თავსატეხი

4 გამოცანა თქვენი ინტელექტისთვის

fun time

12:00 ხუთ. 7 იანვარი, 2021 წელი

გამოცანა - 7 და

14
დაკოპირებულია

შეამოწმეთ საკუთარი დაკვირვებულობა და ლოგიკის უნარი. შეგახსენებთ, რომ ზოგჯერ ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

 

1. შვიდი და კოტეჯში

შვიდი და აგარაკზე წავიდა. თითოეულმა გადაწყვიტა, რაღაც საქმით დაკავებულიყო:
პირველმა რომანის კითხვა დაიწყო:
მეორემ - ბლინების ცხობა;
მესამემ - ჭადრაკის თამაში:
მეოთხემ - კროსვორდების ამოხსნა;
მეხუთემ - ჭურჭლის რეცხვა:
მეექვსემ კი - მცენარეების მორწყვა.
შეკითხვა: რას აკეთებდა მეშვიდე და?


2. ფეხსაცმლის ქურდობა

ერთმა ახალგაზრდამ მემკვიდრეობით 2 ქარხანა მიიღო, სადაც ულამაზეს ფეხსაცმელებს კერავდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ კაცმა არ შეამჩნია, რომ თანამშრომლები თავიანთი ცოლებისა და შეყვარებულებისთვის ფეხსაცმელებს იპარავდნენ. ის კი ყველა ქურდის გამოჭერას ვერ ახერხებდა.
შეკითხვა: რა გადაწყვეტილება მიიღო ახალგაზრდამ ქურდობის აღსაკვეთად?

3. რამდენი ბარძაყის ძვალი გაქვთ?

გამოცდაზე პროფესორმა გოგოს ბარძაყის ძვალი მისცა და ჰკითხა:

- რამდენი ბარძაყის ძვალი გაქვთ?
- ხუთი!
- არასწორია! თქვენ მხოლოდ ორი ბარძაყი გაქვთ.

მაგრამ სტუდენტი მართალი იყო.
შეკითხვა: რა შემთხვევაში არის ეს შესაძლებელი?

4. ეს ოთხი წერტილი ერთმანეთს Მხოლოდ 3 ხაზის გამოყენებით დაუკავშირეთ:

ახლა ვნახოთ, რამდენი სწორი პასუხი დააგროვეთ:

1. მეშვიდე და მესამე დას ჭადრაკს ეთამაშება.
2. მეპატრონემ ერთ ქარხანას ფეხსაცმლის წყვილიდან მარჯვენას შეკერვა დაავალა, მეორეს - მარცხენასი.
3. სტუდენტი ორსულად იყო. იგი გულისხმობდა თავის ორ ბარძაყს, შვილის ორ ბარძაყს და ერთს, რომელიც ხელში ეჭირა.
4. ხაზებით სამკუთხედი უნდა შეკრათ.




წყარო: brightside.me


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელია ყველაზე ახალგაზრდა?

რომელია ყველაზე
ახალგაზრდა?

მხოლოდ 1% პოულობს ამ სურათზე კაცის...

ოპტიკური ილუზია - იპოვეთ
კაცის პროფილი

მათთვის, ვისაც ალგებრა კიდევ გახსოვ...

ლოგიკური თავსატეხი

გაქვთ თუ არა 4K მხედველობა - იპოვეთ...

იპოვეთ ნიანგი 5 წამში

რამდენი წლისაა ქალი?

მათემატიკური თავსატეხი

შეამოწმეთ თქვენი ლოგიკური აზროვნები...

სახალისო თავსატეხი

8 + 3 − 4 = 0

სახალისო თავსატეხი

რას ხედავთ ამ ფოტოზე, აგურის კედლის...

გასართობი თავსატეხები

როგორ შევარჩიოთ საჭირო დალაქი?

როგორ შვარჩიოთ დალაქი?