6 ფილმი ნამდვილი სიყვარულის შესახებ, სადაც სიუჟეტი რეალურ ისტორიებს ეფუძნება

კინო

26 იანვარი 18:00, 2018 წელი

ზოგჯერ სიყვარულის შესახებ გადაღებულ ფილმს უყურებ და გგონია, რომ ამგვარი რამ შეუძლებელია, ცხოვრებაში მოხდეს. აი, სწორედაც რომ არა. ეს 6 ფილმი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაიღეს.

1. ახალი სამყარო / The New World



ფილმში: მოქმედება XVII საუკუნის ამერიკაში, ჯეიმსთაუნის დასახლებაში ხდება. ფილმის მთავარი გმირები - მკვლევარი ჯონ სმიტი და ინდიელთა ახალგაზრდა პრინცესა პოკაჰონტასი არიან. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანელებსა და ინდიელებს შორის სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი ღვივდება, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ...


რეალური ისტორია: ამ ისტორიას ბევრი დისნეის სტუდიის მულტფილმით იცნობს - მისი მთავარი გმირიც, ასევე, პრინცესა პოკაჰონტასია. ის ინგლისის მეფე იაკობ I-ის კარზე წარადგინეს და პრინცესამ შეძლო, მეფე დაერწმუნებინა, რომ ინგლისელებსა და ინდიელებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა. რაც შეეხება პოკაჰონტასისა და მეზღვაურ ჯონ სმიტს შორის გაჩაღებულ სასიყვარული ისტორიას - მასში ისტორიკოსებს დიდი ეჭვი ეპარებათ.


 


 2. ანა და მეფე / Anna and the King 



ფილმში: ინგლისელი სკოლის მასწავლებელი ანა ლეონუენსი ეგზოტიკურ სიამში ჩადის, სადაც მეფე მონგკუტას შვილებს ასწავლის. დასავლური ემოციურობა აღმოსავლეთის მკაცრ ფსიქოლოგიას ეჯახება. დაძაბულობა ნელ-ნელა იზრდება, მით უფრო, რომ მონგკუტა დაგეგმილი შეთქმულების შესახებ იგებს. როცა პოლიტიკური ვითარება აფეთქების ზღვარზე დგება, ანა და მეფე ხვდებიან: ერთადერთი გამოსავალი მათი შეკავშირებაა. ამით ისინი გადაარჩენენ სიამს.


რეალური ისტორია: ანა ლეონუენსი 1860-იან წლებში სიამის მეფე მოჰგკუას კარზე რამდენიმე წელი ინგლისურ ენასა და კულტურას ასწავლიდა და ამის შესახებ მემუარებიც დაწერა. ამ მემუარების ბაზაზე ამერიკელმა მწერალმა მარგარეტ ლენდონმა რომანი "ანა და მეფე" შექმნა. რეალურ ცხოვრებაში ანასა და მეფის რომანი ჰეფი-ენდით არ დასრულებულა: მეფეს არ შეეძლო უცხოელზე ქორწინება, ხოლო ანას არ სურდა, ჰარემში მეორმოცე ცოლი ყოფილიყო. ანამ სიამი დატოვა.


 


3. 50 პირველი პაემანი / 50 First Dates 



ფილმში: ჰენრი როტი მშვენიერ ლუსის შეხვდება და ერთი ნახვით შეიყვარებს. მცირე დაბრკოლებების მიუხედავად, ჰენრი იმ საღამოსვე ახერხებს ლუსის გულის დაპყრობას. ახალგაზრდები ბედნიერები არიან და სჯერათ, რომ მათი სიყვარული მუდმივი იქნება, მაგრამ... გოგონა ავტოავარიაში მოყვება. გონზე მოსულს კი აღარაფერი ახსოვს. მათ შორის - არც ჰენრი. ჰენრი არ ნებდება და მზადაა, ლუსის გული ყოველდღე ხელახლა დაიპყროს!


რეალური ისტორია: რეალურ ცხოვრებაში ლუსის სახელი მიშელ ფილპოტსია და მას ამნეზიის იშვიათი ფორმა სჭირს. დაავადება გოგონას 1985 და 1990 წლებში მომხდარი ავარიების შედეგად განუვითარდა. ისევე, როგორც ფილმში, მის მეუღლეს ყოველდღე იმის დამტკიცება უწევს, რომ ისინი ერთი ოჯახს წარმოადგენენ. ფილმისგან განსხვავებით, ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს ავარიამდე დიდი ხნით ადრე იცნობდნენ.


 


4. ფიცი / The Vow



ფილმში: თაფლობის თვის დროს პეიჯი და ლეო ავარიაში ხვდებიან. სანამ მეუღლე კომაშია, ლეო მას არ შორდება, მაგრამ გონზე მოსვლის შემდეგ გაირკვევა, რომ პეიჯიმ მეხსიერება დაკარგა. ის ვერ ცნობს საყვარელ ადამიანს და არც მათი რომანის შესახებ ახსოვს რაიმე. და ამიტომ ლეო გადაწყვეტს, ხელახლა მოიპოვოს პეიჯის გული.


რეალური ისტორია: ფილმის გმირების პროტოტიპები არიან კრიკიტ და კიმ კარპენტერები. ფილმში ასახული ტრაგედია 1993 წელს მოხდა. წყვილს ავტოავარია ქორწინებიდან ათი კვირის შემდეგ მოუხდა. ავარიის შედეგად კიმის მეხსიერებიდან ბოლო 18 თვის ამბები წაიშალა. კიმს მეხსიერება არ დაბრუნებია, მაგრამ მან მეუღლე თავიდან შეიყვარა. შემდგომში მათ წიგნიც დაწერეს, სახელად „ფიცი“. სწორედ ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი.


 


5. უხილავი ქალი / The Invisible Woman 



ფილმში: ფილმში ჩარლზ დიკენსისა და ახალგაზრდა მსახიობ ელენ ტერნანის სიყვარულის ისტორიაა ასახული. რომანი 1957 წელს დაიწყო და 13 წელი გაგრძელდა. ეს კავშირი მწერლის ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. მწერალმა ელენ ტერნანი თავის ანდერძშიც მოიხსენია და ამით ის სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყო.


რეალური ისტორია: ეს მწერლის ცხოვრების რეალური ისტორიის ეკრანიზაციაა. გაცნობის მომენტისთვის მწერალი 45 წლის იყო, ხოლო ელენ ტერნანი - 18 წლის. ასაკში სხვაობას ხელი არ შეუშლია მათთვის, ერთად ყოფილიყვნენ, სანამ სიკვდილმა არ დააშორა.


 


6. აფრიკიდან / Out of Africa



ფილმში: მე-20 საუკუნის დასაწყისი... კარენ ბლიკსენი კენიაში მოგზაურობს, სადაც მის მეუღლეს ყავის პლანტაციები აქვს. აქ, აფრიკის შუაგულში, კარენი თავის ნამდვილ და ერთადერთ სიყვარულს შეხვდება.


რეალური ისტორია:  1914 წელს მწერალი კარენ ბლიკსი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, შვედ მწერალსა და მონადირეს ბრორ ფონ ბლიკსენ-ფინეკეს. ისინი აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ყავის პლანტაციას უვლიდნენ. იქ მათი ოჯახი დაირღვა. კარენი ინგლისელ დენის ფინჩ ჰატონს გაეცნო. დენისი მოგზაური, მონადირე და ავიატორი იყო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ  ტრაგიკულმა მოვლენებმა ისინი ერთმანეთს დააშორა. კარენი დანიაში დაბრუნდა და წიგნი დაწერა, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?