იცით თუ არა

ვინ არიან ადამიანები, ვინც 21-ე საუკუნეში ჰიტლერის პენსიას იღებენ?

fun time

14:00 ოთხ. 29 სექტემბერი, 2021 წელი

ჰიტლერის პენსია

14
დაკოპირებულია

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია: ბელგიის 27 მოქალაქე დღემდე ადოლფ ჰიტლერის დანიშნულ პენსიას (425 -დან 1275 ევრომდე) იღებს. ასეთი გადახდის შესახებ ინფორმაცია 2016 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი. სწორედ ამ დროს ამოქმედდა ევროკავშირის რეგულაცია, რომელიც წევრ ქვეყნებს საზღვარგარეთიდან გადახდილ პენსიაზე ინფორმაციის გაცვლას ავალდებულებს. 

როგორც ირკვევა, 1941 წელს ადოლფ ჰიტლერმა დააწესა სამხედრო პენსია იმ ბელგიელებისთვის, რომლებმაც „ერთგულების და მორჩილების“ ფიცი დადეს. მესამე რეიხის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის თანახმად, ბელგიელებს, რომლებიც ნებაყოფლობით შეუერთდნენ SS ქვედანაყოფებს ან ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მესამე რეიხის მოქალაქეობა მიიღეს, სამხედრო პენსია დაენიშნათ.

პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებით, ჰიტლერის გამოცემული ყველა განკარგულება გაუქმდა, მაგრამ იყო გამონაკლისებიც.

მაგალითად, 1949 წლის შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გახდა მესამე რაიხის სამართალმემკვიდრე საერთაშორისო სამართლისა და ყველა ვალდებულების, მათ შორის, საპენსიო უფლებების ჩათვლით. შედეგად, ომის შემდგომ ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის გასამართლებული 80,000 ბელგიელიდან 38,000-მა ნაცისტური სამხედრო პენსია მიიღო.

უფრო მეტიც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო ასობით ათას ბელგიელზე, რომლებიც 1942 წლიდან გერმანიაში იძულებით სამუშაოს ასრულებდნენ და ყოველთვიური პენსია დაუნიშნა. პენსიის ოდენობა დიდი არაა და მხოლოდ 50 ევროს შეადგენს, თუმცა სულ არაფერს ალბათ, სჯობს.

🔰:

როგორ ასწავლიდნენ ნაცისტურ გერმანიაში ძაღლებს ლაპარაკს?

ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ურთიერთობის უნიკალური ვიდეოკადრები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად