იცით თუ არა

როგორ აყუჩებდნენ ტკივილს ანესთეზიის გამოგონებამდე?

fun time

19:59 კვი. 27 აგვისტო, 2023 წელი

როგორ აყუჩებდნენ ტკივილს
ანესთეზიის
გამოგონებამდე?

14
დაკოპირებულია

დღეს ქირურგიული ჩარევის დროს პაციენტს ანესთეზიას უკეთებენ, მაგრამ ძველ დროში, როდესაც ასეთი საშუალება არ არსებობდა, ექიმი და პაციენტი უამრავ სირთულეს აწყდებოდნენ. 

უძველესი „ნარკოზი“

ზოგიერთ კულტურაში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ გარკვეული საშუალებებს, რომლებსაც ანესთეზიის მსგავსი ეფექტი ჰქონდათ; მაგალითად, ასეთი იყო ჰაშიში ძველ ჩინეთში, ოპიუმი ძველ ეგვიპტეში, კოკას ფოთლები რომლებსაც ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა.

შუა საუკუნეების ევროპაში ქირურგებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელსაც "ძილის ღრუბელი" უწოდეს - ღრუბელს ჟღინთავდნენ ხაშხაშის, მანდრაგორას და სხვა მსგავსი მცენარეების წვენის ნარევში და ავადმყოფს ცხვირქვეშ უდებდნენ.

თუმცა, ეს ნივთიერებები ხშირად ავადმყოფის მოწამვლას იწვევდა. ამიტომ მის ალტერნატივად ცინის დინასტიის ჩინეთში ერთ სასტიკ მეთოდსაც იყენებდნენ - ოპერაციის დროს პაციენტს მკვეთრი მოძრაობებით ექიმისთვის ხელი რომ არ შეეშალა, თავში მძიმე მუშტს ან ხის ჩაქუჩს ურტყამდნენ. ზოგ შემთხვევაში ეს მეთოდი ამართლებდა და ადამიანი გონებას კარგავდა, ზოგჯერ კი ტრავმის შედეგად კვდებოდა.

ასევე, პაციენტს გასათიშად ვენებსაც უხსნიდნენ, სანამ სისხლისდენისგან გონებას არ დაკარგავდა, თუმცა ამ დროს სისხლის დაკარგვის გამო სიკვდილის რისკი ძალიან მაღალი იყო.

მე-19 საუკუნეში ბრიტანელმა ექიმმა ჰენრი ჰილ ჰიკმანმა (Henry Hill Hickman, 1800-1830) სცადა „დახრჩობის მეთოდის“ გამოყენება, რათა ასფიქსიით პაციენტი უგონო მდგომარეობამდე მიეყვანა.

ზოგჯერ ოპერაციას ხელფეხშეკრულ, გონზე მყოფ პაციენტს უტარებდნენ. პაციენტი რომ ნაკლებად დაეტანჯათ, ქირურგები ოპერაციების რაც შეიძლება სწრაფად ჩატარებას ცდილობდნენ. მაგალითად, ცნობილი ქირურგი ნიკოლაი პიროგოვი ფეხის ამპუტაციას 4 წუთში ახერხებდა, ქალის სარძევე ჯირკვლების მოკვეთას კი - 1,5 წუთში.

პირველი ანესთეზია

ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით "უგრძნობლობას" ნიშნავს. ანესთეზია შეიძლება იყოს ზოგადი, ადგილობრივი და რეგიონული. ზოგადი ანესთეზიის გავრცელებული სახელწოდებაა ნარკოზი, როდესაც პაციენტის ცნობიერება ითიშება, ის იძინებს.

1845 წელს, ანესთეზიისთვის აზოტის ოქსიდს, ე.წ. „სასაცილო გაზს“ იყენებდნენ, თუმცა ის ხშირ შემთხვევაში არ ამართლებდა და მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება მალევე აიკრძალა.

თანამედროვე ანესთეზიის ისტორია კი 1846 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა კბილის ექიმმა უილიამ მორტონმა (William Thomas Green Morton (1819-1868)) ბოსტონში, მასაჩუსეტსის საავადმყოფოში 52 წლის პაციენტს, კისრის ნაწილში სიმსივნის ამოღების დროს, დიეთილის ეთერით - მისი ქიმიური ფორმულაა (C2H5)2O - წარმატებული ანესთეზია ჩაუტარა.

ამიტომ 16 ოქტომბერი ანესთეზიის მსოფლიო დღედ (World Anaesthesia Day) არის გამოცხადებული.

დღეს ანესთეზიის შედეგად სიკვდილის ალბათობა 200 000-იდან ერთია. ანუ ანესთეზიის შედეგად სიკვდილის რისკი თითქმის იგივეა, რაც ქუჩაში აგურის დაცემის შედეგად სიკვდილისა.

ასევე საინტერესოა:

ვინ იყო ქართველი ექიმი, ვინც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა!

პირველი ექიმი ქალი, რომელიც მსოფლიოს 46 წელი ატყუებდა!

ჩეხი ექიმი, რომელმაც ქართულ კურორტოლოგიას ჩაუყარა საფუძველი

წყარო: www.pharmacytimes.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?