უცხოური სამზარეულო

უკრაინული წვნიანი „რასოლნიკი“ - ახალი და უგემრიელესი კერძი მათთვის, ვისაც მომჟავო გემო მოსწონს

fun time

12:00 სამ. 1 მარტი, 2022 წელი

წვნიანი „რასოლნიკი“

14
დაკოპირებულია

უკრაინული წვნიანის „რასოლნიკის“ რეცეპტს  უკრაინელი მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.

1 ულუფა „რასოლნიკის“ მოსამზადებლად საჭიროა:

  • ქათმის ხორცი - 100 გრ;
  • ქერის მარცვალი - 30 გრ;
  • კარტოფილი - 40 გრ;
  • კიტრის მწნილი - 60 გრ;
  • სტაფილო - 1 ცალი;
  • ოხრახუში - 10 გრ;
  • ლიმონის წვენი - 10 გრ;
  • ხახვი - 1 თავი;
  • მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:

დადგით ქათმის ხორცი მოსახარშად. გადაუწურეთ პირველი ნახარში წყალი. ჩაამატეთ ადუღებული წყალი და როგორც კი ხორცი მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან.

ქვაბში დარჩენილ ბულიონში ჩაყარეთ ქერი და დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ.

ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, თხლად დაჭრილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი.

კარტოფილი და ქერი რომ მოიხარშება, ქვაბში ჩაამატეთ მოთუშული ინგრედიენტები და ქათმის ხორცი.
ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი, შავი პილპილი და ოდნავ მარილი.

სულ ეს არის.

შენიშვნა:

თუკი ქათმის მეორე ნახარში წყლის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ, ნახარში წყალი გადაღვაროთ და კერძში „გალინა ბლანკას“ კუბები დაამატოთ.
როდესაც წვნიანს თეფშზე დაასხამთ, შეგიძლიათ, თხლად დაჭრილი 1-2 ნაჭერი ლიმონიც მოუწყოთ იქვე.
მის მომზადებას, მაქსიმუმ, ნახევარი საათი სჭირდება.
საუკეთესო კერძია ნაბახუსევზე

გემრიელად მიირთვით!

ასევე სცადეთ, ძალიან გემრიელია:

„აკროშკა“ - „საპახმელიო წვნიანი

უხორცო წვნიანი

წვნიანი ბრინჯით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი