ქართული კერძები

როგორ მოვხარშოთ მუხუდო სწორად, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს?

fun time

16:00 პარ. 24 სექტემბერი, 2021 წელი

მუხუდოს მოხარშვა

14
დაკოპირებულია

პარკოსანთა შორის სწორედ მუხუდოს აქვს ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველაზე სრულყოფილი ცილა და ცხიმები, შესაბამისად, ცხოველური საკვების ჩანაცვლება შეუძლია. მუხუდო შეუცვლელია დიაბეტიკებისთვის - ის ლობიოზე ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს, რის გამოც ორგანიზმი კარგად ითვისებს და გადამუშავება არ უჭირს. ამასთანავე, მუხუდოს რეცეპტი მრავალგვარი არსებობს - შეგიძლიათ, მოამზადოთ მუხუდოს წვნიანი, გამოიყენოთ სალათებში, გააკეთოთ მუხუდოს პიურე...

მუხუდოს მომზადება მოსახარშად


გაარჩიეთ მუხუდო, დაზიანებული მარცვლები გადაყარეთ და დარჩენილები გრილი, გამდინარე წყლით გარეცხეთ. მუხუდო ძალიან მშრალი პარკოსანია, ამიტომ კარგად უნდა დაალბოთ. ამის გაკეთება კი ორი გზით შეგიძლიათ.

დასაწყისისთვის, გაითვალისწინეთ, რომ დალბობისას მუხუდოს მოცულობა 2-3-ჯერ იზრდება.

მუხუდოს ხანგრძლივი დალბობა


ჩაყარეთ მუხუდო ჯამში და დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაფაროს. დატოვეთ ასე, დაახლოებით, 8 საათის ან მთელი ღამის განმავლობაში. დილას წყალი გადაღვარეთ და მუხუდო გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ.

მუხუდოს სწრაფი დალბობა


ჩაყარეთ მუხუდო ქვაბში და დაასხით ცივი წყალი ისე, რომ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდეს. შედგით ქვაბი გაზზე და მიიყვანეთ ადუღებამდე და 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაახურეთ თავზე და 1 საათით დატოვეთ. 1 საათის შემდეგ ნადგომი წყალი გადაღვარეთ და მუხუდოს გამდინარე წყალი გაავლეთ.

მუხუდოს მოხარშვა


ხარშვის დროს წყლის პროპორციები მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, რომ მუხუდო მთლიანად წყლით იყოს დაფარული.

თუ მუხუდოს წვნიანის ან სალათის მომზადებას აპირებთ, ნაკლები დროით უნდა ხარშოთ, პიურესთვის კი შედარებით მეტი ხარშვაა საჭირო. ყურადღება მიაქციეთ მარცვლების სტრუქტურას - თითის დაჭერისას ადვილად უნდა იჭყლიტებოდეს.

მუხუდოს კერძს მარილი მომზადებამდე 5 წუთით ადრე უნდა დაუმატოთ. თუ უფრო ადრე დაუმატებთ, მოხარშვას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

უკვე დალბობის პროცესის შემდეგ მუხუდოს ქვაბში ცივი წყალი დაასხით. მაღალ ცეცხლზე შედგით და ადუღებამდე მიიყვანეთ; შემდეგ, დაახლოებით, 1 საათი (ან ცოტა მეტი) დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. საჭიროების შემთხვევაში, ქაფი მოხადეთ.

მულტისახარში ქვაბი თ გაქვთ, მუხუდო "Stew" ან "Pilaf" რეჟიმში 1.5 საათის განმავლობაში უნდა ხარშოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა