლო ლაბორატორიაში ელიტისთვის საგანგებოდ ელიტისთვის შეიქმნა.

პარტიული ელიტა გაოცებული დარჩა - რა თქმა უნდა, კრემლის ჩინოვნიკები ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფილნი იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ელექტროსტიმულატორების შესახებ აშკარად არაფერი სმენოდათ.

სსრკ ჯანდაცვის მინისტრ ევგენი ჩაზოვის დაგვიანებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ელექტრო კაფსულას კრემლთან საერთო არაფერი აქვს და კაშპიროვსკის და ჩუმაკის საქმიანობის მსგავსი თაღლითობაა.

გაზეთი „იზვესტიას“ ჟურნალისტის კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა კაფსულის დახმარებით გაახალგაზრდავება, ჩაზოვმა უპასუხა: „შეგიძლიათ დაწეროთ, რომ აკადემიკოსმა ჩაზოვმა ხმამაღლა გაიცინა“.

სანამ სკანდალი აგორდებოდა, მოწყობილობა ბევრმა იყიდა. ტელევიზორში ჩამოთვალეს პრაქტიკულად ყველა დაავადება, რომელსაც კაფსულა „კურნავდა“ და ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ, რომ ზოგი დიაგნოზის დროს კაფსულის გადაყლაპვა აკრძალულია.

როდის არის სახიფათო „კრემლის კაფსულა“?

კრემლის კაფსულას უკუჩვენებებია: კიბო, გულის დარღვევები, უროლიტიზი, წყლულები, ინფექციები და ბოლოს, არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ აბი შეიძლება კუჭში გაიჭედოს, რაც უკიდურესად საშიშია.

რა თქმა უნდა, კაფსულის გადაყლაპვის შედეგად, ადამიანებს არც გაახალგაზრდავება უგრძნიათ, არც წონაში დაუკლიათ და არც მდიდრები და ბედნიერები გამხდარან. პირიქით, ბევრს მდგომარეობა გაუუარესა და დეპრესიამდეც კი მიიყვანა.

90-იანი წლების ბოლოს სეჩენოვის აკადემიამ ელექტრო კაფსულის საფუძვლიანი შესწავლა გადაწყვიტა. როგორც 1999 წელს ჟურნალი „Наука и жизнь“ წერდა, ტესტებმა აჩვენა, რომ ელექტროსტიმულატორი ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს, თუმცა არც მისი მძიმე უკუჩვენებები უნდა დაგვავიწყდეს. რა თქმა უნდა, გაახალგაზრდავების და სრულად გამოჯანმრთელების შესახებ საუბარი ზედმეტია.

წყარო: life.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?