იცით თუ არა

ნივთები, რომლებიც ფენ-შუის „შავ სიაშია“

fun time

12:00 სამ. 7 სექტემბერი, 2021 წელი

ფენ შუის რჩევები

14
დაკოპირებულია

ფენ შუის სპეციალისტებს ობიექტებისა და ნივთების „შავი სია“ აქვთ შედგენილი, რომელთა სახლში შენახვა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ისინი ჰარმონიასა და ენერგეტიკულ ბალანსს არღვევს. 

 

ფენ შუის რჩევები:

წყალი „სიყვარულის კუთხეში“

თქვენი ბინის შორეული მარჯვენა კუთხე (თუკი შემოსასვლელ კართან ვდგავართ) „სიყვარულის კუთხედ“ მიიჩნევა. ამ ზონაში არ უნდა დაიდგას ისეთი ნივთები, რომლებსაც წყალთან აქვთ შეხება - აკვარიუმი, სარეცხი მანქანა, ყვავილებიანი ლარნაკი.

ამ სექტორში არ გირჩევთ დიდი სარკის დადგმას. ეს პარტნიორთან ურთიერთობის შენარჩუნებაში ხელს შეგიშლით.

თუკი ამ ზონაში სააბაზანოა, მისი კარი მჭიდროდ მიხურეთ.

მძიმე ნივთები

საწოლთან მძიმე ნივთების განთავსებას არ გირჩევთ, ასევე, მის გაფორმებას ადამიანების გამოსახულებებით. ინტერიერის გასაფორმებლად წყნარი პასტელის ტონები (თეთრის გარდა) იხმარეთ, მაგრამ არაუმეტეს ორი ტონალობისა.

ასევე, არ შეიძლება საძინებელში სარკის მოთავსება - ჯობს, ის ან კარადის კარზე ანდა სხვა ოთახში იყოს.

უპირატესობა მაღალთავიან საწოლებს მიანიჭეთ - ეს სრულყოფილი ძილის სტიმულაციას დაეხმარება და პატრონებს უბედურებისგან დაიცავს.

მახვილი ნივთები და კუთხეები

ცივი იარაღი (მაგალითად, სუვენირი ხმლები), რქები და შანდლებიც კი ფენ შუის „შავ სიაშია“ მოხვედრილი. ისინი სახლში ენერგეტიკულ ჰარმონიას არღვევს.

დიდი რაოდენობით მახვილი კუთხეებიც, ასევე, აგრესიას გამოასხივებს და ოჯახში რეგულარული ჩხუბის, ემოციური გამოფიტვისა და პატრონთა დაავადებების პროვოცირებას ახდენს.

მახვილი კუთხე, რომელიც საწოლისკენ არის მიმართული, საფრთხის ქვეშ აყენებს პირად ცხოვრებას და კარიერულ ზრდას. გირჩევთ, ეს ხარვეზები სპეციალური სადებებით „აღმოფხვრათ“.

გატეხილი ან დაზიანებული ნივთები

სახლის აურა და ენერგეტიკული ველი გაუმჯობესდება, თუკი სახლიდან ყველა გატეხილ და დაზიანებულ ნივთს მოაშორებთ. თუ ისინი თქვენთვის ძალიან ძვირფასია, შეეცადეთ, აღადგინოთ და პირვანდელი სახე დაუბრუნოთ.

სანამ დაზიანებულ სამახსოვრო ნივთს გადავაგდებთ, ფენ შუის რჩევით, ამ ნივთებისთვის მადლობის გადახდაა საჭირო იმ სიხარულისთვის, რაც თავის დროზე მოგვანიჭეს. ამით სახლში ახალი ემოციისთვის ადგილს გაათავისუფლებთ.

წინააღმდეგობები ენერგიის გავრცელებისთვის

ფენ შუის რჩევებით, სახლში დადებითი აურისა და ჰარმონიის გავრცელებისთვის ხელშემშლელია:

  • გრძელი დერეფანი, რომლის ბოლოშიც საძინებელია მოთავსებული.
  • შემოსასვლელი ძირითადი კარისა და უკანა გასასვლელის ერთ ხაზზე ყოფნა.
  • კართან ახლოს კიბე.
  • საძინებლის სახურავზე კოჭების არსებობა.

თუკი ამათგან რომელიმე არის თქვენს სახლში, გირჩევთ, მათი უარყოფითი გავლენა ოთახის მცენარეებითა და ხალიჩებით შეამციროთ.

🔰:

ნივთები, რომლებსაც სახლში არ უნდა ინახავდეთ

არეული სახლი - ამის უკან 8 ფსიქოლოგიური მიზეზი იმალება!

რატომ ფარავენ სარკეებს, როცა სახლში მიცვალებულია?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი